Home რუბრიკები საზოგადოება აშშ-ის ყველაზე სასიკვდილო ვულკანი “ცივი” ყოფილა

აშშ-ის ყველაზე სასიკვდილო ვულკანი “ცივი” ყოფილა

640

ამ ვულკანის სახელწოდებაა სენტ-ჰელენსი. 1980 წელს მის ამოხეთქვას 57 ადამიანი ემსხვერპლა, ზარალმა 1,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვულკანოლოგები გაოცდნენ, როცა გაარკვიეს, რომ აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი შიგნიდან ცივია: მასში მაგმა საერთოდ არ არის.

მეცნიერთა ერთი ჯგუფი შეუდგა ამ ფენომენის შესწავლას, მით უფრო, რომ იგი სეისმურად არააქტიურ ზონაში მდებარეობს. მათმა გამოკვლევამ ახალი შეკითხვები გააჩინა. არის გარკვეული ვარაუდები, მაგრამ მეცნიერულ დასკვნებს, მათ შორის, იმის თაობაზე, რომ შეიძლება ეს უცნაურობა გამოწვეული იყოს მიწისძვრებით, ელიან იმ დროისთვის, როცა გეოლოგ სტივ ჰანსენის მკვლევართა ჯგუფი დაასრულებს ამ საკითხის შესწავლას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here