Home რუბრიკები საზოგადოება მიშა ბიძინაზე შურს იძიებს _ საიდუმლო გეგმა გაშიფრულია

მიშა ბიძინაზე შურს იძიებს _ საიდუმლო გეგმა გაშიფრულია

589

მიხეილ სააკაშვილს აღარც უკრაინაში დაედგომება და დიდი საფიქრალიც გასჩენია. შიშობს, რომ ცოტა ხნის წინათ საყვარელი პოროშენკო ქეჩოში წაავლებს ხელს და, მოქალაქეობის ჩამორთმევასთან ერთად, საქართველოში გამოუშვებს ჩემოდნებიანდაქალძმაკაცებიანად.

ჩვენმა მჩქეფარე წყარომ ტრადიციულად სკანდალური ინფორმაცია მოიპოვა, თუ რას აპირებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რათა საფრთხეებს თავი აარიდოს. როგორც წყარო გვირაკრაკებს, მიხეილ სააკაშვილმა უკვე დასახა სამოქმედო გეგმა, რომელშიც აქტიურად ეხმარება 90-იანი წლების “მოდერნ ტოკინგერი” ირინე სარიშვილი ორ დაქალთან ერთად. გეგმის უდიდესი ნაწილი, სწორედ ირინეს დაუწერია და სანაცვლოდ კაი “აიფონ 5” ჩაუგდია.

მოკლედ, შევიტყვეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოლაპარაკება აწარმოა ერთერთ კლინიკასთან, რომელშიც პლასტიკური ქირურგიის ოპერაციები ტარდება. თანხა გადახდილია და უახლოეს დღეებში დანიშნულია საიდუმლო ოპერაცია. ინფორმატორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სქესს იცვლის, ასევე იცვლის პირად მონაცემებს და ჰოლანდიელი ტურისტის სახელით აპირებს საქართველოში შემოპარვას, დაახლოებით ისე, როგორც ყვარყვარე იპარებოდა აგრაფინას კაბაში გამოწყობილი.

ცნობილია, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში აპირებს ახალი ცხოვრების დაწყებას და პარტია “ქალთა გულების” შექმნას, რომლის საორგანიზაციო საკითხებში მეგი და “ის” აქტიურად არიან ჩართულები. ოპერაციის საკითხებს ქალბატონი ირინე აგვარებს, რომელიც საიდუმლო დოკუმენტების მომზადებასა და ექსპრეზიდენტის საბოლოო ვიზუალზე კონსულტაციებს მართავს. წყარო გვეუბნება, რომ ის აპირებს, ჩამოაყალიბოს ქალთა უფლებების დამცველი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც უმცირესობების უფლებებს დაიცავს და ყველა პრობლემაზე აქტიურად და ხმამაღლა იყვირებს, რომელსაც მისი ჯიბის მედიასაშუალებები საინფორმაციო გამოშვებაში პირველ “ნიუსად” გაუშვებენ.

რაც შეეხება ჩამოსვლის დეტალებს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჰოლანდიელი ტურისტის სახელით აპირებს შემოპარვას, აეროპორტში მაინც დახვდებიან “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები, რომლებიც იტყვიან, რომ საქართველოში პირველი უცხოელი ტრანსგენდერი ჩამოვიდა. სინამდვილეში ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის ახალი ვიზუალის ფარული “პიარი” და სწორედ აქედან დაიწყება ყველაფერი.

ჩვენმა სკანდალურმა კორესპონდენტმა მისი ახალი გვარ-სახელიც შეიტყო _ მაშა საკი. ყოფილი მიხეილ სააკაშვილი (ამჯერად მაშა საკი) ბიძინა ივანიშვილზე შურისძიებას აპირებს. შურისძიების ფორმა კი ბიძინას “შებმა”_ ლოგინში შეტყუება _ შემდეგ კი ვიდეოზე გადაღება იქნება. გეგმის მიხედვით, მაშა საკი მოინდომებს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, თითქოს ის მოხიბლულია მისი მეცენატობით და სურს, გამოცდილება გაიზიაროს. ირინე სარიშვილს გამზადებული აქვს ვისკი, რომელშიც საძილე პრეპარატებია შერეული და ორი ჭიქის შემდეგ ადამიანი გონებას კარგავს. სცენარის თანახმად, მას შემდეგ, რაც ბიძინა მიიძინებს, მას შეიყვანენ სპეციალურ ოთახში, სადაც გააშიშვლებენ, ხოლო ახალგამომცხვარი მაშა საკი, ფოტოკამერებისთვის მასთან დაწვება და… კომპრომატიც მზად იქნება.

სწორედ ეს არის რევანშის ახალი ფორმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს დაგეგმილი და რომელსაც, სიცოცხლის ფასიც რომ დაუჯდეს, აუცილებლად განახორციელებსო, _ აცხადებს წყარო.

გრიგოლ ინგაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here