Home რუბრიკები საზოგადოება რომან შენგელია: ბავშვი ტყუილუბრალოდ მოკლეს და მერე იარაღი ჩაუდეს. საიდან ჰქონდა ჩემს...

რომან შენგელია: ბავშვი ტყუილუბრალოდ მოკლეს და მერე იარაღი ჩაუდეს. საიდან ჰქონდა ჩემს შვილს იარაღი?

621

რა მოხდა 23 ოქტომბერს სამხედროსასწავლო ცენტრკრწანისშიდა რა იყო 23 წლის გიგა შენგელიას მკვლელობის მიზეზი

23 ოქტომბერს წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრკრწანისში” 23 წლის მოქალაქე გიგა შენგელია გუშაგის მიერ ნასროლი ტყვიით შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღესვე გაავრცელა განცხადება და ინციდენტი შეაფასა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დილის 4-ის ნახევარზე სასწავლო ცენტრში სამი პირი უკანონოდ შეიჭრა, გუშაგმა კი მოახდინა შესაბამისი რეაგირება. მოგვიანებით მედიასთან კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამაც და აღნიშნა, რომ გუშაგი მოქმედებდააბსოლუტურად ნორმების დაცვით”. ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ნათესავებს და მიმდინარე გამოძიებას ეჭვის თვალით უყურებენ. გიგა შენგელიას ოჯახი სიმართლის დასადგენად დამოუკიდებელ ექსპერტიზას და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. რა მოხდა რეალურად 23 ოქტომბერს სამხედროსასწავლო ცენტრკრწანისში”, რამ გამოიწვია ინციდენტი და მოქმედებდა თუ არა შიგა განაწესის დაცვით გუშაგი, რომელმაც მოქალაქეს დამიზნებით ესროლა _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსდეტალურად ესაუბრება გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამა რომან შენგელია.

_ ბატონო რომან, რა მოხდა სინამდვილეში 23 ოქტომბერს? როგორ შეაფასებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას?

_ სამი კაცი იყო სამხედრო ბაზაში შესული: ჩემი შვილი და მისი ორი ძმაკაცი. მეგობრის სანახავად მივიდნენ, მაგრამ მის ნაცვლად ადგილზე სხვა გუშაგი დახვდათ, მათთვის უცნობი. გუშაგს პირველი ჩემი შვილი შეფეთებია და მას გაფრთხილების მიზნით ჰაერში გაუსროლია. გიგას უთქვამს, ქართველები ვართ, არ გვესროლოო და ამ დროს მისი მეგობრებიც მოსულან. მერე გიგა ღობეზე გადამხტარა და გაქცევას ცდილობდა, მაგრამ დაახლოებით 20-30 მეტრი რომ გაირბინა, ტყვია მოხვდა. ეს მოხდა დილის 4-ის ნახევარზე და 8-ის ნახევრამდე ბავშვი თუ იქ ეგდო, როგორ ვერ ნახეს? ნახეს კიდეც, წაიყვანეს, მაგრამ ვერ უშველეს. ის კი არა, ჩემი ძმა იყო ჩამოსასვენებლად ჩასული და ბავშვის ცხედარი პროზექტურაში არ დახვდა. სად ჰყავდათ, სად წაასვენეს?

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და დამალეს ცხედარი. ახლა კიდევ გამოდის მინისტრი და ამბობს, გუშაგი კანონის დაცვით მოქმედებდაო. როგორ მოქმედებდა კანონის დაცვით, როცა ადამიანს ბაზიდან 30 მეტრში ესროლა დამიზნებით? რა უფლება ჰქონდა, ბაზის გარეთ გაესროლა? ჯერ ერთი, ნებისმიერი მოქალაქე, გამვლელი შეიძლებოდა იქ ყოფილიყო და მეორეც, რა აუცილებლობა იყო გასროლის? წინააღმდეგობას უწევდნენ, ესროდნენ საპასუხოდ თუ ვინმე რამე საფრთხეს უქმნიდა? ბავშვი ტყუილუბრალოდ მოკლეს და მერე იარაღი ჩაუდეს… საიდან ჰქონდა ჩემს შვილს იარაღი?..

_ საინტერესოა, როგორ მოახერხეს მათ ბაზაში შესვლა, თუ ადგილზე მათთვის უცნობი გუშაგი იმყოფებოდა?

_ როგორც ჩანს, იქ შესვლა სირთულეს არ წარმოადგენდა. რატომ და რანაირად, მე არ ვიცი. ამაზე თვითონ იმტვრიონ თავი.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ჩემი შვილი და მისი მეგობრები ბაზაში შეჭრას ცდილობდნენ, ეს არის სრული სისულელე და აბსურდი. კი არ შეიჭრნენ, ბაზაში შევიდნენ და არანაირი აუცილებლობა, გუშაგს ცეცხლი გაეხსნა, არ არსებობდა. კიდევ ვიმეორებ, ჩემი შვილი გარბოდა და, გუშაგმა რომ ესროლა, ის უკვე ბაზის გარეთ იმყოფებოდა.

_ როგორც ვიცი, ბაზის ტერიტორიაზე კამერებიც არის დამონტაჟებული. არსებობს ინციდენტის ამსახველი ჩანაწერი?

_ კამერები არის, მაგრამ არ მუშაობსო. რას ჰქვია არ მუშაობს, ამხელა ბაზაა, ამხელა მნიშვნელობის ობიექტი, შეიძლება იქ ვიდეოკონტროლი არ იყოს? დარწმუნებული ვარ, ყველა კამერა მუშაობს და ჩანაწერიც არსებობს, მაგრამ აძლევთ კი ხელს ეს ჩანაწერი? ცხადია, ფირს გაანადგურებენ და არავის ანახვებენ.

_ ითქვა ისიც, რომ შემთხვევის ადგილზე თქვენი მეორე შვილიც იმყოფებოდა.

_ გიგას თავისი ტელეფონი ლომბარდში ჰქონდა მიტანილი და ჩემი მეორე შვილის _ გიოს ტელეფონი ჰქონდა, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ისიც იქ იყო, მაგრამ ეს სიცრუეა. გიო იქ არ ყოფილა.

_ აღძრულია საქმე და დაწყებულია გამოძიება. ენდობით მართლმსაჯულებას?

_ მე ვითხოვ დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რადგან ამათ არ ვენდობი. ან როგორ შეიძლება ვენდო იმ ტყუილებისა და დეზინფორმაციის შემდეგ, რაც გაავრცელეს. კაცი თავიდანვე ტყუილს რომ იტყვის, ბოლოს იტყვის სიმართლეს?!

_ დამოუკიდებელი ექსპერტიზა როდის უნდა ჩატარდეს?

_ უახლოეს დღეებში. ჯერჯერობით დასაფლავებასაც არ ვაპირებ. სანამ არ იქნება საქმე გამოძიებული და არ დაისმება წერტილი, ჩემი შვილი სახლში მეყოლება; ყველაფერს გავაკეთებ, ყველა საშუალებასა და შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა სიმართლე დადგინდეს.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, დღემდე ერთხელაც არ დაურეკავს გამომძიებელს, ერთი ზარიც არ ყოფილა, რომ ისე მაინც ეკითხა რამე.

_ თქვენ თუ სცადეთ ვინმესთან დაკავშირება?

_ არა და არც მინდა. თუ რამე აინტერესებთ, მოვიდნენ და მკითხონ. მეც მაქვს შეკითხვები და გამცენ პასუხი. დამიჯდნენ და მელაპარაკონ.

_ ექსპერტიზის შემდეგ რას აპირებთ?

_ თვითონ რას აპირებენ? გამოძიება ხომ დაიწყეს, გამოიძიონ. მიპასუხონ, სად ჰყავდათ ბავშვი 4-ის ნახევრიდან 8-ის ნახევრამდე. პროზექტურაში არ იყო, სად დამალეს?! ეს შეკითხვა მინდა მინისტრს დავუსვა და გამცეს პასუხი.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S.სასწავლო ცენტრკრწანისშიმომხდარი შემთხვევა არსებული ხელისუფლებისთვის ერთგვარი ტესტია და ეს საქმე უახლოეს მომავალში ნათლად დაგვანახვებს, რა გზას დაადგება საბოლოოდ მმართველი გუნდი _ სამართლიანობის დამკვიდრების თუ სააკაშვილისა და მისი ხროვის მიერ თავის დროზე დაწყებული კვაზისახელმწიფოს მშენებლობის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here