Home რუბრიკები პოლიტიკა “რია ნოვოსტი”: სტივენ სიგალმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

“რია ნოვოსტი”: სტივენ სიგალმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

551

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ამერიკელი მსახიობისა და პროდიუსერის _ სტივენ სიგალის რუსეთის მოქალაქედ მიღების შესახებ. ეს დოკუმენტი გამოქვეყნებულია კრემლის საიტზე.

პრეზიდენტის პრესმდივნის _ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოქალაქეობის მიღების თხოვნით სიგალი პრეზიდენტს “დაჟინებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში” მიმართავდა. სიგალი არაერთგზისაა ნამყოფი რუსეთში და ყოველთვის აცხადებდა, რომ მოსწონს ამ ქვეყნის კულტურა. იუჟნო-სახალინსკში კინოფესტივალ “ქვეყნის კიდეზე” ყოფნისას მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარგ პოტენციალს ხედავს ნახევარკუნძულზე თავისი ბიზნესის საწარმოებლად. მსახიობი აპირებს, წელიწადში რამდენიმე თვე რუსეთში დაჰყოს “იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც მე ვუყვარვარ და მელოდებიან”.

სიგალი იმასაც ყვებოდა, რომ მისი ბაბუა მამის მხრიდან რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიაში დაიბადა, XX საუკუნეში კი აშშ-ში გადაბარგდა. თავისი ფესვების ძიებაში სიგალი ეწვია ყალმუხეთს, ტუვასა და იაკუტიას. სიგალმა შეავსო ცნობილი უცხოელების სია, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს. ესენი არიან: ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, იტალიელი დირიჟორი და პიანისტი ფაბიო მასტრანჯელო, ბერძენი დირიჟორი თეოდორ კურენტიზი, მოკრივე როი ჯონს-უმცროსი, სამხრეთკორეელი მოციგურავე ვიქტორ ანი, აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი ჯეფრი მონსონი და სხვა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here