Home რუბრიკები ბლოგი ტრამპი: ყირიმს რუსეთის ნაწილად ვცნობ, გავაუქმებ უკრაინის გამო რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს

ტრამპი: ყირიმს რუსეთის ნაწილად ვცნობ, გავაუქმებ უკრაინის გამო რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს

760

ამერიკის შეერთებული შტატების 45- პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა უკვე დააგროვა და მან დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა. კლინტონს 218 ხმა აქვს.

გამარჯვებისთვის კანდიდატს 538-წევრიანი კოლეგიის ხმათა უმრავლესობა ანუ 270 ხმა სჭირდებოდა.

 შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფლორიდაში სიტყვით გამოსვლისას ამერიკის ახლდაარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის ცნობს ყირიმს, როგორც რუსეთის შემადგენელ ნაწილს.

 ტრამპის თქმით, იგი ასევე გააუქმებს უკრაინის გამო რუსეთისადმი დაწესეულ სანქციებს.

 აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა:

– ” მინდა დავარწმუნო ყევლა, ჩემთვის უპირველესი ამერიკის ინტერესებია! მე ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები, თქვენ არ ინანებთ ჩემს არჩევას რამოდენიმე წლის შემდეგაც კი.

ჩვენ სუფთად ვიმოქმედებთ მთელ მსოფლიოში, ყველა ერთან და ხალხებთან მიმართებაში. ჩვენ პარტნიორობის მომხრე ვართ და არა კონფლიქტების. კამპანია დასრულდა , მაგრამ მუშაობა ეხლა იწყება.

 ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში თავისი პოზიციები არაერთხელ გაახმოვანა, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ამ საკითხზე მისი შეხედულებები მოდიციფირებას დაექვემდებარება იმის გათვალისწინებით, თუ რა სისტემას და ვისი შემადგენლობით ჩამოაყალიბებს ახლად არჩეული პრეზიდენტი, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა ვიტალი ნაუმკინმა განუცხადა. მისი თქმით, რუსეთთან მიმართებაში აქამდე გახმოვანებულ პოზიციების პოლიტიკად ქცევას პრეზიდენტი ტრამპი დაიწყებს და მათ შეასრულებს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/9023.jpg

”ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში თავისი პოზიციები არაერთხელ გაახმოვანა, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ამ საკითხზე მისი შეხედულებები მოდიციფირებას დაექვემდებარება იმის გათვალისწინებით, თუ რა სისტემას და ვისი შემადგენლობით ჩამოაყალიბებს ახლად არჩეული პრეზიდენტი. მას ამისთვის დრო აქვს. ტრამპის ინაუგურაციამდე ორი თვის მანძილზე, აშშ-ს ობამას ადმინისტრაცია მართავს. დარწმუნებული ვარ, ობამას ადმინისტრაცია ნაბიჯებს ტრამპის ფაქტორის გათვალისწინებით გადადგამს. ვფიქრობ, რომ რუსეთთან მიმართებაში აქამდე გახმოვანებული პოზიციების პოლიტიკად ქცევას პრეზიდენტი ტრამპი დაიწყებს და მათ შეასრულებს. მაგრამ, იგი ამას გააკეთებს იმ ადამიანების აზრის გათვალისწინებით, ვისაც ის დაეყრდნობა. თუ ვის დაეყრდნობა პრეზიდენტი ტრამპი, ჩვენ ჯერ არ ვიცით”, – განაცხადა ნაუმკინმა. 

მისივე თქმით, ყველა პროგნოზირებდა კლინტონის გამარჯვებას, რაც მიანიშნებს ერთ რამეზე – „ისინი უკეთეს შემთხვევაში ცდებოდნენ, ანდაც გაცნობიერებულად იტყუებოდნენ და მათი ფასი კაპიკია“. 

ვიდეო:  დასავლეთის მასმედიის და რუსი ლიბერალების რეაქცია ტრამპის გაპრეზიდენტებაზე:

http://truba.com/politikaekonomika/video/pobeda_trampa_reaktsiya_zapadnyh_smi_i_rossiyskih_liberalov-495546

კონსტანტინე ჩიკვილაძე

1 COMMENT

  1. Zalian gtxovt daweret istoria yirimis da ukrainis rusetis tu vis ekutnis teritoriulad . me mxolod is vici samamulo omis dros rom rusetma kbilebit daicva yirimi meti araferiii ..Dalian gtxovt mogvawodo istoria tu sesadzlebelia.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here