Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის დაკავებაზე ორ ქვეყანას შორის დაწყებული ტაციაობა – ვინ იქნება პირველი?!

სააკაშვილის დაკავებაზე ორ ქვეყანას შორის დაწყებული ტაციაობა – ვინ იქნება პირველი?!

552

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ ცოტა ხანში ქვეყნებს შორის „ტაციაობა“ წავა, თუ სად მოიხადოს პირველი სასჯელი სააკაშვილმა. “დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაშიც სულ მალე დაიწყება სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ასე რომ მოგვიწევს რიგში ჩადგომა – ან ჩვენ ვიქნებით პირველი სადაც პასუხს აგებს, ან უკრაინა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 „მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოთხოვნილია, თუმცა ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ცოტა ხანში ქვეყნებს შორის წავა ტაციაობა, თუ სად მოიხადოს სასჯელი სააკაშვილმა და ამ სასჯელის მოხდის მერე რომელ ქვეყანას გადასცენ სასჯელის მოსახდელად. სავარაუდოდ, როგორც საქართველოს, უკრაინასაც არ ექნება უფლება თავისი მოქალაქე სხვა ქვეყანასს გადასცეს, თუმცა დარწმუნებული ვარ , სააკაშვილს მაინც მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში სულ მალე დაიწყება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ასე რომ რიგში მოგვიწევს ჩადგომა – ან ჩვენ ვიქნებით პირველი სადაც პასუხს აგებს, ან უკრაინა. მე არა მგონია ეს სააკაშვილის გადაწყვეტილება ყოფილიყო. ის იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა და ამის შესახებ თავად უკრაინაშიც დიდი ხანია მიდის საუბარი. ვერ გაამართლა ერთ ქვეყანაში და ვერ გაამართლებს ვერც მეორე, მესამე, ან მეშვიდე ქვეყანაში მისი დიქტატორული ამბიციები. რაც ყველაზე მტკივნეულია, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მისი მიზეზებით მოხდა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა და შემდეგ რუსეთის მიერ მათი აღიარება. ეს არის დანაშაული და სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც საქართველოს ტერიტორიების გამფლანგველი“, – განაცხადა სუბარმა.

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის  განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გაკოტრებული პოლიტიკოსია, რომელმაც ქართველი ხალხი ცხრა წელი ატყუა და წელიწადნახევარიც ვერ გაძლო უკრაინაში დაკავებულ თანამდებობაზე. რაც შეეხება საქართველოს პროკურატურას, მან განაცხადა, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოა და მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, სააკაშვილის წინააღმდეგ დევნას აწარმოებენ თუ არა. “მოგეხსენებათ, სისხლის სამართლებრივი დევნის უფლება აქვს მხოლოდ პროკურატურას. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებს არა გვაქვს უფლება, სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოებისას პროკურატურას რაიმე მითითება მივცეთ. ამ უფლებით სარგებლობს მხოლოდ ზემდგომი პროკურორი ქვემდგომ პროკურორთან მიმართებაში. პროკურატურა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოა და მათი გადასაწყვეტია დევნას აწარმოებენ თუ არა. აქ პოლიტიკოსებს არაფერი გვესაქმება. ჩვენ გვაქვს მხოლოდ შეფასების გაკეთების უფლება სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოებისას მხარეების მიერ დაკავებული პოზიციის თაობაზე. პოლიტიკური თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილის სახით გაკოტრებულ პოლიტიკოსთან გვაქვს საქმე, რომელმაც ქართველი ხალხი ცხრა წელი ატყუა. ის ქართველმა ხალხმა ძალიან მალე გაშიფრა და ამიტომაც, თუ გავიხსენებთ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს, მესამე წლის თავზე მოუწია დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა, ხოლო უკრაინაში დაკავებულ თანამდებობაზე წელიწადნახევარიც ვერ გაძლო”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ქუცნაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here