Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოსთვის უკეთესი ჰილარი კლინტონის გამარჯვება იქნება

საქართველოსთვის უკეთესი ჰილარი კლინტონის გამარჯვება იქნება

536

აშშ-ში დაწყებულმა წინასაარჩევნო დებატებმა, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატები დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა ლიდერთა მოსაზრებები საქართველოსა და რუსეთის შესახებ თვალსაჩინო გახადა. 

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კლინტონის გამარჯვება საქართველოსათვის უკეთესი იქნება, რადგან ჰილარი კლინტონის  დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში უფრო დადებითად ხასიათდება. ექსპერტის თქმით, “დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი რეგიონის მიმართ აშშ-ს პოლიტიკა დაკნინდება მიუხედავად იმისა, რომ კონგრესს დიდი გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკაზე. კონგრესის შეხედულებები ვერ გახდება გარანტია იმისა, რომ პოლიტიკა აქტიურად განხორციელდება ჩვენ რეგიონში”.

”ჰილარი კლინტონის გამარჯვება ჩვენთვის უკეთესი გამოსავალი და ვარიანტია. ჩვენსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მინიმუმ შენარჩუნდება იმ დონეზე, რა დონეზეც ავიდა, თუმცა ალბათ უფრო განვითარდება. ჰილარი კლინტონი ობამასგან განსხვავებით უფრო გამოცდილია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ობამა როდესაც პრეზიდენტი გახდა, არ იყო გამოცდილი საგარეო საკითხებში და არ იყო მომხრე საგარეო ურთიერთობებში უფრო მეტად ჩართვის, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორიც არის საქართველო. ჰილარი კლინტონის დამოკიდებულება საქართველოსთან უფრო მეტი ცოდნით, უფრო მეტი დადებითი მუხტებით და შეხედულებებით ხასიათდება. მას აქვს მეტი გამოცდილება საგარეო ურთიერთობებში, იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. მისი პოლიტიკა საგარეო კუთხით იქნება ობამას პოლიტიკასთან შედარებით უფრო აქტიური, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რეგიონშიც იქნება უფრო აქტიური”, – განაცხადა გოგოლაშვილმა”ინტერპრესნიუსსთან” ინტერვიუში.


 

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here