Home რუბრიკები პოლიტიკა სამხრეთ ოსეთს დაუბრუნდება თავისი ისტორიული სახელწოდება “ალანია”

სამხრეთ ოსეთს დაუბრუნდება თავისი ისტორიული სახელწოდება “ალანია”

555

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის პრეს-სპიკერის განცხადებით, დეპარტამენტში ასობით წერილია შემოსული, სადაც თანამემამულეები მტავრობისგან ითხოვენ სამხრეთ ოსეთისათვის სახელის შეცვლას. “პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს მოიწვიოს პოლიტიკური საბჭო, რათა განიხილონს დეფაქტო რესპუბლიკისათვის “ალანიის” დარქმევის საკითხი.” _ განუცხადა პრესას განა იანოვსკაიამ.

პრეს-სპიკერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პრეზიდენტმა ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯერ კიდევ 2015 წლის  დეკემბერში განუცხადა. ამის საკითხის შესახებ განუწყვეტლივ მიმდინარეობდა კონსულტაციები მეცნიერებთან, ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან ჩრდილოეთ ოსეთში, “ეს პროცესი გრძელდება დღესაც” _ განაცხადა პრეს-სპიკერმა. წერილები  მათ მიიღეს არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისგან, არამედ რუსეთში მცხოვრები მოქალაქეებისგანაც. “დღესდღეისობით არ წყდება მსგავსი სინაარსის მქონე გზავნილების მიღება დეპარტამენტში, ასევე სოციალურ ქსელში და ელექტრონულ ფოსტაზეც. მათი უმეტესობას მოსწონს დასახელება “ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია”. თითოეული წერილი ინახება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტი ერთ თვეში დაადგენს ზუსტ თარიღს, როდესაც გაიმართება აღნიშნული შეხვედრა.” _ განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა განა იანოვსკაიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here