მთავარი ისტორია სტალინი გამოჩენილი ადამიანების თვალით

სტალინი გამოჩენილი ადამიანების თვალით

716
გააზიარეთ

სტალინზე, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა, უფრო მეტი ჰიპერბოლური გამოთქმაა მისი პიროვნებისა და მის მიერ შექმნილ იმპერიაზე, ვიდრე მის სიცოცხლეში იყო. თითქოს გაცვდა სიტყვები, მაგრამ, როგორც უნდა განვითარდეს კაცობრიობა, წარმოუდგენელია, საზოგადოებამ და ხალხმა არ იცოდეს, ვინ იყვნენ ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონი და სტალინი, ხოლო, თუ ჩერჩილები, რუზველტები, დე გოლები შემორჩებიან მომავალ ცივილიზიციას, ისიც სტალინის დამსახურებით, რადგან თავის დროზე მიტმასნილი იყვნენ სტალინზე, მსოფლიო სივრცის ხომალდის ფსკერზე მიკრული თევზებივით.

იმპერიების დაშლის შემდეგ მსოფლიოში თითქმის არ გამოჩენილა პოლიტიკური თუ სამხედრო გენია, რომელიც იმპერიის შექმნას მოისურვებდა. იმპერიებს მხოლოდ იმპერატორები ქმნიან. XX საუკუნეში იმპერიის შექმნის შანსი ორ პიროვნებას ჰქონდა _ სტალინსა და ჰიტლერს, მაგრამ ორი კაცის ადგილი პატარა ევროპაში არ იყო, ამიტომ სტალინი იძულებული შეიქნა, ჰიტლერი მოეშორებინა და ევროპის ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო.

არც ერთ ეპოქაში არც ერთი იმპერატორის ხელში რუსეთი იმდენ ტერიტორიას არ აკონტროლებდა, რამდენსაც სტალინის სიცოცხლეში. არც ერთი იმპერატორის ხელში რუსეთს ისე სწრაფად არ უვლია წარმოების, ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის, მეცნიერების, სპორტისა და ადამიანის სოციალური სამართლიანობის დაცვის სფეროში, როგორც იარა 30 წლის განმავლობაში სტალინის ხელმძღვანელობით.

დღეს მსოფლიოში პოლიტიკოსები და ექსპერტები ერთმანეთს ეკამათებიან, თქვა თუ არა ჩერჩილმა, რომ: სტალინმა ჩაიბარა კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური ბომბით შეიარაღებული”.

დაუშვათ, ჩერჩილს არ უთქვამს ეს სიტყვები, მაგრამ სინამდვილეში იყო თუ არა ეს სიმართლე, რომელიც ჩერჩილისთვის “მიწერილ” ფრაზაშია? _ თუ ჩერჩილს ეს ფარაზა არ წარმოუთქვამს, ამერიკელმა მეცნიერმა, მწერალმა და სოვეტოლოგმა ალექს დე ჯონგმა გასული საუკუნის ბოლოს დაწერა: “სტალინმა რუსეთი ხის გუთნებით ჩაიბარა და დატოვა ატომური ბომბით”.

არის რამე აქ სადავო?

ისტორიკოსი, პროფესორი ვახტანგ გურული თავის წიგნში “სტალინის დიდი ექსპერიმენტი” წერს: სტალინის ნააზრევისა და ნაღვაწის შეცნობა ჩვეულებრივი მოკვდავის შესაძლებლობებს აღემატება”.

აწ განსვენებული მეცნიერი, უპირველესად, დიდი ქართველი _ ვახტანგ გოგუაძე თავის წიგნში “სტალინი _ საშინელი სამსჯავრო” წერს, რომ “სტალინი კაცზე დიდია და ღმერთზე _ ნაკლები”.

ერთხელ კიდევ ჩავიკითხოთ, რას ამბობენ სტალინზე მისი თანამედროვენი და თანამებრძოლები, აგრეთვე, სტალინის შემდეგი პერიოდის მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები, მით უმეტეს, რომ პოლიტიკოსების მიერ გამოთქმულ ფრაზებში ხშირად იგრძნობა ეპოქის მაჯისცემა:

* უინსტონ ჩერჩილი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 1940_1945 და 1951 _1955 წლებში:

“მე ჩავედი კრემლში და პირველად შევხვდი დიდ რევოლუციონერ ბელადს, ბრძენ მოღვაწესა და მეომარს… მხნედ და იმედიანად დავაბიჯებ ქვეყანაზე იმ ადამიანთან მეგობრობით გაამაყებული, რომლის დიდებამაც, მხოლოდ რუსეთს კი არა, მსოფლიოს გადაუარ”.

1959 წლის 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების 80 წლისთავზე, ინგლისის პარლამენტის თემთა პალატაში წარმოთქმული სიტყვიდან:

ბატონებო! თუ გვინდა, ვიყოთ და დავრჩეთ თავისუფალი სამყარის სათავეში, ჩვენი ვალია, ვიცოდეთ და ჯეროვნად შევაფასოთ ჩვენი მტრები, განსაკუთრებით გამოჩენილ პიროვნებები. დღეს ასეთად მინდა დავასახელო გენერალისიმუსი სტალინი. რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას მძიმე განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი და ურყევი მხედართმთავარი სტალინი. ის იყო ყველაზე გამოჩენილი ადამიანი, რომელიც შეეფერებოდა ჩვენი ცვალებადი და მკაცრი დროის იმ პერიოდს, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება. სტალინი იყო არაჩვეულებრივად ენერგიული და ერუდირებული, უდრეკი ნებისყოფის, სასტიკი, ულმობელი ადამიანი, როგორც საქმეში, ისე საუბრისას, რომელსაც მეც კი, აქ, ბრიტანეთის პარლამენტში აღზრდილი, ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას.

სტალინს, უწინარეს ყოვლისა, იუმორისა და სარკაზმის, აგრეთვე, ნათქვამის ზუსტად აღქმის განსაცვიფრებელი ნიჭი ჰქონდა; თავის სტატიებსა და გამოსვლებს მხოლოდ თვითონ წერდა და მათში ყოველთვის იგრძნობოდა შემსრულებლის ძალა, რომელიც სტალინში ისე დიდი იყო, რომ ყველა ხალხისა და ეპოქის ქვეყნის ხელმძღვანელთა შორის განუმეორებლად წარმოჩნდებოდა. სტალინი ჩვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. ადამიანებზე მის გავლენას ანალოგი არ ჰქონდა… როცა იალტის საკონფერენციო დარბაზში შემოდიოდა, ჩვენ, თითქოს გვიბრძანესო, ვდგებოდით და, რა გასაოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, რატომღაც ხელები შარვლის ნაკერების გასწვრივ გვქონდა გაჭიმული.

ის იყო ყველაზე რთული, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის უბადლო ოსტატი, ყველაზე კრიტიკულ და საზეიმო მომენტებში თანაბრად თავდაჭერილი, არასოდეს ჰყვებოდა ემოციებს და არ ეძლეოდა ილუზიებს, იგი უჩვეულო და რთული პიოროვნება იყო. მან შექმნა და დაიქვემდებარა ვეებერთელა იმპერია. ის იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს თავისივე მტრის ხელით ანადგურებდა, და გვიაძულებდა ჩვენ, ვისაც დაუფარავად გვიწოდებდა იმპერიალისტებს, გვებრძოლა იმპერიალისტების წინააღმდეგ. სტალინი იყო უდიდესი დიქტატორი, რომელსაც მსოფიოში ტოლი არ ჰყოლია, მან მიიღო ხის კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური იარაღით აღჭურვილი. რაც უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს!”

* ფრანკლინ დელანო რუზველტი, აშშის პრეზიდენტი 1933_1945 წლებში:

“მასთან მუშობა დიდი სიამოვნებაა. ის აყალიბებს საკითხს, რომლის განხილვაც სურს, და ამ საკითხიდან არც აქეთ და არც იქით არ იხრება… მომავლისა და აწმყოს საკითხების განსახილველად, სურვილი მაქვს, შევხვდე თანამედროვეობის დიდ ადამიანს _ სტალინს, ეს აქამდე ვერ შევძელი, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს”.

* შარლ დე გოლი, საფრანგეთის პრეზიდენტი 1959_1969 წლებში:

“სტალინს კოლოსალური ავტორიტეტი ჰქონდა, და არა მხოლოდ რუსეთში, მას ძალუძდა, ესწავლებინა თავისი მტრებისთვის, გამარჯვებებით არ ენეტარათ, გამარჯვებები კი მას დამარცხებებზე გაცილებით მეტი ჰქონდა. სტალინური რუსეთი მონარქიასთან ერთად დაღუპული წინანდელი რუსეთი არ არის, მაგრამ სტალინური სახელმწიფო სტალინის ღირსეული მემკვიდრის გარეშე განწირულია”.

* ჩან კაიში, ჩინეთის გომინდანური მთავრობის ხელმძღვანელი:

“სტალინი მოკავშირეთა კოალიცაში თანასწორთა შორის პირველი იყო… ჩინეთმა სტალინის წყალობითა და სსრ კავშირის დახმარებით გაძლო იაპონიასთან ომის პირველ წლებში, ჩინეთის კომპარტია სტალინისვე წყალობით არა მხოლოდ გადაურჩა განადგურებას, არამედ კონტინენტურ ჩინეთში ძალაუფლებაც კი იგდო ხელთ, იაპონიის კაპიტულაციაც შეუძლებელი იქნებოდა გენერალსიმუს სტალინის მეთაურობით წითელი არმიის გამარჯვებების გარეშე. ასეა თუ ისე, ჩინეთის ისტორია 1930-იანი წლებიდან მრავალმხრივ არის დაკავშირებული სტალინისა და სსრ კავშირის პოლიტიკასთან”.

* ალექსანდრე კერენსკი, რუსეთის დროებითი მთავრობის პრემიერმინისტრი 1917 წელს:

“სტალინმა რუსეთი ფერფლიდან აღადგინა, დიდ სახელმწიფოდ აქცია, ჰიტლერი გაანადგურა, რუსეთი და კაცობრიობა გადაარჩინა”.

* იუჰო კუსტი პაასიკივი, ფინეთის პრეზიდენტი 1946_1956 წლებში:

“სტალინი ისტორიაში უდიდესი სახელმწიფოს შემოქმედია. სტალინი ფინეთისადმი სიმპათიასა და მეგობრულ დამოკიდებულებას ავლენდა. მისი გარდაცვალება ჩვენი ხალხის გულწრფელ მწუხერებას იწვევს. მე გენერალისიმუს სტალინთან მრავალგზის შეხვედრისა და მოლაპარაკების საშუალება მქონდა. ამ შეხვედრებზე ძალზე სასიამოვნო მოგონებები შემომრჩა”.

შენიშვნა: იუჰო პაასიკივი ფინელებმა 10 ნომინალის ფინურ მარკაზე გამოსახეს და ეს არ ჩაითვალა კულტად, ხოლო სტალინი, რომელმაც უარი თქვა, საბჭოთა საფოსტო მარკაზე გამოესახათ მისი სახე, აგრეთვე, კომუნისტური პარტიისთვის ეწოდებინათ ლენინურსტალინური, ტირანად შერაცხეს და მისი პიროვნების კულტი დაგმეს.

* ენტონი იდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 1955_1957 წლებში:

“სტალინმა თავდაპირველად ჩემზე შთაბეჭდილება თავისი ნიჭიერებით მოახდინა და მასზე აზრი არ შემიცვლია. მას ჰქონდა კარგი, ბუნებრივი, ეტყობა, ქართული წარმომავლობის მანერები, ვიცი, რომ ის იყო შეუბრალებელი, მაგრამ პატივს ვცემ მის გონებას და სიმპათიითაც კი ვარ განწყობილი მის მიმართ, რაც ჩემი თავისთვის ბოლომდე ვერ ამიხსნია. ეს, ალბათ, სტალინის პრაგმატიზმის შედეგი იყო. ჩქარა გავიწყდებიოდა, რომ შენ პარტიულ ლიდერთან ლაპარაკობდი… მე მისი სახით ყოველთვის საინტერესო, მოღუშულ და მკარც მოსაუბრეს ვხედავდი. ხშირად ასეთ განწყობაზე ყოფნას განსახილველი საკითხები ავალდებულებდა. სტალინი ღრმად იყო ჩახედული ყველა საკითხში, რომლებთანაც შეხება ჰქონდა. წინდახედულობითა და ოპერატიულობით გამორჩეოდა, ყოველივე ამის უკან ძალა იდგა”.

* ჰენრი კისინჯერი, აშშის სახელმწიფო მდივანი 1973_1977 წლებში:

“სტალინი, როგორც დემოკრატიული ქვეყნების არც ერთი სხვა ლიდერი, მზად იყო, ნებისმიერ დროს შესდგომოდა ძალთა თანაფარდობის ძირფესვიანდ შესწავლას და რწმენით, რომ ის იყო მსახური ისტორიული სიმართლისა, რომლის გამოხატულებასაც მისი იდეოლოგია წარმოადგენდა, მტკიცედ და გადაჭრით იცავდა საბჭოეთის ნაციონალურ ინტერესებს; ისე იცავდა, რომ თავს არ იმძიმებდა, როგორც მას მიაჩნდა, ფარისევლური მორალის ან პირადული ინტერესების ტვირთით.

სტალინის სიტყვებში გამოსჭვივის აზრისა და მოქმედების მიზანსწრაფული სისასტიკე, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის ურყევი ერგულების შედეგია. სტალინი მგზნებარე რევოლუციონერი, გულმშვიდი, აღუშფოთებელი სტრატეგი იყო. მან რუსეთი XX საუკუნეში ზესახელმწიფოდ აქცია, ისე, როგორც რიშელიემ _ საფრანგეთი XVII საუკუნეში”.

* კორდელ ჰალი, აშშის სახელმწიფო მდივანი 1933_1945 წლებში:

“სტალინი გასაოცარი პიროვნებაა, ის დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ნიჭითა და გონებით, აგრეთვე, პრაქტიკული საკითხების არსის წვდომის უნარით. ის რუზველტსა და ჩერჩილთან ერთად ერთ-ერთია იმ ლიდერთაგან, რომლებსაც მხრებზე აწვებათ ისეთი პასუხისმგებლობა, რომლის მსგავსიც არც ერთ ადამიანს არ დაეკისრება უახლოეს 500 წელიწადში”.

* ჰარი ლოიდ ჰოპკინსი, აშშის პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის სპეციალური მრჩეველი:

“…ძალიან ვარ დარწმუნებული ამ ფრონტის წარმატებაში. აქ სუფევს გამარჯვების მტკიცე რწმენა… სტალინს რომ რამე დამართნოდა, როგორი შედეგები გვექნებოდა?! ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ შეგვეძლო, მივნდობოდით მის გონებას, გრძნობასა და გაგებას, მაგრამ ჩვენი ეს რწმენა არ ვრცელდებოდა იმ გარემოებებსა და მოღვაწეებზე, რომლებიც მის ზურგს უკან იმყოფებოდნენ, იქ, მის ზურგს უკან”.

* ავერელ ჰარიმანი, აშშის ელჩი საბჭოთა კავშირში 1943_1946 წლებში:

“ისინი, ვინც სტალინს პირადად არ იცნობდნენ, მასში მხოლოდ ტირანს ხედავენ. მე კი მეორე მხარეც მინახავს _ მისი ჭკუა, დეტალების ფანტასტიკური აღქმის ნიჭი, მისი გამჭრიახობა და განსაცვიფრებელი ადამიანური ყურადღება, რისი გამოჩენის უნარიც ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ომის წლებში, ჩემი აზრით, ის უფრო იყო ინფორმირებული, ვიდრე რუზველტი და საქმის ვითარებას უფრო რეალისტურად უყურებდა, ვიდრე ჩერჩილი. ომის ლიდერებს შორის ის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურა იყო”.

* ჯორჯ ფროსტ კენანი, აშშის ელჩი საბჭოთა კავშირში 1952 წელს:

“გაბედული, მაგრამ ფრთხილი, ადვილად განსარისხებელი და ეჭვიანი, მაგრამ მომთმენი და თავისი მიზნების მიღწევაში დაუოკებელი, შეეძლო ემოქმედა ძალზე შეუპოვრად, მოთმინებით და ფარულად, გარემოებების შეესაბამისად. გარეგნულად სადა და უბრალო, მაგრამ სახელმწიფოს პრესტიჟისა და ღირსების უმკაცრესი და უბადლო დამცველი. …პრინციპული და უყოყმანო, როცა საქმე ეხებოდა პატიოსნებისა და მორჩილებისადმი მის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს. ადამიანების ყოველმხრივ და უსენტიმენტებოდ შემსწავლელ სტალინს შეეძლო, როგორც ჭეშმარიტ ქართველ გმირს, დიდი და კარგი მეგობარიც ყოფილიყო და შეურიგებელი, საშიში მტერიც. მისთვის ძნელი იყო, მეგობარსა და მტერს შორის რაღაც შუალედური ყოფილიყო”.

* ჯოზეფ ედვარდ დევისი, აშშის ელჩი საბჭოთა კავშირში 1936_1938 წლებში:

“სტალინი, როგორც ჭეშმარიტად დიდი ადამიანი, მეტად თავმდაბალი და მოკრძალებულია. ის უარყოფს მისადმი გამოთქმულ ყოველგვარ ქება-დიდებას უდიდესი სამრეწველო ობიექტების აშენებისთვის, რომელთა ნახვაც მე მომიწია, და მიაჩნია, რომ ეს ქვეყნის ათასობით ინჟინერ-ტექნიკოსისა და მუშა-მოსამსახურის დაძაბული შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგია… რომ არა მოვლენათა მისეული განჭვრეტა, კეთილგონიერება და დაუოკებელი ნებისყოფა, შეუძლებელი იქნებოდა მძლავრი საბჭოთა შეიარაღებული ძალების შექმნა და გერმანელებს საბჭოთა საზღვრის გადალახვისას წინ ვერ აღუდგებოდა ტანკებით, ქვემეხებითა და თვითმფრინავებით შეიარაღებული წითელი არმია, რომელმაც შესაძლებლობა არ მისცა ჰიტლერს, საბჭოთა კავშირის დამარცხების შემთხვევაში ბატონობა დაემყარებინა ევრაზიაზე, აფრიკაზე და მათ მიმდებარე ზღვებზე”.

* ჰენრი არნოლდი, ამერიკელი გენერალი:

“სტალინმა გამაკვირვა ჩვენი თვითმფრინავების ცოდნით. იგი მათ თავისებურებებს, მათი შეიარაღებისა და ჯავშნის დეტალებს უფრო უკეთ იცნობდა, ვიდრე ჩვენი საჰაერო ძალების ბევრი დაწინაურებული ოფიცერი. სტალინი ჭეშმარიტად ფოლადის ადამიანი იყო, უშიშარი, ბრწყინვალე გონების, სწრაფი აზროვნებისა და რეაქციის, შეუბრალებელი, დიდი ლიდერი და გაბედული”.

* ალექს დე ჯონგი, ამერიკელი მეცნიერი, პროფესორი:

“ჰიტლერს საბჭოთა კავშირი რომ დაემარცხებინა, უკვე არ იარსებებდნენ რუსები, მაგრამ მათთან ერთად ფრანგებიც, ინგლისელებიც, ამერიკელებიც აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა. ის გენიალური პიროვნებაა კიდევ იმიტომ, რომ ბოლო მსოფლიო ომში მოახერხა, თავის მოკავშირეებად ექცია ინგლისელები, ამერიკელები და ფრანგებიც. ყველა დიდ შეცდომას უშვებს მაშინ, როცა ფიქრობენ, რომ პოლიტიკის აგება პირად ურათიერთობებზე შეიძლება. ამის იმედი ჰქონდა ჩერჩილს, რომელიც თავდაჯერებული ფიქრობდა, რომ გაეცნობოდა სტალინს და მას თავის თაყვანისმცემლად გაიხდიდა. სტალინმა კი შეძლო აეძულებინა როგორც ჩერჩილი, ისე რუზველტი, ევლო მის მიერ დასახული გზით. ამდენად, სტალინის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველა ჩვენგანის არსებობა”.”

*ადოლფ ჰიტლერი, გერმანიის ფიურერი 1934_1945 წლებში:

“უდავოდ გვმართებს, სტალინს ჯეროვანი პატივისცემით მოვეკიდოთ, ის გენიალური ტიპია”.

* იოახიმ ფონ რიბენტროპი, ფაშისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 1938_1945 წლებში:

“ჩვენი მთავარი მტერი საბჭოთა კავშირია, სტალინი კი, როგორც სტრატეგი და სახელმწიფო მოღვაწე, უფრო ნიჭიერია, ვიდრე ჩერჩილი და რუზველტი ერთად”.

* ჰენრიხ მიულერი, ფაშისტური გერმანიის გესტაპოს შეფი 1939_1946 წლებში:

“მხოლოდ იმაზე დავფიქრდეთ, რისი გადატანა მოუხდა მის (სტალინის) სისტემას ბოლო ორი წლის განმავლობაში, არადა, როგორი ავტორიტეტით სარგებლობს ხალხის თვალში. სტალინი ახლა სულ სხვა მხრივ წარმომიდგება, ის დასავლეთის სახელმწიფოების ყველა ლიდერზე განუზომლად მაღლა დგას”.

* ბერნარდ შოუ, ინგლისელი მწერალი:

“ახლა, როცა სტალინი ჩვენს მხარესაა, ომს აუცილებლად მოვიგებთ. სტალინი გიგანტია, დასავლეთის სახელმწიფოების სხვა ლიდერები _ პიგმეები.”

* პაბლო პიკასო, ესპანელი მხატვარი:

“იყო სტალინი _ ჩემი აზრით, მსოფლიოში ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. ის გენიალური ადამიანი გახლდათ და ამაში ეჭვი არავის ეპარება _ არც მონმარტელ ქუჩის მხატვარს, არც აკადემიაში მოღვაწე გამოჩენილ მეცნიერს, არც “როლს-როისის” ინჟინერსა და გალვანობის აღმომჩენს ამერიკაში. ის გენიალურია, არა მხოლოდ უბრალო ადამიანის თავლსაზრისით, არამედ დიდი ხელოვანების თვალსაზრისითაც კი.

იყო სტალინი _ ნიშნავს სიცრუის სიძულვილსა და ადამიანების დაფასებას, კომუნიზმისთვის საკუთარი სისხლის ბოლო წვეთამდე გაღებას და იმაში დაურწმუნებლობას, რომ ასეთი გმირობისთვის სხვებიც მზად არიან, ბელადის კულტის ესერული ერესის ნაყოფად მიჩნევას და საკუთარ კულტზე თვალის დახუჭვას.

მასში იყო სახელმწიფო კაცის _ იულიუს კეისრის ჭკუა და მარკუს ოქტავიუსის ეშმაკობა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული გენიალურობა და ციცერონის ორატორული დამარწმუნებლობა და ლაკონურობა, მაგრამ ის მათზე მაღლა დგას, გაცილებით მაღლა, მასში ისინი, ყველანი იყვნენ… და თუ მსოფლიოს ისტორიაში სამი-ოთხი ადამიანი დარჩება, ერთი მათგანი უეჭველად სატლინი იქნება”.

* პაბლო ნერუდა, ჩილელი პოეტი:

მაგრამ იცოდეთ, ვაშინგტონს, ნიუ იორკს,

თუ ლეგიონებს კვლავ აასხამთ საომარ ჯავშანს,

დიდი ქვეყანა სინათლისა რომ დაანგრიოთ;

თუ ჩიკაგოელ მსუქან ყასაბს საყმოდ გადასცემთ,

რაც გვწამს და გვიყვარს, ჩვენს სიყვარულს

და ჩვენს სიცოცხლეს, _ მაშინ ამოვალთ

ქვესკნელიდან, რომ გზა შეგიკრათ

და სასიკვდილოდ დაგიკოდოთ ბოროტი გული,

და ჯოჯოხეთურ ცეცხლში, ქვეყნად რომ გააჩაღეთ,

თქვენვე დააგბუგავთ!”

გრიგოლ ონიანი

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. დიდი პატივისცემით კიდევ ერთი ჩემი მოსაზრება მინდა გაგაცნოთ ბატონო გრიშა.თქვენ ერთერთ გადაცემაში ამბბთ, რომ არ ამაყობთ თქვენი ქართველობით ეს ალბათ ემოციურობის ბრალი იყო, მაგრამ როგორც მე ვიცი და ამაში თქვენც დამემოწმებით სტალინი ყოველთვის ამაყობდა თავისი ქართველობით და ერთიც ჩემი საკუთარი გულის და გონების ნაკარნახევი უნდა გაგიზიაროთ. სტალინი იყო დედით წარმოშობით სომეხი, მამით ასევე წარმოშობით ოსი, ხოლო გულით და გონებით უპირველესი ქართველი და ამავედროს რაც ყველაზე მთავარია მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი ადამიანი.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here