Home რუბრიკები საზოგადოება ნიაზ ბოლქვაძე: ეს იყო არა სასადილოს, არამედ ბორდელის სარეკლამო პლაკატი, რომლითაც თურქ...

ნიაზ ბოლქვაძე: ეს იყო არა სასადილოს, არამედ ბორდელის სარეკლამო პლაკატი, რომლითაც თურქ მამაკაცებს მიანიშნებდნენ, _ აქ შეგიძლიათ, ქართველ ქალებთან გაერთოთო

531

ბათუმში თურქული სასადილოს თავზეაჭარის მამულიშვილთა კავშირისწევრებმა შენიშნეს სარეკლამო აბრა, რომელზეც გამოსახული იყო თურქი მამაკაცისა და ქართველი მანდილოსნის სასიყვარულო ტრაპეზი. ქართველი ერისთვის შეურაცხმყოფელ ფაქტებსა და აჭარაში შექმნილ სახიფათო ვითარებაზე გვესაუბრება საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, მეცნიერი და ფილოსოფოსიაჭარის მამულიშვილთა კავშირისთავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე:

_ საქართველოში უცხოელთა ქმედებებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ისინი არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ ჩადენილის გამო. ამის ნათელი მაგალითია ბათუმში, ერთ-ერთ თურქულ სასადილოზე გამოკრული პლაკატი, რომელზეც გამოსახულია თურქული და ქართული დროშა, თითქოს, როგორც მეგობრობის სიმბოლო, თურქული დროშის ქვეშ ზის თურქი მამაკაცი, ქართული დროშის ქვეშ კი _ ქართველი ქალი და ისინი შამპანურს მიირთმევენ. დიდი ახსნა არ სჭირდება, რა უკიდურესად დამამცირებელია ეს სარეკლამო პლაკატი. ეს იყო არა სასადილოს, არამედ ბორდელის სარეკლამო პლაკატი, რომლითაც თურქ მამაკაცებს მიანიშნებდნენ, აქ შეგიძლიათ ქართველ ქალებთან გაერთოთო. ამ შემთხვევაში ეს არის გამოხატვის უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმა, რომელიც მიზანმიმართულად ამახინჯებს ქართველი ქალის სახეს, რაც დაუშვებელი და მიუღებელია. ამ ქუჩაზე დადის უამრავი ადამიანი, ტურისტი და ამ პლაკატს ჩვენს იქ მისვლამდე ყურადღება არ ექცეოდა. ადამიანმა, რომელსაც აქვს ღირსება, როგორ შეიძლება, მსგავსი რამ დაინახო და ღამე მშვიდად დაიძინო?! სწორედ ამიტომ “აჭარის მამულიშვილთა კავშირის” წევრებთან _ დუგლას ზამთარაძესთან, თამაზ დარჩიძესთან, როინ ხარაძესა და მალხაზ ცენტერაძესთან ერთად ვეწვიეთ აღნიშნულ სასადილოს, დავიბარეთ თურქი მეპატრონე და მოვთხოვეთ ქართველთათვის შეურაცხმყოფელი პლაკატის ჩამოხსნა. მეპატრონეს ძალიან მოსწონდა ეს პლაკატი და დატოვება სურდა, რადგან მისთვის მარკეტინგულად ძალიან მომგებიანი იყო. სასადილოში მომუშავე ქართველი პერსონალი კი სულაც არ აპროტესტებდა აღნიშნულ ფაქტს, რითაც ჩვენი აღშფოთება გამოიწვია. ჩვენი პროტესტის შემდგომ მეპატრონემ ბოდიში მოიხადა და თავისივე ხელით გაანადგურა პლაკატი.

მივმართავ საზოგადოებას: თუ ვინმე შენიშნავს მსგავს შეურაცხმყოფელ ბანერს თუ პლაკატს, აუცილებლად მოახდინონ რეაგირება და, თუ მათ ქმედებას შედეგი არ მოჰყვა, მოვიდნენ ჩვენთან და მივიღებთ შესაბამის ზომებს. აი მაგალითად, წააწყდით კაფეს, რომელიც სარდაფშია განთავსებული და აწერია “დისკოთეკა”, სულ რაღაც, 5-10 კვადრატულ მეტრ ფართობზე დისკოთეკა ხომ წარმოუდგენელია?! ეს არის ბორდელი, გარყვნილების ნავსაყუდელი და იქ დისკოთეკა და ცეკვა ფიზიკურად შეუძლებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი თურქების ფანტაზიამ ზღვარს გადააჭარბა, რადგან ბორდელს დაუფარავად უწევდნენ რეკლამას. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მხოლოდ მათი ბრალი, ამაში დამნაშავეა ჩვენი მთავრობაც, რომელიც არ აწესებს ჩარჩოებს ბიზნესმენებისთვის. მსგავსი პოლიტიკა საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს. ეს ყოველივე ღირსეულ მომავალს არ გვიქადის.

_ აზიანებს მსგავსი ქმედება ორ ქვეყანას შორის პარტნიორულმეგობრულ თანამშრომლობას?

_ ძალიან აზიანებს, რადგან ასეთი რამ შეიძლება დაპირისპირების მიზეზად იქცეს ადგილობრივ მოსახლეობაში. თურქეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, თურქ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცება-განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. თუ გვსურს, არ დაზარალდეს ბიზნესი ქვეყანაში და არც ხალხებს შორის დამოკიდებულებამ იცვალოს ფერი, უნდა ვეცადოთ, მსგავსი ფაქტები არ დავუშვათ.

_ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად?

_ აჭარას ჰყავს ახალი ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე. ეს ადამიანი რამდენიმე თვის დანიშნულია, მაგრამ მალე გამოჩნდება, რა დამოკიდებულებას გამოიჩენს მეტად სათუთი საკითხების მიმართ. იმედია, დაინტერესდება ხალხის სატკივარით. მაგრამ თუ არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ძალიან არ მინდა, თავისი წინამორბედების ბედი გაიზიაროს.

_ თქვენ ახლა ისაუბრეთ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს. დღეს რა ხდება ქალაქში, იღებს თუ არა მთავრობა ზომებს მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად?

_ ის, ვისაც ევალება, არანაირ ზომებს არ იღებს. უცხოელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, ხედავს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა არ დგას მოწოდების სიმაღლეზე. ბათუმის მერია უნდა ფლობდეს ინფორმაციას, რა ხდება ქალაქში და დაინტერესდეს მოსახლეობის ბედით. ყელაფერი რიგზე რომ იყოს, ამდენი სალაპარაკო არ გვექნებოდა. გვერდს ვერ ავუვლი აგვისტოში დაწყებულ ამბავს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თქვენს გაზეთშიც დაიბეჭდა სტატია ოსმალთა ბატონობის პერიოდში დაღუპული გმირებისთვის მემორიალის აღმართვის შესახებ და ამისთვის მადლობას გიხდით. ოსმალთა ბატონობის პერიოდში დაღუპული გმირებისთვის მემორიალის შემთხვევაში ხომ ნამდვილად სამარცხვინო რამ მოხდა: ბათუმის მერიამ არათუ ადგილი გამოყო ამ მემორიალისთვის, არამედ მონიშნულ ადგილას საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობა დაიწყო.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს არ დაგვეშვა. პროტესტებით, მედიაში პრობლემის გაშუქებით მოხდა რეაგირება საკითხზე და ტუალეტის მშენებლობა გაუქმდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ სათანადო ყურადღება ისედაც უნდა ექცეოდეს მსგავს საკითხებს, ალიაქოთის გარეშე.

იმედი მაქვს, თურქეთის საკონსულო და ქალაქის მერია, რომელსაც ევალება ასეთ საკითხებზე რეაგირება, შესაბამის ზომებს მიიღებენ, რათა არ დაზიანდეს არც თურქული და არც ქართული მხარის ინტერესები. ჩვენი ვალია, ვიყოთ ქვეყნის სამსახურში, ერთსულოვნებით, ერთად დგომით ეკლესიამ და ხალხმა უნდა დავიცვათ საქართველოს მომავალი.

ესაუბრა

ნათია თათარიშვილი

1 COMMENT

  1. თუ მთავრობა არ დაგიდგათ გვერდით როდემდე გაქაჩავთ თქვენ აქტივისტები. მადლობთ რომ არსებობთ და ეროვნულ საქმეს აკეთებთ

  2. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი- პროტესტი ჩვენს მთავრობას და არ უნდა მოვასვენოთ საერო საქმის საკეთებლად. მადლობთ თქვენ რომ გაისარჯეთ.
    მთავრობა ვავალდებულოთ, ჩენი ეროვნული არ წაიბილწოს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here