Home რუბრიკები ბლოგი რუსული ავიამზიდებით შეშინებულმა ამერიკულმა საესკადრო ნაღმოსანმა შავი ზღვა დატოვა

რუსული ავიამზიდებით შეშინებულმა ამერიკულმა საესკადრო ნაღმოსანმა შავი ზღვა დატოვა

765

როგორც სააგენტო “Интерфакс”-ი იუწყება, რუსული წყალქვეშა ნავების გამოჩენით შეშინებულმა, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაიჯისითაღჭურვილმა, ამერიკულმა საესკადრო ნაღმოსანმაკარნიმშავი ზღვის აკვატორია ვადაზე ადრე, 21 დღის ნაცვლად 6 დღეში დატოვა.  

საესკადრო ნაღმოსანი “კარნი” აღჭურვილია  ბალისტიკური რაკეტების დასადგენი და გასანადგურებელი, აგრეთვე, ფრთოსანი რაკეტებით უზუსტესი დარტყმის განმახორციელებელი სისტემებით.

ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს საესკადრო ნაღმოსანის  ფოტოები, იმ დროს, როდესაც ნაღმოსანი სამხრეთის მიმართულებით ბოსფორის სრუტეს კვეთდა.

შავ ზღვაში დისლოკაციის დროს „კარნი“-მ რუმინულ პორტ კონსტანცაშიც შევიდა.
„კარნი“ , აშშ-ის სამხედრო -საზღვაო ფლოტის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სხვა ნაღმოსნებთან- „როსი“, „დონალდ კუკი“ და „პორტერი“, აგრეთვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სახმელეთო ბაზებთან („იჯის“) ერთად პოლონეთსა და რუმინეთში, წარმოადგენს ევროპის  ადაპტიური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შემადგენელ ნაწილს.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის და ნატოს სხვა არაშავიზღვისპირა ქვეყნების გემები შავი ზღვის აკვატორიაში მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან, განსკუთრებით უკრაინის მოვლენების  შემდეგ.

დამკვირვებლების აზრით, საესკადრო ნაღმოსანი “კარნი”-ს  შავი ზღვის აკვატორიიდან ვადაზე ადრე გასვლა დაკავშირებული უნდა იყოს, გასულ ოთხშაბათს, აღნიშნულ აკვატორიაში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიამზიდების ჯგუფის შესვლით. ჯგუფს მძიმე ავიამზიდი კრეისერი „Адмирал Кузнецов“-ი უდგას სათავეში. მის შემადგენლობაში აგრეთვე შედიან კრეისერი „Петр Великий”, დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდები “Североморск” и “Вице-адмирал Кулаков”-ი.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მონაცემებით, ამჟამად, რუსეთის ავიამზიდთა ჯგუფს, დამატებით, ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი, სამი წყალქვეშა ნავიც დაემატა.

Times ცნობით, რუსეთმა სირიაში სამი წყალქვეშა ნავი გაგზავნა.

“კალიბრის ” ტიპის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა გემები ხემლთაშუა ზღვაში რუსულ ფლოტს შეუერთდებიან და  „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს შეუტევენ.

როგორც ირკვევა, ნატოს გენერალური მდივანი იან სტოლტენბერგი ღრმადაა შეშფოთებული ამ ფაქტის გამო და გმობს რუსეთის ქმედებას, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ იგივე სტოლტენბერგი, ხშირ შემთხვევაში,  რეაქციის გარეშე ტოვებს აშშ-ის და ნატოს წევრი რიგი სხვა ქვეყნების მსგავს ქმედებებს.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here