Home რუბრიკები ბლოგი ბოლოს და ბოლოს, გვეტყვით, რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა?

ბოლოს და ბოლოს, გვეტყვით, რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა?

1281

რუსულ პროპაგანდაზე საუბარი, უფრო ზუსტად, სრულიად უსაფუძვლო და უარგუმენტო ლაყბობა ორიოდე წლის წინათ წამოიწყო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების უსაქმურმა ნაწილმა. საზოგადოებას მაშინვე ჰქონდა შესაბამისი რეაგირება და არაერთმა ჟურნალისტმა, პოლიტოლოგმა თუ სხვა სფეროს მოღვაწემ გასცა კიდეც პასუხი ამ უსაქმურებს.

ბევრი სჯა-ბაასი არ სჭირდება იმას, რა ინტერესი ამოძრავებთ მათ. ეს არის მეტი გრანტისა და დაფინანსების მიღება უცხოეთიდან და არაფრის კეთებაში მაღალი ხელფასის მიღების დაუოკებელი წყურვილი, თორემ, საქართველოში არანაირი რუსული პროპაგანდა რომ არ წარმოებს, ფაქტია. ან, თუნდაც დავუჯეროთ უსაქმურებს და ვაღიაროთ, რომ მათ მიერ დასახელებული ორიოდე ბეჭდური გამოცემა და ერთი გაჭირვებული ტელევიზია მართლაც აწარმოებს რუსულ პროპაგანდას. ამ შემთხვევაშიც კი ძნელი წარმოსადგენია, როგორ აჯობეს მათ ანტირუსული, ანუ პირდაპირ ამერიკული პროპაგანდის მწარმოებელ იმ ათეულობით ტელევიზიასა და სხვა მედიასაშუალებას, რომლებიც მართლაც მილიონებით ფინანსდებიან(?!).

ან თუნდაც ნახეთ ის არასამთავრობოები, რომლებსაც რუსულ პროპაგანდაში ადანაშაულებენ, თავიანთი მოკრძალებული ერთ-ორ-ოთახიანი ოფისებითა და 150-ლარიანი ხელფასებით და შეადარეთ ისინი “გამჭირვალობა”, “ღია საზოგადოება”, “დემოკრატიული განვითარება” და სხვა მსგავი გაუგებარ-მატრაკვეცული სახელწოდების მქონე ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ფეშენებლურ ოფისებში სხედან და რამდენიმე ათასი ლარის ოდენობის ხელფასებით იწონებენ თავს.

ჰოდა, თუ ასეთ პირობებში, დავუშვათ და, მართლაც ჩაგრავს საქართველოში ე.წ. პრორუსული პროპაგანდა პროამერიკულ პროპაგანდას, რა შეიძლება აქედან დავასკვნათ? მხოლოდ ის, რომ ქართველი ხალხისთვის ის, რასაც მავანი პრორუსულ პროპაგანდას უწოდებს, უფრო მისაღები, სწორი და სამართლიანია. მაშასადამე, რა სურთ ამ “მავანებს”? _ უნდათ, აკრძალონ სიმართლე და არა რუსული პროპაგანდა. ხომ ასეა?

თუმცა ყოველივე ეს, გასული ორი წლის განმავლობაში უკვე არაერთხელ ითქვა და დაიწერა. მიუხედავად ამისა, ეს უსაქმური ვითომ “ანტირუსები” მაინც განაგრძობენ და არახუნებენ თავიანთ სრულიად უარგუმენტო და არაადეკვატურ აზრებს რუსული პროპაგანდის შესახებ.

გასულ კვირაში კიდევ ერთი მძლავრი ტალღა აგორდა ამ მიმართულებით, ოღონდ ამჯერად უკვე სულ სხვასიმაღლეებიდაიპყრეს ამ ვითომ პატრიოტებმა და საქმეში .. იურისტები ჩართეს.

ანუ უკვე საუბარია არა მხოლოდ ვითომ პრორუსული მედიასაშუალებების შეჩერებაზე, არამედ ისინი აყენებენ საკითხს, რომ შემუშავდეს სპეციალური კანონი, რომელიც აკრძალავს ყველანაირ პრორუსულ პროპაგანდას საქართველოში.

გულდასაწყვეტია, რომ, სავარაუდოდ, მაღალი მატერიალური სარგოს, ანდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობების მოსალოდნელი მიღების გამო, ზოგიერთ შემთხვევაში, მართლაც მაღალი დონის იურისტებიც იბანძებენ თავს და ტელეეკრანებიდან ისეთ სისულელეებს გველაპარაკებიან, დაჯერებაც კი ჭირს, რომ თავიანთი ნალაპარაკებისა თვითონ მაინც სჯერათ.

ამ დღეებში რუსული პროპაგანდის შესახებ რაღაცსპეციალური კანონისმიღების თაობაზე, უტვინოთა და გაუნათლებელთა ჯგროს გარდა, რამდენიმე ისეთი კვალიფიკაციის იურისტმა ილაპარაკა, რომ დარწმუნებული ვარ, მანამდე ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს, როგორ არ უნდა შერცხვენოდათ და სახეზე არ შემჩნეოდათ ასეთი წარმოუდგენელი უაზრობების საჯაროდ ლაპარაკი.

აკი, პირველკურსელი იურისტისთვისაც კი ცნობილია, რომ, როდესაც ადამიანს რაიმეს უკრძალავ კანონით, მას კონკრეტულად უნდა განუმარტო კიდეც, რას ნიშნავს ის, რასაც უკრძალავ.

მაგალითად, თუ კანონით აკრძალულია ქურდობა, მაშინ იქვე განმარტებულიც არის, რას ნიშნავს ქურდობა, ანუ სხვის პირად ან საზოგადოებრივ საკუთრებაში ფარული შეღწევის გზით სხვისი ნივთების დაუფლება მეპატრონის თანხმობის გაერშე.

კანონში არის ყაჩაღობის, ძარცვის, მკვლელობისა და ნებისმიერი სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის განმარტება. თვით ისეთ კონკრეტულ დონეზეც კი, თუნდაც საკუთარი თვალით დავინახოთ, რომ ერთმა ადამიანმა მეორე მოკლა, თუკი გვამი არ იქნება ნაპოვნი, მკვლელობის ფაქტი დადასტურებულად არ ჩაითვლება.

მოკლედ, სისხლის სამართლის კოდექსი ისეთი რამეა, რაშიც ყველაფერი კონკრეტულად და დეტალურად არის გაწერილი. ინსინუაციების საშუალებას მხოლოდ სამოქალაქო სამართლის კოდექსი ტოვებს, მაგრამ, თუკი პატივცემული იურისტები რუსული პროპაგანდის გამო დაკისრებულ სასჯელზე ბჟუტურობენ, ეს ნიშნავს, რომ, მათი აზრით, რუსული პროპაგანდა სისხლის სამართლის დანაშაულის რანგში უნდა იქნას აყვანილი.

ასეთ შემთხვევაში ვსვამ ლეგიტიმურ და კონკრეტულ კითხვას _ დადეთ დეტალური განმარტება, რა არის რუსული პროპაგანდა?

ანუ მე, მოქალაქეს, ამიხსენით, რას მიკრძალავთ. რა არ უნდა გავაკეთო მე, კანონმორჩილმა მოქალაქემ, რომ, ჩემდა უნებურად, კანონი არ დავარღვიო?

მაგალითად, რესტორანში რომ გამოვძღე და ვთქვა: “აუ, ახლა კაი რუს ნაშას გავჟიმავდი!” _ ეს რუსული პროპაგანდა იქნება და დამსჯიან?

ან შინ მისულმა ოჯახის წევრებს რომ მივმართო, აუ, ერთი ყველაზე გემრიელი რუსული ბორში გამიკეთეთ, რუსული ბორში რუსული არაჟნით ჩემპიონია ცხელ სადილებს შორის”-მეთქი, ესეც რუსულ პროპაგანდად ჩამეთვლება?

რა, ფიქრობთ, რამე არასერიოზულს ვწერ?

არა, პატივცემულო მკითხველო, ესდიდი იურისტკები” (ყურადღება მიაქციეთ: “იურისტკარუსული სიტყვაა და, ალბათ, რუსულ პროპაგანდად ჩამეთვლება) ისეთ რაღაცებს მიედმოედებიან, რომ, თუ ყველაფერი არ დავაზუსტებინეთ, მალე, შეიძლება საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტი სისხლის სამართლის დამნაშავე აღმოჩნდეს.

იურისტკები”-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ეს ტენდენციაც შევნიშნე _ რატომღაც, რუსულ პროპაგანდაზე, ძირითადად, მოფემინისტკომოშტერო ბევრსერტიფიკატიან ტუტუც ქალებს ალაპარაკებენ (ისინი თავისი ინიციატივით რომ არ ლაპარაკობენ, ამას, ალბათ, თქვენც შეამჩნევდით).

ვერ გეტყვით, ეს რისი ბრალია _ იმის, რომ თავხედი ქალი თავხედ მამაკაცზე ასჯერ უფრო თავხედია და გაცილებით უფრო თავხედურად ძალუძს სისულელეების ტლიკინი თუ იმისი, რომ ამ ტიპის ქალები მკვეთრად არიან მიდრეკილი კარიერისკენ და კარიერის გამო შეუძლიათ ნებისმიერი სამარცხვინო ქმედება ჩაიდინონ ან სამარცხვინო აზრები აფრქვიონ საჯაროდ, მაგრამ ფაქტია, რუსული პროპაგანდის შესახებ რაღაც სპეციალური კანონისა თუ მუხლის მიღებადამატება სრულიად უტვინო, ულოგიკო და არაადეკვატური მოთხოვნაა.

საზოგადოდ, ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის სრული ტუტუცობაა, კანონით აკრძალო ის, რაც ბუნებაში არ არსებობს.

განა შეგიძლიათ დამისახელოთ შემთხვევა, როდესაც საქართველოს რომელიმე მედიასაშუალება ან ჟურნალისტი, ან მოქალაქე ამბობს, რომ საქართველო რუსეთს უნდა მოვუერთოთ? ან რომ ძალიან კარგია, თუ რუსეთმა სოხუმი მიითვისა და ზუგდიდიც უნდა მივცეთ? ან ის თუ გსმენიათ ვინმესგან, რომ რუსული ჯარი უნდა შემოვიყვანოთ თბილისში და საქართველოს ბიუჯეტით ვკვებოთ? ან, იქნებ, დამანახვოთ, როგორ მოგვიწოდებს ვინმე, ყველა ჩვენი საშინაო პრობლემა კრემლს უნდა შევუთანხმოთ და ისე გადავწყვიტოთ ხოლმეო?

მსგავსი ფაქტები ნამდვილად არ მახსენდება და ამიტომ ვსვამ კითხვას ისევ და ისევ დაჟინებით _ სად არის ეს რუსული პროპაგანდა და კონკრეტულად რაში გამოიხატება ის?

აჰ, თუკი ვინმემ თქვა, რომ საქართველოსთვის სასარგებლოა რუსეთთან გარკვეულ საკითხებში დათმობაზე წასვლა, ეს არის რუსული პროპაგანდა? ყურადღება მიაქციეთ: მეც და ვინმე სხვაც, მსგავს რამეს თუ ვამბობთ, ვამბობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს “საქართველოსთვის სასარგებლოა”!

სწორედ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის სარგებელზე ვფიქრობთ უძლიერეს მეზობელ-მტერთან გარკვეული დათმობების გზით და ამიტომ ვართ რუსეთის პროპაგანდისტები?

განა ისტორიაში მაინც არ წაგიკითხავთ, როგორ თანამშრომლობდნენ ჩვენიკოლაბორაციონისტისაამაყო და ბრძენი მეფეები ყველაზე დაუძინებელ მტერთანაც კი, იმ მიზნით, რომ ქვეყანა და ერი გადაშენებისგან ეხსნათ და სახელმწიფოსთვის მომავალი შეენარჩუნებინათ?

უკაცრავად და, ჩვენი ბრალია ვითომ, რომ ამერიკული პროპაგანდა აშკარად ტუტუც, ოდიოზურ, უტვინო და ხალხისთვის მიუღებელ ადამიანებს აქვთ მინდობილი? ან ის, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ლგბტპირების უფლებების გადაჭარბებული დაცვა არ მოსწონს არც ევროპელ და არც ქართველ საზოგადოებას, ეს ჩვენი, რუსეთის პროპაგანდისტების, ბრალია?

ის, რომ ეს ზემოხესენებული კარიერისტი ტუტუცი “იურისტკები” ხალხში საშინელ ანტიპათიას იწვევენ, საკუთარ სულელურ აზრებში იხლართებიან და ვერც ვერავის აგებინებენ, რა სურთ სინამდვილეში, ესეც ჩვენი, რუსეთის პროპაგანდისტების, ბრალია?

თუმცა, მე გეტყვით, რაც სურთ მათ _ უზნეო და ახუნტრუცებული საქციელისთავისუფლებადგამსაღებლებს.

აბა, გაიხსენეთ, ბოლო ხანს რაზე ატეხა განგაში სხვადასხვა ეკონომიკურმა სტრუქტურამ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მკვეთრად შემცირდა უცხოეთიდან შემოსული გრანტების ოდენობა” _ აი, ეს იყო, არის და იქნება მსგავსი მოტუტუცო ელემენტების შფოთისა და პანიკის საგანი.

როგორც ჩანს, უცხოელები უკვე მხოლოდ აქაური, ფულსა და თანამდებობებზე ქვეყნის გამყიდველების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აღარ ეყრდნობიან და გრანტებს ისევ ბრმად აღარ იძლევიან. მათ, ეტყობა, თავადვე შეამოწმეს ბევრი რამ. აქედან გამომდინარე, ფაქტია: საქართველოში არც ქალების უფლებებს არღვევს ვინმე ისე გადაჭარბებულად, როგორც ამას ეს ჩვენი ადგილობრივი გამყიდველიმეგრანტეები ხატავენ, არც ლგბტებს ერჩის ვინმე და მით უფრო არც რუსული პროპაგანდა წარმოებს.

ამიტომაც, სულაც არ არის საჭირო იმ ოდენობის გრანტები, რა ოდენობითაც აქამდე იგზავნებოდა ხსენებულიპრობლემებისმოსაგვარებლად.

აი, რეალური მიზეზი, რომლის გამოც მეგრანტე-იურისტკების უგრანტობის პერსპექტივით გონდაკარგული ნაწილი იწყებს ახალ ხმაურს _ როგორ სასტიკად ჩაგრავენ ქართველი მუტრუკები ქალებს, როგორც უსწორდებიან ქართველი ბნელები ლგბტ-პირებს და როგორ გრიგალისებურ რუსულ პროპაგანდას აწარმოებს ორიოდე უფულო გაზეთი ათეულობით კარგად დაპურებული ნაირნაირი პროამერიკული მედიასაშუალების წინააღმდეგ.

ბოლოს და ბოლოს, ასეთმა მონდომებულმაანტირუსმატუტუცებმა, თუ მსუყე გრანტებს ვეღარ მიიღებენ, ეგებ რომელიმე მაღალ სახელმწიფო თანამდებობას მაინც გამოჰკრან ხელი. აკი, დღეს ჩვენი სახელმწიფოს ბედის განმკარგავი სახელისუფლო გუნდიც სწორედ ასეთ ზერელედ დასერტიფიკატებულ სულელებს სწყალობს.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ბატ.ბაკურ, თქვენ ბრძანებთ რომ,\\\” რუსეთთან, გარკვეულ საკითხებში, დათმობაზე უნდა წავიდეთ\\\”.მაგრამ არ წერთ რა საკითხებზე. იქნება გაგვიმხილოთ ღა უნდა დაუთმოთ რუსეთს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here