Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართული ოცნების” წევრებს მოვუწოდებ

“ქართული ოცნების” წევრებს მოვუწოდებ

566

ხომ გინახავთ ცხენი, რომელსაც დოღის მიმდინარეობისას მხედველობის არე შეზღუდული აქვს სპეციალური საშუალებით, გვერდზე რომ არ გაიხედოს, რათა რამემ ან ვინმემ არ დააფრთხოს, და მხოლოდ წინ იყურება, ფინიშისკენ? 

აი, ასეთ მხედველობაშეზღუდულ ცხენს მაგონებს ჩვენი უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობამოპოვებულიქართული ოცნებისპარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლებაც. ისინიც მხოლოდწინ იყურებიან” _ ნატოევროკავშირისკენ, თითქოს სხვა მხრიდან (გვერდებიდან თუ უკნიდან) არანაირი საფრთხე არ ემუქრება ჩვენს ქვეყანას და დასავლეთიდან მიღებული ვაზელინის ახალი დიდიგრანტისფონზე, ფინია ძაღლივით უკანა თათებზე შემდგარნი ელოდებიან, როდის გვაჩუქებს ევროპა უვიზო მიმოსვლას, როდის გვაღირსებს ნატო (წაიკითხე _ აშშ) .. მაპს და ..

სხვა მხრივ, ვიმეორებ, ჰგონიათ (ან თავს იტყუებენ), რომ ყველაფერი რიგზეა, ფინიშის სწორზე არიან და მხოლოდ იმაზე მსჯელობენ, ვინ იქნება პრემიერი, ვინ _ პარლამენტის სპიკერი, ვინ _ პროკურორი, ვინ _ მინისტრი და ა.შ.

მგონი, ბრიყვებად გვთვლიან, რადგან ქართველმა საზოგადოებამ, დიდი ხანია, იცის, ყველა ზემოჩამოთვლილ მაღალ თანამდებობას ვინ დაიკავებს. ამას ხომ, 25 წელიწადია, აშშ-ის ელჩები წყვეტდნენ და წყვეტენ “სტრატეგიული მოკავშირე” და “მეგობარი” საქართველოსთვის “რჩევების” მიცემით. დღეს იან კელის “რჩევით” (წაიკითხე _ ბრძანებით) ბიძინა ივანიშვილი “ურჩევს” (უბრძანებს) “ქართულ ოცნებას” და ისიც მორჩილი უმრავლესობით აღასრულებს მამა-მარჩენალის “რჩევას”. იან კელის კაცი ბიძინა ივანიშვილია, ბიძინას კაცი _ “ქართული ოცნება”. ჰოდა, კონსტანტინე გამსახურდიას “მთვარის მოტაცების” პერსონაჟის, გვანჯ აფაქიძის, არ იყოს, “კაცის კაცი რა კაცია?”

აქედან გამომდინარე, კონკრეტულ გვარ-სახელებს პიროვნებებისა, რომლებიც დაიკავებენ ამა თუ იმ თანამდებობას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველანი ერთად თუ ცალ-ცალკე ივანიშვილის (წაიკითხე _ აშშ-ის) “რჩევებით” იმოქმედებენ.

რა გაეწყობა, მომდევნო 4 წელიწადი ამკაცის კაცებსუნდა ვუყუროთ, მაგრამ მოითმენს კიდევ 4 წელიწადს საქართველო, თუკი ახლა მაინც არ ინებაქართულმა ოცნებამ” 2012-ში გაცემული დაპირებების შესრულება?

დიახ, თუ არ ინება, რადგან ახლა თავიანთ უნიათობას ვეღარ დააბრალებენ კოაბიტაციას. ქართულ ოცნებასხალხმა კონსტიტუციური უმრავლესობა უბოძა და დაპირებების ასრულებას _ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებასა დანაცმოძრაობისთვისპოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას, სააკაშვილის თამადობით, ქართველთა სისხლში ხელგასვრილი მკვლელებისა და სადისტი მწამებლების დასჯას, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენასა და ამით სოხუმცხინვალის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმას _ მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება და სხვა არაფერი. ინებებს, გაბედავს კი ამასკაცის კაცებისპარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება?

ახალი პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა, მაგრამ ზევით მოხსენიებული ერთი ასეთი “რჩევის” შედეგი აშკარაა _ ნინო ლომჯარია, აშშ-ის ერთ-ერთი ფავორიტი, ასო “სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი უკვე დაინიშნა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე _ გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ.

ეს ის ქართველთმოძულე, ყოველივე ტრადიციულისა და მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგე ქალბატონია, რომლის საქმიანობასაც, ისევე, როგორც მისი კოლეგისა და მსგავსი თვისებებით შემკული ეკა გიგაურის “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საქმიანობას, თვით ბიძინა ივანიშვილმა უწოდა ანტისახელმწიფოებრივი, როდესაც ეს მას დასჭირდა.

რატომ, “სადოური” წესია ეს? ასინეთასი არ იყოს, “სადაური წესია და აქაური წესია!” _ მამა-მარჩენალს ასე სჭირდებოდა და იმიტომ…

ამ ოდიოზური ქალბატონის, ნინო ლომჯარიას, დაწინაურებას დავუმატოთ არანაკლებ ოდიოზური თამარ ჩუგოშვილის ასოდანქართულ ოცნებაშიპორტირება, უცხოეთშინასტავლიახალგაზრდა ნეოლიბერალი .. ახალი სახეებით მეოცნებეთაგამდიდრებადა მიხვდებით, რომელი ფინიშის სწორზე გავიდაქართული ოცნება”, საით მიაქანებს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტული ხელისუფლება ქვეყანას და რისთვის გამოიყენებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

ამ “კაცის კაცებმა”, დიდი-დიდი, კონსტიტუციაში ჩაწერონ, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც წინასაარჩევნოდ მთავარ სლოგანად აქცია “ქართულმა ოცნებამ”, რადგან პოლიტიკურ-ეკონომიკურად და იდეოლოგიურად გაკოტრებულ “ქართულ ოცნებას” სათქმელი სხვა აღარაფერი დარჩა ქართველი ხალხისთვის.

თუმცა, შეიტანენ კი კონსტიტუციაში მეოცნებენი მათი მხრიდან ამ აშკარად პოლულისტურ განზრახვას _ ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ზემოხსენებული პიროვნებები და, საზოგადოდ, დასავლეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო სექტორი, რომელიც, ფაქტობრივად, ნაცების პარლამენტის გარეთა დანამატი იყო მიშას ზეობისას და ახლაც ნაცებს ქომაგობს, საკონსტიტუციო ჩასწორების საპირწონედ, ნაცებთან ერთად, ე.წ. ანტიდისკრიმინაციულ კანონს ააფრიალებენ და სასამართლოების სხვადასხვა ინსტანციაში გასაჩივრებით ამ პროცესს გააჭიანურებენ და, აქ თუ ვერა, სტრასბურგ-ბრიუსელში იპოვიან “სამართალს”!

როგორი რეზოლუციები თუ რეკომენდაციებიც (წაიკითხე _ ბრძანებები) უნდა წამოვიდეს დასავლეთიდან, ანუ ჩაიწერება თუ არა კონსტიტუციაში ის, რაც მრავალი ათასი წლის წინათ თვით მამა-ღმერთისგან არის დაკანონებული, რომ ადამისთვის ევაა გაჩენილი და არა ადამისთვის _ ადამი ან ევასთვის _ ევა, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ლგბტ-პედერასტების აღლუმების დაკანონებას კონსტიტუციური გარანტიების მიუხედავადაც არ დაუშვებს ქართველი საზოგადოება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად(!).

ეს კარგად იციან “ქართულ ოცნებაშიც” და ამიტომ ვუწოდე მათ განზრახვას პოპულისტური, თორემ ისე, ჩვენ თვალწინ მსოფლიოში მიმდინარე ტოტალური ლგბტ-ზაციის ფონზე, კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის მომხრე, რა თქმა უნდა, მეც ვარ.

ისე, სადამდე მიიყვანა აშშ-მა (გასული საუკუნის 60-ანი წლებიდან ლოსანჯელესში დაიწყო გეიმოძრაობა, რომელმაც, დღეს უკვე ლგბტსექტად ქცეულმა, პრაქტიკულად, წალეკა კათოლიკურქრისტიანული დასავლეთ ევროპა და ახლა თვალი ჩვენ, მართლმადიდებელ ერებს, დაგვადგეს, რათა ჩვენც ჩაგვითრიონ სოდომიის მიუტევებელი ცოდვის დაკანონებაში) მსოფლიო, რომ ვაპირებთ, კონსტიტუციაში ჩავწეროთ ელემენტარული ჭეშმარიტება “ოჯახი არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი”.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ქართული ოცნებისწევრებს მოვუწოდებ: თავი დაანებეთ უაზრო პოპულიზმს, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას უთქვენოდაც არ დაუშვებს ქართველი ერი, ცხრა ხელმწიფემ ბრძანოს თუნდაც. თუ პოლიტიკური ნება გაქვთ, სხვა რაღაცებისთვის გამოიყენეთ!

მაგალითად:

* სასწრაფოდ დააბრუნეთ პარლამენტი საქართველოს დედაქალაქში;

*ყურით გამოათრიეთ ავლაბრის რეზიდენციიდან არარაობა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია;

*შექმენით საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს გიგა ბოკერიას სისხლიან წვლილს “ნაცმოძრაობის” მიერ ინსპირირებული ე.წ. ციხის ბუნტის ჩახშობაში და მის “მოღვაწეობას” უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ფინანსების არამიზნობრივად განკარგვის კუთხით.

დეპუტატის იმუნიტეტი იცავს? რა პრობლემაა, მოუხსენით და, თუ დამნაშავეა, გვერდით მიუსვით თქვენი მეგობარი ევროპის მიერ პოლიტპატიმრებად შერაცხულ ახალაია-მერაბიშვილ-უგულავას;

* პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება სვანეთის ამაოხრებელი და გვამების ფონზე კუბდარის მთქვლეფი გიორგი ბარამიძის მიმართ და ისიც ხსენებულპოლიტპატიმრებთანჩაასახლეთ საკანში;

* მოსპეთ, ბოლოს და ბოლოს, მონოპოლიები ენერგეტიკაში, ფარმაციაში, საბანკო სფეროში, .. ონლაინკრედიტებისახლიდან გაუსვლელად ხუთ წუთში”, თანაც ყოველგვარი გირაოს გარეშე. ყოველდღიურად ათობით ასეთი შინაარსის ეს-ემ-ეს-ს იღებენ მობილურზე თანამედროვე მევახშეებისგან გაჭირვებული ადამიანები და ისინიც ხშირად ვერ უძლებენ ცდუნებას. ზოგს წამლის ფული არა აქვს; ზოგს, ელემენტარულად, შია, სცივა თუ სწყურია და იღებენ სესხს, მაგრამ ვახშიც არის და ვახშიც _ თუ კერძო მევახშე სარგებლის სახით 5, დიდი-დიდი, 10%-ს იღებს, სახელმწიფო მევახშეები, ე.წ. ონლაინ კრედიტკომპანიები, რომელთა რაოდენობა უთვალავია თბილისში, ასეთ “ქველმოქმედებაში” 100-ზე მეტი პროცენტის სარგებელს იღებენ. დიახ, არ შემშლია _ 100 %-ს და მეტსაც!

ამ საკითხზე ივანიშვილის მთავარი ცრუდაპირება მახსენდება უფასო, ანუ უპროცენტო ფულის ან მცირე, 2-3-პროცენტიანი გრძელვადიანი კრედიტების შესახებ… თუ საბანკო სფეროში მონოპოლიას ვერ მოერია, საკუთარ “ქართუ ბანკში” ხომ მაინც შეეძლო პროცენტის დაწევა?! მაგრამ არა, “ქართუ ბანკიც” ისევე ყვლეფს ქართველ ხალხს, როგორც სხვა დანარჩენი…

ვნახოთ, როგორც იტყვიან, “აღდგომა და ხვალეო” _ პარლამენტის პირველივე სხდომაზე გამოჩნდება, რას და როდის აპირებთ და რისთვის გამოიყენებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას.

დავით მხეიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here