Home რუბრიკები საზოგადოება დავით ნარმანია მეორე ვადით მერობისათვის ემზადება

დავით ნარმანია მეორე ვადით მერობისათვის ემზადება

517

ადგილობრივი არჩევნები 2017 წელს გაიმართება, მასში დავით ნარმანია მონაწილეობას მიიღებს როგორც თბილისის მერი. როგორც მან აღნიშნა, თუ გუნდში პოლიტიკური კონსენსუსი იქნება, შესაძლოა, თბილისის მერობისთვის მეორე ვადით იბრძოლოს. „რაც შეეხება იმას, ვიბრძოლებ თუ არა მეორე ვადით თბილისის მერობისთვის, ეს პოლიტიკური კონსენსუსის საგანია და მე დავემორჩილები გადაწყვეტილებას, რომელიც გუნდურად იქნება მიღებული“, – განაცხადა ნარმანიამ.

მერი პერსონალურ მზადყოფნას გამოხატავს მისი არჩევის შემთხვევაში გახდეს მეორე ვადით დედაქალაქის მერი. „თუ გუნდში პოლიტიკური კონსენსუსი იქნება, შესაძლოა, თბილისის მერობისთვის მეორე ვადით ვიბრძოლო. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. წინ ჯერ კიდევ ბევრი ამოცანაა გადასაჭრელი. მომავალი წლის არსენალში ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა გვაქვს განსახორციელებელი და ამაზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე – მეორე ვადაზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here