Home რუბრიკები პოლიტიკა ხატია დეკანოიძემ უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა

ხატია დეკანოიძემ უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა

539

უკრაინაში ქართველებისათვის პოლიტიკური კლიმატი აშკარად შეიცვალა. \”უკრაინსკაია პრავდას\” ინფორმაციით,  14 ნოემბერს ხატია დეკანოიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე გადადგომის შესახებ განაცხადება გააკეთა.

7 ნოემებრს მიხეილ სააკაშვილმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა და უკრაინაში  ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა. მანამდე თანამდებობა დატოვა ოდესის საოლქო პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეფორმების გასატარებლად, უკრაინაში მიწვეული ზოგიერთი ქართველი მოღვაწე დღემდე წარმატებით მუშაობს უკრაინის მთავრობაში, მათ შორის დაასახელა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე გიზო უგულავა. „ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ“, – დასძინა პოროშენკომ.

მოამზადა

თემურ გოგიამ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here