Home რუბრიკები პოლიტიკა “ლე ფიგარო”: ფრანსუა ოლანდისადმი ნდობის 11-პროცენტიანი ზღვარი

“ლე ფიგარო”: ფრანსუა ოლანდისადმი ნდობის 11-პროცენტიანი ზღვარი

570

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს ვადის გასვლამდე ცოტა დრო დარჩა. “ლე ფიგარო” მისი პრეზიდენტობის ხუთწლიან ვადას აჯამებს. 

ეს პერიოდული ორგანო აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან ლაყბობის ნაცვლად მან (ოლანდმა), უმჯობესია, იფიქროს იმაზე, როგორი ფერებით დაგვიხატავს თავის პრეზიდენტობას. გაზეთი დარწმუნებულია, რომ ოლანდს ამის გასაკეთებლად არ ეყოფა ფანტაზია, ისევე, როგორც თავის დროზე ვერ გაისიგრძეგანა, რა რთული და დაუძლეველი სამუშაო ელოდა პრეზიდენტობის ხუთწლიან ვადაში. ამიტომაა, რომ ოლანდისადმი ნდობის პროცენტი ისტორიულ მინიმუმამდე _ 11 პროცენტამდე დაეცა. საფრანგეთის არც ერთი პრეზიდენტი არ ჩაძირულა ისე ღრმად, როგორც ოლანდი.

ფრანსუა ოლანდი, როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ გაინაღდა რესპუბლიკის პრეზიდენტობის წყნარი და უზრუნველი ცხოვრება, როცა 2012 წელს ნიკოლა სარკოზი დაამარცხა. ეს იყო დიდი შეცდომა!” _ ირონიულად შენიშნავს “ლე ფიგაროს” ჟურნალისტი და ხაზს უსვამს, რომ კიდევ ერთი შეცდომა იყო იმაზე ფიქრი, რომ უმრავლესობა სოციალისტების ერთიანი მეგობრული ოჯახია. “ოლანდი, ეტყობა, დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანა ცხოვრობს ისე, როგორც 20 წლის წინათ ლიონელ ჟოსპენის დროს _ გამარჯვებულ გლობალიზაციამდე, “ისლამურ სახელმწიფომდე”, მიგრაციულ კრიზისამდე. ყველა ამ პრობლემის დასაძლევად ოლანდი, ვაი, რომ მზად არ იყო. შექმნილი არასტაბილური სიტუაცია პრეზიდენტისგან არასტანდარტულ გადაწყვეტილებას მოითხოვდა, რომლის ძალაც საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურს, სამწუხაროდ, არ შესწევს”, _ მიიჩნევს მემარჯვენე გაზეთი და დასძენს, რომ შექმნილ სიტუაციაში ჩერჩილის ხედვით, გამოცდილებით და გონიერებით უნდა იყოს აღჭურვილი.

ამასთანავე, 10 წლის განმავლობაში ოლანდს სოცპარტიის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა, რაც, სტატიის ავტორის აზრით, “უდიდესი ნაკლია” სახელმწიფოს მეთაურისთვის.

ქვეყნის სათავეში დგომა სულაც არ არის პარტიის ლიდერობა _ ეს არის მიმდინარე საკითხების გადაწყვეტა ან შიდა კონფლიქტების გარჩევა. ამაზე ყოფილ პირველ მდივანს, ფრანსუა ოლანდს, არ უფიქრია, როცა ელისეს სასახლეში გადაბარგდა. ახლა კი ფრანგები მისგან ანგარიშის ჩაბარებას ითხოვენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here