Home რუბრიკები პოლიტიკა სანდრა რულოვსის პოლიტიკური კაპიტულაცია

სანდრა რულოვსის პოლიტიკური კაპიტულაცია

515

”ნაციონალური მოძრაობის” ”ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიის მეორე ნომერმა სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ რულოვსმა ცენტრალურ სარჩევნო კომისიას თხოვნით უკვე მიმართა. 

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძეს განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს  დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტონ. ”ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება ეს არ არის. საქართველოს პარლამენტი როდესაც შეიკრიბება, სანდრა რულოვსს შეუძლია საქართველოს პარლამენტს მიმართოს წერილით. პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ პარლამენტი თავის დადგენილებას გამოუგზავნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პროპორციულ სიაში მისი უფლებამონაცვლე ვინც არის, ის დაიკავებს მის ადგილს, თუ, რა თქმა უნდა, ისიც თანახმა იქნება”, – განაცხადა “ინტერპრესნიუსსთან” ინტერვიუში მიქელაძემ.

რულოვსის ადგილმონაცვლე საქართველოს პარლამენტში გიორგი ღვინიაშვილი იქნება. ღვინიაშვილი პარტიის პროპორციული სიის რიგით 28-ე წევრია, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი პარლამენტში 27 მანდატი ექნება. საარჩევნო კოდექსით, თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სანდრა რულოვსის მხრიდან დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შემდეგ, პარლამენტში გიორგი ღვინიაშვილი შევა, რომელიც პარტიის პროპორციულ სიაში 28-ე ადგილს იკავებს. სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება პარტიისთვის ცნობილი იყო და არაფერი გაუგებარი ამ გადაწყვეტილებაში არაა, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას. „ეს არის სანდრას პირადი გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც ჩვენ ვიყავით ინფორმირებული. გუშინ გვქონდა ამ თემაზე კომუნიკაცია. მე სრულიად მესმის მისი, არაფერი გაუგებარი ამ გადაწყვეტილებაში არაა. პატივს ვცემთ მის პირად არჩევანს“, – განაცხადა რატიანმა. გიგი წერეთელი გამოეხმაურა რულოვსის მიმართვას ცესკო-სთვის, სადაც ის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. გიგი წერეთლის განცხადებით, მას პირადად რულოვსის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ ჰქონდა. ”ინფორმირებული ვიყავი მხოლოდ იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება დღემდე არ იყო. თავიდანვე, განსაკუთრებით პირველი ტურის შემდგომ, იმ მძიმე მოვლენების შემდგომ, რაც მის მაჟორიტარულ ოლქში მოხდა, სანდრამ გააკეთა განცხადება, რომ ის მიიღებდა გადაწყვეტილებას განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ. ეს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. გუნდში ამაზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა”, – განაცხადა გიგი წერეთელმა. ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება ბოლო დროს პარტიაში არსებულ დაპირისპირებას, გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ”არა, არაფერს უკავშირდება და ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა”.  ”არაფერს არ ვუკავშირებ. ეს არის სანდრას პირადი გადაწყვეტილება გამომდინარე იმ რთული და შეურაცხმყოფელი კამპანიისგან, რომელიც მოხდა მის მაჟორიტარულ ოლქში”, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here