Home რუბრიკები საზოგადოება “ერთთვიანი ნაციონალური მოძრაობა” _ საიდუმლო ამოხსნილია

“ერთთვიანი ნაციონალური მოძრაობა” _ საიდუმლო ამოხსნილია

531

სკანდალური ინფორმაციის მოპოვებაზე დაგეშილმა ჩვენმა გადარეულმა კორესპონდენტმა გადასარევი ინფორმაცია მოგვაწოდანაციონალური მოძრაობისოფისიდან. კერძოდ, ჩვენს დაგეშილ კორესპონდენტს ყოველთვის უკვირდა, რატომ ეწოდებოდა ამ ორგანიზაციასერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როდესაც იგი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების დღიდან იშლებოდა მარტივ მამრავლებად. 2012 წლის შემდეგ მას ჯერკუბლაშვილების გირჩიგამოეყო, შემდეგ _ “ვაშაძეები”, ცალკეულ გაქცეულ წევრებზე კი აღარც არის საუბარი. სწორედ ამიტომ, როდესაც კიდევ ერთხელ გამოცხადდა ნაცებში განხეთქილების შესახებ, ჩვენი გადარეული კორესპონდენტი მსწრაფლ იქ გაჩნდა და დაიწყო დაკვირვება იმაზე, თუკი ასე წამდაუწუმ იშლება, მაშ, რატომღა ჰქვია ამ ორგანიზაციასერთიანი ნაციონალური მოძრაობაო”.

ამჯერად საუბარია “ნაცების” ორი გამორჩეული ლიდერის _ დავით ბაქრაძისა და სანდრა რულოვსის დაპირისპირებაზე. მოგეხსენებათ, ქალბატონ სანდრას არ სურს “გაყალბებული არჩევნების” მიზეზით პარლამენტში შესვლა, ხოლო ბატონი დავითი ძალუმად მიიწევს პარლამენტისკენ და სულაც არ აპირებს დეპუტატის მსუყე შემოსავლისა და პრივილეგიების დათმობას ვიღაც მიშასა და მისი ჰოლანდიელი ცოლის ხუშტურების გამო.

როგორც ჩვენი გადარეული კორესპონდენტი გვატყობინებს, ნაცების ოფისში საქმე ისე დაძაბულა, რომ მხარეები უკვე შეტაკებისთვისაც კი არიან მზად. ეტყობა, ამიტომაც აფრქვევენ ხოლმე საომარ რიტორიკას: “ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ!” _ ამას ამბობენ პარლამენტში შესასვლელად მზადმყოფი “ბაქრაძისტებიც” და პარლამენტში არშესვლის მომხრე “სანდრისტებიც”. “ჩვენ პარლამენტში შევალთ და ვიბრძოლებთო”, _ ამბობენ ერთნი. “ჩვენ პარლამენტში არ შევალთ და ვიბრძოლებთო”, _ აცხადებენ მეორენი. როგორც ჩვენმა გაშტერებულმა კორესპონდენტმა საკუთარი თვალით იხილა, მხარეებს შესაბამისი ლოზუნგები და პლაკატებიც კი მოუმზადებიათ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა პლაკატების ანალოგიურია. ერთზე დავით ბაქრაძეა გამოსახული წარწერით “შენ! შეხვედი პარლამენტში?!”, ხოლო მეორეზე სანდრა რულოვსია აღბეჭდილი წარწერით “დედა-რულოვსი გვიხმობს”!

ყოველივე აქედან გამომდინარე, მართლაც გაურკვეველი რჩებოდა, რატომ ერქვა ამ აშლილ-დაშლილ-მიშლილ-მოშლილ ორგანიზაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”? სწორედ ამ ფიქრებში იყო წასული ჩვენი გაოგნებული კორესპონდენტი, რომ უნებურად უფრო კარგად დააკვირდა ნაცების ახალ გერბზე წარწერას და გარკვევით ამოიკითხა “ერთთვიანი ნაციონალური მოძრაობა”.

აქ კი ყველაფერი უცებ შეიქნა ნათელი. აკი, ეს ახალი გერბი ნაცებმა არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე შეიმუშავეს და გამოაქვეყნეს, როგორც განახლებული “ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლო. ესე იგი, ეს მოძრაობა უკვე “ერთიანი” კი არა, “ერთთვიანი” ყოფილა, ანუ არჩევნებამდე ერთ თვით ადრე შეკოწიწებული, მასში სანდრას შესვლითა და ზუგდიდში მაჟორიტარული არჩევნების მოგების მცდელობით.

თუმცა, როგორც ჩანს, ნაცებს გული უგრძნობდათ, რომ არჩევნების შემდეგ, ანუ ზუსტად ერთ თვეში მათი მოძრაობა კიდევ უფრო მეტად დაქუცმაცდებოდა და მისგან აღარაფერი დარჩებოდა.

მოკლედ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა _ “ერთთვიანი ნაციონალური მოძრაობა” ზედგამოჭრილი სახელია ამ ტუტუცებისთვისო, _ დაასკვნა ჩვენმა უკვე დამშვიდებულმა კორესპონდენტმა და დინჯი ნაბიჯით გამოეშურა რედაქციისკენ.

მასე აბარავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here