Home რუბრიკები ბლოგი რუსულ-აფხაზური გაერთიანებული სამხედრო ძალები იქმნება

რუსულ-აფხაზური გაერთიანებული სამხედრო ძალები იქმნება

690

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დსთ საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე, რომელსაც ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი უძღვებოდა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმ პუტინის მიერ შეტანილი კანონპროექტი  რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო ძალების  შექმნის ხელშეკრულების რატიფიკაციისშესახებ  განიხილეს

რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლის ვიქტორ პოზნიხირის ცნობით,  მოსკოვში 2015 წლის 21 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება თავდაცვის საერთო სივრცისა და უსაფრთხოების  შესახებ ორგანიზაციულ-სამართლებრივ  საკითხებს ადგენს რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რის საფუძველსაც ერთობლივი სამხედრო ძალების შექმნა წარმოადგენს.

გაფორმებული შეთანხმებით, გაერთიანებული ძალების დაჯგუფება მოიცავს აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ გაერთიანებულ რუსულ სამხედრო ბაზას და ორ აფხაზურ მოტომსროლელთა ბატალიონს. ხელშეკრულება ათი წლის ვადითაა ხელმოწერილი, რის შემდგომ მისი ავტომატურად გაგრძელება შესაძლებელია.

“შეთანხმება სრულად აკმაყოფილებს რუსეთის ინტერესებს, ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას და არ საჭიროებს დამატებით ასიგნაციებს”, – აცხადებს გენშტაბის წარმომადგენელი.

კომიტეტმა ერთხმად გაუწია რეკომენდაცია კანონპროექტს , რათა სახელმწიფო სათათბირომ დროულად მოახდინოს ხელშეკრულების რატიფიცირება.

დოკუმენტი, საშუალებას მისცემს რუსეთს გააძლიეროს მისი სამხრეთი საზღვრები და მოახდინოს მეგობარი სახელმწიფოს- აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მესამე ქვეყნების მხრიდან  შესაძლო აგრესიისგან“,- იუწყება გამოცემა POLITRUS.com.

 წყარო: http://www.politrus.com/2016/10/21/abkhazia-russia-3/

მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here