Home რუბრიკები საზოგადოება ვინ არის ბათუმში ახალგახსნილი თურქული სკოლის დირექტორი

ვინ არის ბათუმში ახალგახსნილი თურქული სკოლის დირექტორი

716

იმამი, რომელიც თურქეთში ბავშვებს თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობებს ასწავლიდა, დღეს ბათუმში სკოლის დირექტორია

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციამ მიიღო თურქულ ენაზე დაწერილი წერილი, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეს, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს მივუტანეთ გადასათარგმნად.

“იმამი, გვარად გერგერი, კაცი, რომელიც წლების განმავლობაში სკოლებში ბავშვებს თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობებს ასწავლიდა, დღეს საქართველოშია. კერძოდ, ბათუმში, ახალ ბულვართან ახალგახსნილი თურქული სკოლის დირექტორია. ეს ადამიანი 30 ბავშვისგან ქმნის ჯგუფებს და თავისუფალ ურთიერთობებს არჩევს, ეს ძირითადად სექსუალური ხასიათისაა. გერგერს წლების განმავლობაში აფარებდა ხელს თურქული პრესა, მითითება ჰქონდათ, მასზე არ დაეწერათ, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პრობლემები მაინც შეექმნა, რადგან სოციალურ ქსელებში დაიწყეს წერა. შედეგად, მას ორ წელიწადში რამდენჯერმე მოუწია სამსახურის გამოცვლა, თუმცა ბოლოს, თურქეთის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, აჭარაში მიავლინეს, 2016 წლის 9 ივლისს საქართველოში წავიდა და ამჟამად ბათუმში მცხოვრებ მუსლიმ ბავშვებს ასწავლის. სამწუხაროა გერგერის საქართველოში გაშვება და ისევ ბავშვებთან მუშაობის შანსის მიცემა”, _ წერს წერილის ბოლოს მეჰმედ კაბაჰჩი.

წერილში მითითებული სკოლა ბათუმში, ახალი ბულვარის ახლოს 2016 წლის სექტემბერში ოფიციალურად გახსნილა, ამ მოვლენაზე ქართული ინტერნეტგამოცემა წერდა: “ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, თურქული სკოლა გაიხსნა. სკოლა თურქეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. გახსნის ღონისძიებას თურქეთის განათლების სამინისტროს, ასევე საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ. პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან

სწავლება თურქულ ენაზე მოხდება, სასწავლო პროგრამა კი თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება.

როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, სკოლის გახსნაზე ინფორმირებული არ ყოფილან.

გახსნის ღონისძიების ამსახველი ფოტოები ბათუმში თურქეთის საკონსულოს “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდება შემდეგი წარწერით: “ოფიციალურ სასწავლებელში, ბათუმის თურქულ სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. ბედნიერებისა და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ბათუმში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ერისთვის”.

ამის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, აზრი აღარ ჰქონდა განათლების სამინისტროსთან დაკავშირებას, მაგრამ მაინც შევეცადეთ, მათგან რაიმე ინფორმაციის მიღებას, მაგალითად, ასეთის _ იციან განათლების სამინისტროში, ვინ არის ახალგახსნილი სკოლის დირექტორი და რა წარსული აქვს?

ამ შეკითხვაზე პასუხი აჭარის განათლების სამინისტროში არ ჰქონდათ და საქართველოს განათლების სამინისტროზე მიგვითითეს, _ პასუხს იქ გაგცემენო, ხოლო იქიდან, კვლავ აჭარის განათლების სამინისტროსკენ გაიშვირეს ხელი. ასე რომ, რა ხდება ბათუმში, ახალ ბულვართან გახსნილ სკოლაში, ოფიციალურ დონეზე ვერაფრით გავარკვიეთ.

ამ საკითხზე საზოგადო მოღვაწეებს ვესაუბრეთ.

ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:

_ ეს უზნეობაა, შემზარავი ინფორმაციაა, რომელსაც ახლა გავეცანით. განგაშია ასატეხი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც განათლების მინისტრი ქვეყნისთვის, მომავალი თაობისთვის დამღუპველ განცხადებებს აკეთებს. ეს კაცი ცდილობს, განათლება საბოლოოდ დაასამაროს.

_ ბატონო ელიზბარ, რატომ არის დაწყევლილივით განათლების მინისტრის სავარძელი საქართველოში?

_ რამდენიმე დღის წინათ სულ დედა ვაგინე განათლების ამჟამინდელ მინისტრს, თუმცა არც მანამდე ვინდობდი.

საქართველოში განათლების მოსპობა ჯორჯ სოროსის ჩამოსვლის შემდეგ დაიწყეს. ამის სულისჩამდგმელი კი კახა ლომაია იყო, რომელიც თავისი “განათლებით” განცვიფრებას იწვევდა, მას მოჰყვა გვარამია, შემდეგ _ შაშკინი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებმაც განათლების სისტემაში შიში და ციხის რეჟიმი დაამკვიდრეს, შემდეგ იყო ნოდია, მერე _ მარგველაშვილი, რომელიც მათი გზის კარგი გამგრძელებელი იყო. გაპრეზიდენტების შემდეგ მინისტრად ლამაზმანი სანიკიძე დატოვა, ქალი, რომელმაც საერთოდ არ იცოდა, რისთვის იყო საჭირო განათლება. ყველა ზემოჩამოთვლილს აჯობა ჯეჯელავამ, რომელსაც შალვა ნათელაშვილმა “ბავშვთაყლაპია” შეარქვა.

ჯეჯელავას მდიდარი ბიოგრაფია არ აქვს, მაგრამ მისი უკეთურობა კარგად ჩანს. მას დიდი წვლილი მიუძღვის დედაუნივერსიტეტის დანგრევაში. რაღაც კომისიაში იყო და შვიდი ყალბი დოკუმენტი რეალურად გაასაღა, ეს საქმე დღემდე ძიებაშია.

ჯეჯელავა გამოირჩევა თავისი ფრაზეოლოგიითაც. თავის თავს მან “სერტიფიცირებული კაუჩი” უწოდა (“კაუჩი” მწვრთნელს, მენეჯერს ნიშნავს _ ე. ჯ.) და ამ “კაუჩმა”, ჯობია, “კაუჭს” მოუჭიროს, თორემ ცუდ სუნს აყენებს. ჯეჯელავამ მეცნიერებათა აკადემიას ბოსტანი უწოდა. ერთი აღმოსავლელი პოეტი წერდა, ვირი ბოსტანში არ შეუშვა, რადგან გაიჯეჯილებს, ძღომას ვერ გაიგებს და იყროყინებსო. ჰოდა, ყროყინებს ჩვენი მინისტრი.

ქართული ზღაპარი უმდიდრესია, ყველა ქვეყანა თავისი ზღაპრებით ამაყობს, ჩვენ არავის ჩამოუვარდებით. ეს კი ჯეჯელავასთვის მიუღებელია. მას ამერიკასავით ფესვი არ აქვს, გასაპანღურებელია.

_ “ოცნების” ხელისუფლება ყოველთვის ამბობს, რომ მათთვის განათლება პრიორიტეტულია…

_ გამიხარდა, როდესაც პრემიერმა კვირიკაშვილმა განათლების აყვავებაზე ისაუბრა, მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს ეს? ამ მინისტრმა, რომელიც ამბობს, მოხუცი პროფესორები საჭირო არ არიანო?

ჯეჯელავას დამსახურებაა, რომ დღეს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს ხელმძღვანელობს ვინმე შერვაშიძე, უფრო ზუსტად, სიმონგულოვი, რომელიც სოროსის “საზოგადოების” აქტიური წევრი იყო. ახლა მინისტრის ხელდასხმით რექტორი გახდა. ვიღუპებით, განათლების სამარცხვინო მინისტრი მოსახსნელია!

მინისტრის სავარძელი დაწყევლილი არ არის, შეგნებულად ანადგურებენ ქართველს. ჩვენმა მტრებმა კარგად იციან ახალი აღთქმა: “ნუ გეშინის მისი, ვისაც ხორციელი მოკვდინება შეუძლია, არამედ გეშინოს მისი, ვისაც სულიერი მოკვდინება შეუძლია”.

_ იტყვიან, ელიზბარ ჯაველიძე რა ბნელი კაციაო…

_ ბნელი ის არის, ვინც ამას იტყვის. ეროვნულები მარგინალებად აქციეს, სამშობლოს მოყვარულები _ ჩამორჩენილებად და ბნელებად მონათლეს. მე მათი სკოლის, იდეოლოგიის ნაწილი ვერ გავხდები, მამათმავლობას ვერ მივიღებ.უზნეობა ზეიმობს. ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა, სხვაგვარად ამის ამოშანთვას ვერ შევძლებთ. ხომ ვბაძავთ ამერიკას, სწორება ხომ მისკენ გვაქვს, მივბაძოთ ამ შემთხვევაშიც. იქ ხალხმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ხელისუფლება ჭანჭიკია, გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ახლა საშინელი ტექსტი წავიკითხეთ, რომელიც თურქ პედაგოგს ეხებოდა. რამდენიმე ხნის წინათ თურქეთის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა, საქართველოში არსებული ყველა თურქული სკოლა ტერორისტ ფეთჰულა გიულენის შექმნილია და დახურეთო. ეწერა, რომ ამ სკოლებში ტერორისტებს ზრდიან. სკოლები აუცილებლად უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ ამერიკელებმა უარი განაცხადეს, რადგან გიულენს თავშესაფარი მისცეს და მფარველობენ.

თურქეთის ხელისუფალნი აჭარას გვედავებიან, ჩვენი პრემიერი კი, პროტესტის ნაცვლად, განცხადებას აკეთებს, თურქეთთან საუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებსო. წიგნი წაიკითხონ, ისტორია შეისწავლონ.

ბათუმში ახალგახსნილ თურქულ სკოლაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად აჭარის “მამულიშვილთა კავშირის” თავმჯდომარეს, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრ ნიაზ ბოლქვაძეს დავუკავშირდით:

_ ბატონო ნიაზ, თუ იცით რაიმე ახალ ბულვართან გახსნილი თურქული სკოლის შესახებ?

_ ეს ამბავი ვიცით. ახლა ვარკვევთ, ვისი ინიციატივით გაიხსნა ეს სკოლა. რამდენიმე დღეში აჭარის ინტელიგენციის შეკრება იგეგმება და სწორედ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ.

ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არიან, ამიტომ ქვეყანა ვალდებულია, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, მათ სწავლა-განათლებასა და აღზრდას მიხედოს.

ბოლო პერიოდში რატომღაც წესად იქცა, რომ ამა თუ იმ საკითხზე საპროტესტო აქცია მხოლოდ ორ დღეს უნდა გაგრძელდეს და შემდეგ ყველაფერი დავივიწყოთ. როდესაც ეს სკოლა გაიხსნა და შევიტყვეთ, რომ თურქეთიდან იყო დაფინანსებული, თანაც განათლების სამინისტრომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, მთელი ბათუმი ქუჩაში გამოვიდა, მაგრამ ერთი დღით… შესაძლოა, ეს ამბავი ვინმეს დაავიწყდა ან არ აწუხებს, მაგრამ ჩვენ არ გვავიწყდება.

როგორც ვიცი, ახალ ბულვართან გახსნილი თურქული სკოლა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, არ შექმნია არანაირი პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში სკოლის გახსნას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც დამტკიცდა. არადა, სწორედ ანტიდისკრიმინაციული კანონი იძლევა ნებას, ვისაც უნდა, იმან გახსნას სკოლაც და, რაც მოესურვება, ის. აუცილებელია, ბოლომდე იბრძოლო იდეისთვის. ვიბრძოლებთ აღნიშნული სკოლის გაუქმებაზეც. არ დავთმობთ აჭარას.

გიორგი გოგოლაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

_ ყოველგვარი უზნეობა უსწრაფერსად აღსაკვეთი და დასაგმობია. ყველაფერი ამოსაშანთია, რაც მომავალ თაობას არ წაადგება.

_ ბატონო გოგი, უნდა იყოს თუ არა საქმის კურსში განათლების სამინისტრო, როდესაც მის ქვეყანაში უცხო ქვეყნის დაფინანსებით იხსნება კერძო სკოლა?

_ განათლების სამინისტროს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კონტროლის ბერკეტები. სამწუხაროა, თუ სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას და არ იცის, რა ხდება ქვეყანაში.

საკანონმდებლო აქტები არსებობს, რომლებიც კერძო და საჯარო სკოლების მუშაობას არეგულირებს. არ შეიძლება, ვიღაცამ გახსნას სკოლა, ფაშისტური იდეები იქადაგოს, ბავშვებს სექსის თავისუფლებაზე ესაუბროს, გახრწნას და ამაზე კონტროლი არ არსებობდეს.

ჩემს ქვეყანაში, ჩემს ბავშვებთან ვინ მუშაობს, ვინ ამახინჯებს ჩემი შვილების სულს, ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის საფიქრალი უნდა იყოს.

ფაქტი, რომელზეც საუბრობთ, შემზარავია. არ შეიძლება ქვეყანაში, განათლების სისტემაში ხდებოდეს რაღაც და სამინისტრო საქმის კურსში არ იყოს. ეს თაობებს დაამახინჯებს, დავიღუპებით. არ ვიცი, კანონში რა წერია, მაგრამ ვიტყვი, რომ უკონტროლოდ და უპატრონოდ სკოლა არ უნდა იყოს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. xom vxedavt rom chveni mtavroba garigebulia,an ususuria,xalxis dzala tu sheacherebs am ubedurebas,torem tavisi nebit arasodes daxuraven,amitom chven tviton unda vushvelot chvens momavals,garet unda gavidet da gavaprotestot,tan sascrapod,esec erterti nishania am eksperimentebis,rom xalxs cinaagmdegobis gacevis survilic agara akvs,ukve sakmaod zombirebulebi vart,chakles chvenshi kvelaperi da uaresi gvelodeba,gamovpxizldet da vaidzulot rom daixuros laboratoriebi

  2. თურქეთში ქართულ დიასპორას არც ერთი სკოლა არა აქვს ქართული თუ თურქებს უნდათ საქართველოში იცხოვრონ ქართულ სკოლაში უნდა ისწავლონ

  3. აუცილებლად უნდა გაუქმდეს ან საქართველოს ხელისუფლებამ იზრუნოს და მიხედოს. მიმაჩნია რომ საქართველოში ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ქართული ენა.

  4. რა შორს მიდიხართ, რა განათლება აჭარაში როცა აგერ, სტრიქონით მაღლა ვიღაც თამარი და ვიღაც \\\’ნაც ქექია\\\’ ქართული ასოთი არ კადრულობს აზრთა გამოთქმას და დიდი განათლებულობის აღსანიშნავად ლათინური შრიფტით გვმოძღვრავენ. სანამ ქართულ გარემოს არ შევქმნით, საქმე სულ ასეთ \\\”ნაჩ ქექიებთან\\\” გვექნება. მე ლათინურენოვან გზავნილებს არ ვკითხულობ, და თქვენც გირჩევთ იგნორირებას. ქართულ მენტალიტეტს ქადაგებენ ლათინურად, სირცხვილია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here