Home რუბრიკები პოლიტიკა გია ვოლსკი: ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს კორექტირება არ სჭირდება

გია ვოლსკი: ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს კორექტირება არ სჭირდება

544

ამომრჩეველს კარგად ახსოვს, რომ 2012 წელს წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დაპირება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაც იყო. მეტიც, 2013 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსზე საუბრისას შემდეგი რამ განაცხადა: “წინა ხელისუფლების უგუნური ქმედებებისგან ჩიხში შევედით. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპული და დარწმუნებული ვარ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავალაგებთ ურთიერთობას რუსეთთან”. სიტყვები სიტყვებად დარჩა, მაგრამ, როგორც ეს, ასევე სხვა წარუმატებელი ნაბიჯები ხელისუფლებამ ნაცების საბოტაჟს დააბრალა. შეფარვით ისიც ითქვა _ ჩვენ კი გვინდა, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორი არ გვანებებს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებასო. საინტერესოა, რას გეგმავს ამ მიმართულებით “ქართული ოცნება” მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ვოლსკი.

_ ბატონო გია, ამბობთ, რომნაციონალური მოძრაობარევოლუციის მოწყობას გეგმავს საქართველოში. მათ ისე დაკარგეს მეორე ტურში გამარჯვების იმედი, რომ მხოლოდ ქაოსის გამოწვევაზე არიან ორიენტირებული?

_ აშკარაა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი გეგმა დაძაბულობის შექმნა იყო. მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ ორგანიზებული, დაგეგმილი განცხადებები გააკეთა “რუსთავი 2”-სა და “ფოქსის” ეთერში, სადაც საუბრობდა ქვეყნის დამხობაზე, მკვლელობების გახშირებაზე, ბიუჯეტის ჩამოშლასა და ეკონომიკურ კრიზისზე. გარდა ამისა, უამრავი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გასაჯაროვდა და ნათელია, რომ დაძაბულობისა და არეულობის გამოწვევას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ. ესგეგმატვინგათხელებულ ადამიანებსა და სააკაშვილს ისევ სამუშაო მაგიდაზე უდევთ. თუმცა ისიც ნათელია, რომ ეს მცდელობა, უშედეგოდ დასრულდება, რადგან ხალხი ამგვარ ქმედებას არ შეეგუება. იმის თქმაც, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს, მათი გეგმის ნაწილი იყო, რადგან კარგად იცოდნენ და არავისთვის დაფარული არ არის, რომ რეალური შედეგები ნაციონალებს გამარჯვებას არ მოუტანდათ. “ნაციონალური მოძრაობისწევრებმა რეალური მონაცემები დამალეს და სხვა ციფრები გამოაქვეყნეს.

_ არ გამორიცხავთ, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებანაციონალური მოძრაობისმიერ ქვეყანაში შესაქმნელი ქაოსისა და არეულობის მიზეზი უნდა ყოფილიყო, კონკრეტულად რას ეფუძნება თქვენი ვარაუდი?

_ სწორედ იმ მონაცემებსა და მოცემულობას, რომლებზეც პირველ კითხვაში ვისაუბრე. არ მითქვამს, რომ გივი თარგამაძის აფეთქება ასი პროცენტით “ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილია, თუმცა ყველა წინაპირობა მიუთითებს, რომ ამ სცენარის ერთ-ერთი ნაწილი თარგამაძის აფეთქება იყო. ისიც დავუშვი, რომ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული ქაოსის ფონზე, მესამე ძალამ პიროვნული ანგარიშსწორებით ისარგებლა, მაგრამ ეს “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხისმგებლობის ტვირთს არ უხსნის. ნათელია, რომ გივი თარგამაძის აფეთქება ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, რასაც მრავალი წინაპირობა უდევს საფუძვლად.

_ თუ არის შესაძლებელი, რომ ჩანაწერების გამოქვეყნებისა და ბრალდებების შემდეგ, ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების მცდელობის გამო, “ნაციონალური მოძრაობისრამდენიმე წევრი დააკავონ?

_ ჩვენ გვახსოვს სააკაშვილისა და გვარამიას საუბრის ჩანაწერი ქვეყანაში არეულობის დაგეგმვაზე. ამ ჩანაწერის გახმაურების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ როგორ განვითარდება, ვერ გეტყვით, რადგან მომხდარ ფაქტს სამართლებრივი ანალიზი სჭირდება. თუმცა, თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედების ფაქტები გამოაშკარავდება, შესაბამის ზომებს აუცილებლად მივიღებთ.

_ ხალხმაქართული ოცნებაიმიტომ აირჩია, რომ სამართლიანობა აღედგინა დანაციონალური მოძრაობისდამნაშავე წევრები დაესაჯა, ამის ნაცვლად კი ქვეყანაში კოაბიტაციამ დაისადგურა, შედეგად ადამიანები, რომელთა ხილვაც ამომრჩეველს, ციხის საკანში თუ არა, სულ ცოტა, პოლიტიკურ ველს მიღმა სურდა, პარლამენტში აღმოჩნდნენ. რას აპირებთ მომდევნო ოთხ წელიწადში?

_ ხალხმა “ქართული ოცნება” იმიტომ აირჩია, რომ მასში ქვეყნის ფეხზე დადგომის პოტენცია დაინახა. სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლამ უამრავი ადამიანი სიკვდილისა და ღირსების შელახვისგან იხსნა. რაც შეეხება გასამართლებას, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. დღეს უამრავი ადამიანი იხდის სასჯელს, მაგალითად, ყოფილი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, ქალაქის მერი; ბევრი მაღალჩინოსანი გაქცეულია საქართველოდან და მართლმსაჯულებას ემალება. ასე რომ, სამართლიანობის აღდგენა არ შეწყდება და კიდევ უფრო განვითარდება. როდესაც ხალხი უცხადებს “ქართულ ოცნებას”’ მხარდაჭერას, ეს ნიშნავს ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას.

_ რას გეგმავსქართული ოცნებაქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსის თვალსაზრისით, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ საგარეო ვექტორს კორექტირება სჭირდება?

_ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს კორექტირება არ სჭირდება. არსებულმა საგარეო-პოლიტიკურმა კურსმა პატარა საქართველოს, მცირე რესურსების მქონე ქვეყანას, სამშვიდობოზე გასვლის საშუალება მისცა. უწინარესად, ეს არის საქართველოს ინტეგრაცია იმ დემოკრატიულ ოჯახში, რომელშიც გარანტირებულია ადამიანის უფლებების დაცვა, ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება. რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობების გამოყენებას, რუსეთმა საქართველოს ნაწილის ოკუპაცია მოახდინა და მასთან, მართალია, დღეს ვერ გვექნება ვერანაირი პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე მოლაპარაკებებს საგანგებო მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის, არამედ უსაფრთხოებისთვისაც. საგარეო პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, ვინაიდან ოპტიმალურია იმის გათვალისწინებით, რას წარმოადგენს საქართველო თავისი ეკონომიკური თუ სამხედრო რესურსებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი საგარეო პოლიტიკა მართებულია და სწორი მიმართულებით ვითარდება.

_ სამოქალაქო საზოგადოების წევრები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუქართული ოცნებასაკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ქვეყანა დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვევს, დგას ამ საფრთხის წინაშე საქართველო?

_ სამოქალაქო საზოგადოების ეს ნაწილი თავიდან ბოლომდე გაიგივებულია “ნაციონალურ მოძრაობასთან”, როგორც პოლიტიკურ გუნდთთან, და, აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ამგვარი თვალსაზრისი, არასწორია. საზოგადოებამ უკეთ რომ გაიგოს, რას წარმოადგენს კონსტიტუციური უმრავლესობა “ქართული ოცნების” ხელში, გამოვყოფ სამ ფაქტორს: პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არის მთავარი ფაქტორი, რომლის გამოც “ქართული ოცნება” არასოდეს დაუშვებს, რომ საკონსტუტიციო უმრავლესობა პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენოს და არ იფიქროს ქვეყნის ინტერესებზე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ვალდებულებები საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ, უამრავი ვალდებულებითა და პასუხისმგებლობით. ასე რომ, ნებისმიერი არადემოკრატიული ნაბიჯი საკმაოდ დიდ პრობლემას შეუქმნის, უწინარესად, ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, რასაც არასოდეს დავუშვებთ. და მესამე, არანაკლებ მნიშვნელოვანი _ ნებისმიერი პარტია ვალდებულია, ფართო საზოგადოების სიღრმისეული მსჯელობის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ასე რომ, სანამ კენჭის საყრელად გავიტანთ საკონსტუტიციო ცვლილებებს, მანამდე საზოგადოებას უნდა დავეკითხოთ. სწორედ მორალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ვალდებულებები საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და არსებული კანონები შეზღუდავს შესაძლებლობას, რომქართულმა ოცნებამგაიმეოროსნაციონალური მოძრაობისშეცდომები. “ნაციონალურმა მოძრაობამ” არაერთხელ “გააუპატიურა” კონსტიტუცია და მოარგო საკუთარი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს. ვფიქრობ, ეს ტენდენცია საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს.

ესაუბრა ეკა ზარნაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here