Home რუბრიკები ბლოგი ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ, 1954 წელს, ყირიმის უკრაინისათვის გადაცემის მიზეზები

ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ, 1954 წელს, ყირიმის უკრაინისათვის გადაცემის მიზეზები

2802

უკრაინისთვის ყირიმის გადაცემის  ლეგიტიმურობის საკითხი დღემდე სადაოა, ცნობილია, რომ   ნიკიტა ხრუშჩოვის ანტისტალინიზმი და ვოლუნტარიზმი გახდა მამოძრავებელი ძალა  აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინ როცა ამისათვის არანაირი ობიექტური მიზეზები არ არსებობდა. 

ყირიმის მხარის  უკრაინის რესპუბლიკის შემადგენლობაში გადაცემას თავისი  წინაისტორია გააჩნია, როგორც ცნობილია, ყირიმის მხარე რსფსრ-ის შემადგენლობიდან უკრაინის სსრ-ას ოფიციალურად 1954 წელს გადაეცა, რაც ნიკიტა ხრუშჩოვის მოღვაწეობას უკავშირდება. საიდან და ვის გაუჩნდა  გაჩნდა ეს აზრი და რა პარტიულ-ჩინოვნიკური მექანიზმებით მოხდა იდეის განხორციელება?

როგორც ცნობილია, ყირიმს, უკრაინისათვის გადაცემის მომენტში, 1954 წელს,  რსფსრ-ის შემადგენლობაში მხარის სტატუსი გააჩნდა. 1921-1945 წლებში ყირიმი მრავალნაციონალური ავტონომია იყო რსფსრ-ის შემადგენლობაში, მას ყირიმის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (КрАССР) ეწოდებოდა. სადაც ოფიციალური ენა იყო ორი: რუსული და თათრული, ხოლო კომპაქტური დასახლების ადგილებში აგრეთვე- გერმანული და ებრაულიც. ომის  შემდეგ ყირიმის ადმინისტრატიულმა სტატუსმა დაიწია: ყირიმის ავტონომია ლიკვიდირებულ იქნა და მას ყირიმის მხარე ეწოდა, რის ოფიციალურ მიზეზადაც ყირიმის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილება დასახელდა. ყირიმის ავტონომია მხოლოდ 1991 წელს , უკრაინის სსრ-ის შემადგენლობაში აღდგა, ხოლო 1992 წელს მას ყირიმის რესპუბლიკა ეწოდა.

საზოგადოების მეხსიერებაში უკვე კარგა ხანია მყარად არის  გამჯდარი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც  ყირიმის უკრაინისათვის გადაცემა ნიკიტა ხრუშჩოვის სხელს უკავშირდება, რაც ძირითადათ ასეცაა, თუმცა, მაინც, არ იქნება ურიგო, თუ რამდენიმე განმარტებას გავაკეთებთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

იმდროინდელი მოვლენების მომსწრეების მოგონებების მიხედვით, ნიკიტა ხრუშჩოვს,  ყირიმის უკრაინისთვის გადაცემის იდეა გონებაში ჯერ კიდევ 1944-1947 წლებში გასჩენია, როდესაც ის უკრაინის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობდა და ამავდროულად უკრაინის სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანიც იყო.

მიდიოდა ომი, 1944 წელი, სტალინმა ხრუშჩოვს უკრაინიდან რსფსრ-ში 100 000 კაცის გადასროლა მოსთხოვა აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად. რამაც ხრუშჩოვის რისხვა გამოიწვია: „ უკრაინა თავად სრულადაა დანგრეული, ჩვენ კიდევ სხვების დასახმარებლად გვაგზავნიან“,- ღელავდა უკრაინის სსრ-ის პირველი მდივანი. თუმცა, ცხადია, რომ  სტალინის გადაწყვეტილებას ხრუშჩოვი პირდაპირ არ და ვერ დაუპირისპირდებოდა, ამიტომ შესაძლებელია რომ უკვე ამ დროს მას გაუჩნდა უკრაინის ტერიტორიული „გაძლიერების“  სურვილი სსრკ-ის შემადგენლობაში, რათქმაუნდა  რსფსრ-ის ხარჯზე, რომელიც ძალიან მდიდარი იყო ტერიტორიებით. თუ გადავხედავთ საბჭოთა კავშირის რუქას ხრუშჩოვის გადაწყვეტილება კიდევ მეტად გასაგები გახდება ჩვენთვის : რსფსრ-ის დანარჩენი ტერიტორიიდან  გეოგრაფიულად იზოლირებული, მაგრამ ამავდროულად უკრაინის სსრ-ის მეზობელი ყირიმის ნახევარკუნძული, ამისათვის ყველაზე მისაღებ ვარიანტს წარმოადგენდა. შედეგად,  ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელიც ბუნებით ვოლუნტარისტი გახლდათ, მისცა საკუთარ თავს პირობა: შეუერთოს ყირიმი უკრაინას  ნებისმიერ ფასად!

ამ იდეის რეალურად განხორციელებას ხრუშჩოვი მხოლოდ 1952 წლის ბოლოდან შეუდგა, როდესაც სტალინის ფუნქციონალური ქმედუნარობის დაქვეითების ნიშნები სულ უფრო მკვეთრად გამოიკვეთა.  თუმცა, ყირიმის უკრაინისათვის გადაცემის რეალური სამზადისი, ხრუშჩოვმა,   მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ დროს, ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი იყო ყირიმთან დაკავშირებით  სტალინური  პოლიტიკის მომხრეების გავლენა, რამაც დამატებითი სტიმული შესძინა ხრუშჩოვს საკუთარი იდეის ხორცშესხმის დაჩქარებაში.

    კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here