Home რუბრიკები საზოგადოება სამხედრო სამსახურში ‘სავალდებულო გაწვევა’ აღდგება

სამხედრო სამსახურში ‘სავალდებულო გაწვევა’ აღდგება

555

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ 100-დღიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა ჟურნალისტებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ სამხედრო სავალდებულო გაწვევას აღადგენს, სამთვიანი კონსულტაციების შედეგად მიიღო. 

ლევან იზორიამ პრეზენტაციაზე თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო საერთაშორისო პარტნიორებთან სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება. „ჩვენს პარტნიორებთან ერთად საუკეთესო უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით მივედით დასკვნამდე, რომ ეს სისტემა საქართველოში უნდა აღდგეს. პრაქტიკულად ეს გადაწყვეტილება ეროვნული თავდაცვის უწყების ფარგლებში იქნა  მიღებული, მაგრამ არ შეჩერებულა. წვევამდელების გარეშე ჩვენს შეიარაღებულ ძალებში გარკვეული პრობლემები იკვეთება. კერძოდ, იქმნება დაკომპლექტების პრობლემა. წვევამდელები არის საუკეთესო რესურსი, რათა ეს ხარვეზი იქნას აღმოფხვრილი. ჩვენ გარკვეულ პრივილეგიებს მივცემთ ვადიან მოსამსახურეებს. დღეს მათ მხოლოდ წელიწადში ორჯერ აქვთ შვებულების გამოყენების საშუალება, ისიც მხოლოდ უქმე დღეებში. ჩვენ თითოეულს უქმე დღეს მივცემთ, რომ დაისვენონ“, – განაცხადა ლევან იზორიამ. მისივე თქმით, წვევამდელების სიმბოლური ანაზღაურება 50 ლარი გახდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here