Home რუბრიკები სამართალი SKY News: ნატოს ყოფილმა გენმდივანმა აშშ-ს მოუწოდა, გახდეს “მსოფლიო პოლიციელი”

SKY News: ნატოს ყოფილმა გენმდივანმა აშშ-ს მოუწოდა, გახდეს “მსოფლიო პოლიციელი”

564

რასმუსენმა გააკრიტიკა ბარაკ ობამას ადმინისტრაცია იმის გამო, რომ არ სურს, გამოიყენოს სამხედრო ძალა ან თუნდაც მისი გამოყენების მუქარით დააშინოს სხვა ქვეყნები.

“გვჭირდება ამერიკა, როგორც მსოფლიო პოლიციელი. ჩვენ გვჭირდება აშშ-ის ლიდერობა მსოფლიოში”, _ განაცხადა მან. ნატოს ყოფილმა მეთაურმა აშშ-ს ზესახელმწიფო უწოდა და გამოთქვა შეშფოთება, რომ ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი შეიძლება გახდეს დონალდ ტრამპი, რაც “დიდად საშიში იქნება მთელი მსოფლიოსთვის”. “სირია ომითაა გახლეჩილი, ერაყი კატასტროფის ზღვარზეა, ლიბია ყოფილი ჩრდილოაფრიკული სახელმწიფოა. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის დესტაბილიზაცია გამოიწვია, ჩინეთი კუნთებს ათამაშებს. ჩრდილოეთ კორეა ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრება”, _ ჩამოთვალა მან. რასმუსენი ამჟამად თბილად არის მოწყობილი _ ამერიკულ საინვესტიციო ბანკ “გოლდმან საქსში” მრჩევლად მუშაობს. რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მკვეთრად გააკრიტიკა რასმუსენი, რომელმაც აშშ-ს მოუწოდა, გახდეს “მსოფლიოს ჟანდარმი”. “როგორ არიან დაშორებული მსოფლიო ჟანდარმერიაზე მეოცნებე ადამიანები დემოკრატიას, დარწმუნებული არ ვარ, რომ მათ რამე იციან დემოკრატიის შესახებ”, _ დაწერა მან თავის “ფეისბუქში”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here