Home რუბრიკები საზოგადოება მეგის, ირინასა და “იმის” ოდესური თავგადასავალი

მეგის, ირინასა და “იმის” ოდესური თავგადასავალი

661

(გაგრძელება)

წინა ნომერში შემოგთავაზეთ მასალა მეგის, ირინასა დაიმისსაიდუმლო ვიზიტის შესახებ ოდესაში. როგორც იცით, ყოველივე იმით დასრულდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათ ბიძინა ივანიშვილისთვის გაკეთებული ჯადოს უხარისხობაში დასდო ბრალი და კაბინეტიდან გამოაძევა. სამივე უმოწყალოდ ჩამოყარეს ავტობუსის გაჩერებაზე და მიატოვეს. ჩვენს ძალიან ცნობისმოყვარე კორესპონდენტს რაღა მოასვენებდა და კვალდაკვალ მიჰყვა მათ.

ოდესა. 16:00 საათი. თოვს, ქარი ზუზუნებს, კაბინეტიდან გამოძევებული სამეული გზას ავტობუსის გაჩერებისკენ იკვალავს. ირინემ ჩანთიდან ამოიღო სახლში მომზადებული სამი ბუტერბროდი, გაუნაწილა თანამოაზრეებს. ცოტა დანაყრდნენ.

_ ცოტა დავაცადოთ და მერე კიდევ მოვუსინჯოთ კბილი, – თქვა მეგიმ და პურის ნამცეცები კაბიდან ჩამოიფერთხა.

_ მაგისთანები მომითმენია და ამიტანია? _ გააბოლა და ეშმაკურად ჩაიღიმა ირინამ.

“ის” კი თვალებამღვრეული იჯდა და თითქოს სხვა სამყაროში იყო.

_ აი, ავტობუსიც მოვიდა, _ თქვა მეგიმ.

– ავტობუსი კი მოვიდა, მაგრამ თბილისში როგორ ჩავალთ? ერთი გზის ბილეთები გვქოდა… _ უპასუხა ირინამ.

მეგიმ თავში ხელი შემოიტყა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყარა და მეგობრებს უთხრა:

_ აეროპორტამდე მივიდეთ და რამეს მოვიფიქრებთ.

ჩასხდნენ გოგონები ავტობუსში და გაუყვნენ გზას. ისხდნენ მობუზულები, თავჩაქინდრულები და ხმას არ იღებდნენ. მეგიმ ფანჯარაში გაიხედა და მოულოდნელად სიხარულით შეჰყვირა.

_ იზვინიწე, ასტანავიწე, პაჟალუსტა! _ უთხრა მძღოლს და მეგობრებს მოუწოდა, ავტობუსიდან ჩამოსულიყვნენ.

მძღოლმა შიშისგან ისე დაამუხრუჭა ავტობუსი, რომ სამივემ ერთმანეთს ახალა თავები.

“ის”, რომელიც აქამდე ჩუმად იყო, ირინას მიუბრუნდა:

– რა მოხდა, გოგო?

ირინა გაშეშებული იყურებოდა და ხმას არ იღებდა.

 _ გოგოებო, კეზერა დავინახე მაღაზიასთან. ის გაგვიშვებს თბილისში, _ თქვა მეგიმ და ნაბიჯს აუჩქარა.

_ კეზეეერ, კეზეეერ! _ ყვიროდა მეგი, ერთი-ორჯერ დაუსტვინა კიდეც.

როგორც იქნა, კეზერაშვილმა მოიხედა.

_ კეზეერ, შენი ჭირიმე, როგორ გამახარე, ბიჭო, რამდენი ხანია, არ მინახავხარ. გაიცანი, ესენი ჩვენი ახალი “სასტავჩიკები” არიან, – გააცნო მეგიმ თანამოაზრეები.

_ სასიამოვნოა, ორივეს გიცნობთ შორიდან, აი თქვენზე კი ბევრი მსმენია, კარგად მუშაობთ, – უთხრა კეზერამ “იმას”.

“იმან” შეიფერა: _ დიდი მადლობა, ბატონო დავით, ჩემთვის დიდი პატივია თქვენნაირი ადამიანის ასეთი შეფასება.

_ ბატონო დავით, მინდა გითხრათ, რომ, რაც კი ცუდი მიფიქრია თქვენზე, ყველაფერი უკან მიმაქვს, დანახვამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, _ ალაპარაკდა ირინა.

ამ მომენტში მეგიმ ფეხი მიარტყა ირინას ნიშნად იმისა, რომ გაჩუმებულიყო და ზედმეტი არაფერი წამოცდენოდა, მერე კი სიტუაციის განმუხტვა იუმორითა და ყალბი სიცილით სცადა:

_ ხოო, ცოტა ნასვამები ვართ და… რო იცოდე, რა დაგვემართა, მოკვდები სიცილით. ბიჭო, დავლიეთ რესტორანში და საფულე დავკარგეთ, თბილისში ვეღარ მივდივართ, წარმოგიდგენია?

მეგიმ გადაიკისკისა, მაგრამ ამ კისკისის უკან დიდი სევდა და დარდი იმალებოდა. კეზერამ კი გოგონებს შესთავაზა:

_ ახლა ჯიბეში არ მაქვს ფული, ანგარიშებიც გაყინული მაქვს და აქ ვერ ვანაღდებ, მოდი, მიშას დავურეკავ და ვეტყვი, დღევანდელი ღამე სასტუმროში გაგატარებინოთ, დილით მოვხსნი თანხას და ბილეთებს გიყიდით.

მეგი შეცბა _ არ უნდოდა, გაეგო კეზერას, რა შეემთხვათ მიშასთან, ამიტომ უარი უთხრა და სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას.

_ ფუუ, რა ჭირი ვქნათ ახლა? ღამდება უკვე, _ შეწუხდა მეგი.

 _ რა ვქნათ და რომელიმე სადარბაზოს შევაფაროთ თავი, რა უნდა ვქნათ, დილა გათენდება და მოვიფიქრებთ რამეს.

რა უნდა ექნათ, დაეთანხმნენ ირინას. ერთ-ერთ სადარბაზოს შეაფარეს თავი, შემოიხვიეს შალი და მიიძინეს.

მოულოდნელად სადარბაზოში ვიღაც შემოვიდა და ეს ვიღაც, არც მეტი არ ნაკლები, მიხეილი იყო. შეხედა, იცნო და თქვა:

_ ამ საცოდავებს, უყურე, სად დაუძინიათ. წამოდით, წამოდით, მაინც ჩემი სარჩენები ხართ, ჯანდაბას თქვენი თავი,_ უთხრა ქალებს და საგუბერნატორო ოთახში დაუთმო ღამის გასათევი.

(გაგარძელება, იმედია, იქნება)

გრიგოლ ინგაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here