Home რუბრიკები პოლიტიკა განხეთქილების პლუტონიუმი

განხეთქილების პლუტონიუმი

709

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (პარლამენტის) საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპამ ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, უარი თქვას აშშთან 2010 წლის 8 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებაზე სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ (“ესენვე-III”), რომელიც ძალაში შევიდა 2011 წლის 5 თებერვალს, მოქმედების ვადა 2021 წლის 5 თებერვლამდე.

“მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთი უნდა დაფიქრდეს ადეკვატურ პასუხზე და დააყენოს საკითხი სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შეთანხმებიდან (CHB-III) გამოსვლის შესახებ, რადგან დარღვეულია პარიტეტი ნატოს ბლოკსა და რუსეთს შორის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ატომური კლუბის ორი წევრი _ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი _ აშშ-ის მოკავშირე ნატოში გამუდმებით აძლიერებს ბირთვულ პოტენციალს”, _ განაცხადა ალექსეი ჩეპამ 19 ოქტომბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე, რომელიც აშშ-თან საიარაღო პლუტონიუმის უტილიზაციის შესახებ შეთანხმების შეჩერების საკითხს ეძღვნებოდა.

“რუსეთი და აშშ დიდი ხნის განმავლობაში განაცალკევებდნენ ბირთვული შეიარაღების საკითხებს მოლაპარაკებების სხვა თემებისგან, ახლა ეს ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა, _ წერდა პოპულარული ამერიკული ჟურნალი Foreign Policy რამდენიმე დღის წინათ. და, როგორც ჩანს, ასეც მოხდება _ რუსეთის პარლამენტი მხარს დაუჭერს ვლადიმერ პუტინის მიერ შეტანილ კანონპროექტს ზემოხსენებული შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შესახებ. პუტინის წინადადება გასაჯაროვდა ოქტომბრის დასაწყისში, სირიის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, რუსეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის ზრდის პიკზე.

პუტინმა პლუტონიუმის საკითხზე თანამშრომლობის გაგრძელების სანაცვლოდ წამოაყენა მოთხოვნების პაკეტი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებული არ არის. ეს არის რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და ე.წ. მაგნიტსკის კანონის გაუქმება, აგრეთვე, ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირება ნატოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. უმრავლესობა ანალიტიკოსებისა მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი მოსკოვის მოთხოვნებს არ დათანხმდება და შედეგად გაწყდება ურთიერთობა ატომური მასალების უტილიზაციის საკითხზე.

გერმანული გამოცემა “დოიჩე ველე” წერს, რა მნიშვნელობა აქვს ამ შეთანხმებას.

რატომ იყო ის საჭირო: ჭარბი პლუტონიუმი

სსრკ-ის დაშლისა და გამალებული შეიარაღებისკენ სწრაფვის დასრულების შემდეგ რუსეთმა და აშშ-მა შეწყვიტეს საიარაღო პლუტონიუმის წარმოება, თუმცა ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა ის საკმარისზე მეტი დააგროვეს: პრინსტონის უნივერსიტეტის სპეციალისტების გამოთვლით, რუსეთს 128 ტ საიარაღო პლუტონიუმი ჰქონდა, აშშ-ს _ 88 ტ. ერთი ატომური ბომბის დასამზადებლად კი 4 კგ ეს ნივთიერებაც საკმარისია.

1990-იან წლებში ორივე ქვეყანა აწარმოებდა მოლაპარაკებებს ატომური არსენალის შესამცირებლად, მათ შორის, ატომური იარაღისთვის საჭირო ნედლეულის წარმოების შესამცირებლად.

მაგრამ, თუ ურანის საკითხზე თანამშრომლობა წარმატებული იყო _ სსრკ-მა 500 ტ მცირედ გამდიდრებული და გადამუშავებული ურანი ატომური ელექტროსადგურებისთვის სათბობად მიჰყიდა აშშ-ს _ პლუტონიუმზე მოლაპარაკებები პრობლემური აღმოჩნდა.

უტილიზაციაზე შეთანხმებას 2000 წელს მიაღწიეს, სამწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, მაგრამ უთანხმოება მაინც რჩებოდა _ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკულიც. მათ შორის მთავარი იყო, როგორ უნდა ეწარმოებინათ პლუტონიუმის უტილიზაცია.

 უთანხმოების მიზეზი

ექსპერტებმა შეიმუშავეს იარაღისთვის განკუთვნილი პლუტონიუმის უტილიზაციის 2 ძირითადი მეთოდი _ მისი გარდაქმნა ატომური ელექტროსადგურებისთვის საჭირო საწვავად ან სხვა ნივთიერებებთან ერთად დამარხვა. მეორე მეთოდი თეორიულ შესაძლებლობას ტოვებს, ეს ნივთიერება კვლავ გარდაიქმნას სამხედრო თვალსაზრისით გამოსაყენებელ მასალად.

რუსეთი და აშშ, როგორც იქნა, შეთანხმდნენ და სპეციალური ოქმიც გააფორმეს, რომ პლუტონიუმს ატომური ელექტროსადგურებისთვის საჭირო საწვავად გარდაქმნიან. რუსეთმა ამისთვის ქარხანაც კი ააშენა სვერდლოვსკის ოლქში. ამასთანავე, უტილიზაციის ხარჯები აშშ უნდა დაეფარა.

თვით აშშმა კი ატომური ელექტროსადგურებისთვის პლუტონიუმის საწვავად გარდაქმნის გეგმას გადაუხვია. სამხრეთ კაროლინის შტატის სავანარივერის ატომურ ცენტრში ახლაც დგას ქარხნის დაუმთავრებელი შენობა და მშენებლობის დასრულების საკითხი დღესაც ღიაა.

როდესაც პლუტონიუმზე კამათი არაფერ შუაშია

ამრიგად, შეთანხმება დაირღვა, თუმცა არა იმიტომ, რომ აშშ არ ამთავრებს ქარხნის მშენებლობას, არა იმიტომ, რომ აპირებს ბირთვული იარაღის ატომურ მუხტში დააბრუნოს პლუტონიუმი, _ ამბობს ცნობილი სპეციალისტი, კარნეგის მოსკოვური ცენტრის პროგრამა “გაუვრცელებლობის პრობლემების” ხელმძღვანელი ალექსეი არბატოვი, _ უბრალოდ, ვაშინგტონისთვის მთავარია ფინანსური და ტექნიკური საკითხები და არა ატომური განიარაღების შესახებ ვალდებულებები, რომლებიც დღეს, როგორც არასდროს, შორეული და არარეალური ჩანს.

ტექნიკური და პოლიტიკური უთანხმოება პლუტონიუმის უტილიზაციის შესახებ არაფერია იმ აუცილებლობასთან, რომელსაც ჰქვია მისგან წარმოქმნილი საფრთხის მინიმიზირება, მათ შორის, იმ რისკისა, რომ პლუტონიუმი შეიძლება ხელში ჩაუვარდეს ძალიან საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციას.

კრემლის მიერ წამოყენებული პირობები მხოლოდ დააჩქარებს მოსკოვისა და ვაშინგტონის თანამშრომლობის შეწყვეტის პროცესს, _ ვარაუდობენ ექსპერტები.

2013 წელს შეწყდა ნანი-ლუგარის პროგრამა, 2014 წელს შეჩერდა თანამშრნომლობა ბირთვული იარაღის მასალების შენახვის შესახებ, 2015 წელს კი რუსეთი პირველად არ მონაწილეობდა ვაშინგტონში გამართულ ატომური მასალების უტილიზაციის შესახებ სამიტში.

ექსპერტთა აზრით, დარჩა მხოლოდ ბოლო შეთანხმება სტრატეგიული შემტევი შეიარაღების (“ეს-ენ-ვე-III”) შემცირების შესახებ, რომლის დენონსაციის ალბათობა ძალიან დიდია.

როგორც ჩანს, დღეს გეგმა ასეთია: აშშ და რუსეთი განაგრძობენ ტონობით პლუტონიუმზე ჯდომას განუსაზღვრელი ვადით… მაგრამ თუ დავფიქრდებით, ეს გეგმა კი არა, უბრალოდ საშინელი უმოქმედობა და უუნარობაა, რაღაც გაკეთდეს საერთო საფრთხის წინააღმდეგ.

მომზადებულია

დოიჩე ველეშიგამოქვეყნებული მასალის მიხედვით

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/chinetis-xomaldebma.jpg

ჩინურმა ხომალდებმა ამერიკული ნაღმოსანი შეაშინეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმა სამხედროსაზღვაო ხომალდმა აშშის საესკადრო ნაღმოსანიდეკალიტრეაიძულა, განრიდებოდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე პარასელსის კუნძულების აკვატორს.

ამერიკელებმა ეს ადგილი ჩინელების გამაფრთხილებელი სიგნალის მიღების შემდეგ დატოვეს.

აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამერიკული ნაღმოსნის იმ რეგიონში ყოფნა _ ეს არის ბრძოლა ჩინეთის მხრიდან საზღვაო ნავიგაციის დარღვევის წინააღმდეგ, ხოლო ჩინელების ხომალდების მოქმედება კი “არალეგალური” და “პროვოკაციულია”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/avianosec_kuznecov_2.jpg

რუსეთის სამხედროსაზღვაო ფლოტმა ევროპაზე შთაბეჭდილება მოახდინა

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის სარაკეტო კრეისერმაპეტრე დიდმა”, მძიმე ავიამზიდმაადმირალმა კუზნეცოვმადა მათმა თანმხლებმა 6-მა ხომალდმა სათანადო შთაბეჭდილება მოახდინა ჩრდილოეთ ევროპაზე”, _ წერს ნორვეგიული გამოცემა VC.no.

ხმელთაშუა ზღვისკენ მიმავალ რუსულ საზღვაო ხომალდებს, რომლებმაც ნორვეგიის კუნძულ ანიოის გვერდი აუარეს, ფოტოები გადაუღეს ნორვეგიული თვითმფრინავ Orion-იდან.

“სანაპირო დაცვის ნორვეგიული ხომალდი უკან მისდევდა რუსული ხომალდების ჯგუფს, რომლებმაც სტარტი ბარენცის ზღვიდან აიღეს. 8 რუსული ხომალდი, სავარაუდოდ, გაივლის ლა-მანშის სრუტესა და ბისკაის ყურეს, შემდეგ კი გიბრალტარის სრუტით ხმელთაშუა ზღვაში შევა”, _ მოჰყავს ციტატა ნორვეგიულ გამოცემას ნორვეგიელი გენერალ-ლეიტენანტის _ მორტენ ჰააგ ლენდეს ინტერვიუდან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს რუსეთის საზღვაო ფლოტის ძლიერების ყველაზე მნიშვნელოვანი დემონსტრაციაა ევროპისთვის.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ხომალდების ჯგუფი, ავიამზიდ “ადმირალ კუზნეცოვის” მეთაურობით, ოქტომბრის შუა რიცხვებში გაემართა სირიის ნაპირებისკენ.

მძიმე ავიამზიდ სარაკეტო კრეისერს _ “საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალ კუზნეცოვს” შეუძლია გემბანზე მიიღოს 50 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

2016 წელს ავიამზიდი დაკომპლექტდა განახლებული შერეული ავიაპოლკით, რომლის საფუძველს წარმოადგენს “მიგ-29”-ისა და ვერტმფრენ Ka52 K-ს უახლესი სახომალდე ვერსიები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here