Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს – ხალხს არ უყვარხარ, ვერაფერს მიაღწიე, საერთაშორისო რეპუტაციაც არ...

მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს – ხალხს არ უყვარხარ, ვერაფერს მიაღწიე, საერთაშორისო რეპუტაციაც არ გაგაჩნია!

520

უკრაინის ყველაზე პოპულარულ თოკ-შოუში, „სავიკ შუსტერთან“ გამოსვლისას, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა „პოროშენკოს ბოლო შეხვედრისას ვუთხარი: რა პრობლემები გაქვს იცი კი რეალურად? ჯარისკაცები  არ დაგიცავენ, ხალხს არ უყვარხარ, ვერაფერს მიაღწიე, საერთაშორისო რეპუტაციაც არ გაგაჩნია, ნაძირლები და ქურდები გიჭერენ მხოლოდ მხარს!“

მემარჯვენე-ლიბერალურ მოსკოვურ გაზეთ „კომერსანტის“ მიმომხილველი, მაქსიმ იუსინი  წერს: „კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ფენომენი, უკრაინისთვის საზარელი დესტრუქციული ძალაა. ასეთი დარტყმა პოროშენკოს, როგორც პოლიტიკოსის და უკრაინის, როგორც სახელმწიფოს იმიჯზე, როგორიც სააკაშვილმა მიაყენა  ამგვარი განცხადებებით, პუტინის ყველა პროპაგანდისტისათვის საოცნებო იქნებოდა და ვერანაირად ვერ მოახერხებდნენ, მთელი თავისი რესურსები რომ გამოეყენებინათ“. მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება ევროკავშირის სამიტი, რომელზეც შესაძლოა განხილულიყო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების საკითხი: ყირიმის ანექსიისა და დონბასზე აგრესიის გაგრძელებისთვის. რომელზეც მოსკოვს საკუთარი კონტრ-ზომები ექნება. მიხეილ სააკაშვილმა დაანონსა, რომ იწყებს მზადებას კიევში ხელისუფლების ასაღებად. ოღონდ არა არჩევნებით, არამედ რევოლუციით! რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში რომც დაინიშნოს, პირადად მიხეილ სააკაშვილი  მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან უკრაინის კანონმდებლობით, დეპუტატობისთვის დაწესებულია გარკვეული ქრონოლოგიური ცენზი, რომელსაც მიშა ვერ აკმაყოფილებს, მას ჯერ იმდენი არ უცხოვრია უკრაინაში, დეპუტატი გახდეს.

მანამდე კი  მიხეილ სააკაშვილს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში მის ექსტრადირებას არ განახორციელებდა. ამის შესახებ ოდესის ექსგუბერნატორმა უკრაინული მე-5 არხის ეთერში განაცხადა. „მე ძალიან კარგი აზრის ვარ პეტრო პოროშენკოზე. ვფიქრობ, ის მსგავსი რამის გამკეთებელი არ არის. მხოლოდ წარმოიდგინეთ ჰიპოთეტურად, რომ ის საქართველოს გადამცემს. თუნდაც ასე იყოს. საქართველოში 600 ათასი მომხრე მყავს და ზუსტად ერთ კვირაში მე უკვე თავისუფლებაზე ვიქნები“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ამაში ღრმად არის დარწმუნებული და სამი დღის შემდეგ ის კვლავ კიევში ჩავა. თუმცა მალევე შეიცვალა პოლიტიკური ვითარება. სააკაშვილს უკრაინაში ახლა უკვე ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდაში ადანაშაულებენ. მოვლენების მკვეთრი დრამატიზირება სააკაშვილის განცხადებების პარალელურად ხორციელდება.

დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით უკრაინა არსებობას მალე შეწყვეტს. ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ტელეარხ „112 უკრაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინა დღეს ევროპაში ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა. ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. თუ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კურსით ვივლით, იანუკოვიჩის მმართველობისას არსებულ მაჩვენებლამდე 15 წლის შემდეგ მივალთ. თუ ისე გავაგრძელებთ, როგორც დღეს ვართ, მალე ეს ქვეყანა აღარ იქნება,“-აღნიშნა სააკაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here