Home რუბრიკები საზოგადოება სოსო ცინცაძე: საჭიროა აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სუფთა პოლიტიკური წარსული აქვს

სოსო ცინცაძე: საჭიროა აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სუფთა პოლიტიკური წარსული აქვს

606

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები ვიხილეთ, მაგრამ საინტერესოა, სამართლიანად თუ წარიმართა საარჩევნო პროცესი, არსებობს თუ არა ეჭვი, რომქართული ოცნებადანაციონალური მოძრაობაერთმანეთს გაურიგდნენ, რათა ხმების უმრავლესობა მიეღოთ, და როგორ პარლამენტს უნდა ელოდოს ქართველი საზოგადოება _ ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრა ექსპერტი და პოლიტოლოგო სოსო ცინცაძე.

_ ბატონო სოსო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, “ნაციონალურმა მოძრაობამმეორე ადგილი დაიკავა, როგორ ფიქრობთ, ის ცხრაწლიანიგარჯასაკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ ამომრჩეველს გაეთვითცნობიერებინა მათი ავკარგიანობა?

_ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მეორე ადგილი აიღო და ეს ბევრ კითხვას აჩენს, რადგან გამოდის, რომ ბრალდებებმა, რომლებიც მათ მიმართ ისმოდა, ვგულისხმობ ჩანაწერებს, ფარულ ვიდეოებს, ხაინდრავას ფილმს და ა.შ., მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ იქონია ქართველი ამომრჩევლის განწყობაზე, საზოგადოებას ან არ სჯერა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დამნაშავე ძალაა, რაც უცნაურია, ან თვითონ ხალხშია პრობლემა, რადგან მიიღო ასეთი პარტია. შედეგი, რომელიც ამ პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებზე მოიპოვა, ნამდვილად მაღალი მაჩვენებელია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში მის მიმართ უამრავი ბრალდება ისმოდა.

_ თუკიქართული ოცნებასამომავლოდ ვერ შეძლებს სახელმწიფოს სწორად მართვასა და დაკისრებული მისიის შესრულებას, “ნაციონალურ მოძრაობასმიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი?

_ არა მგონია, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლების სათავეში დაბრუნდეს, საჭიროა აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სუფთა პოლიტიკური წარსული ექნება. ეს ოთხი წელიოცნებისათვისძალზე რთული იქნება, გაცილებით რთული, ვიდრე გასული ოთხი წელიწადი იყო, ვინაიდან, რაც უფრო იზრდება დისტანციანაციონალური მოძრაობისმართველობის პერიოდთან, მით მეტად ფერმკრთალდება ამ პარტიის დანაშაულის ხარისხი, “ოცნებახალხს ჰპირდებოდა, რომნაციონალური მოძრაობისბორკილებისგან გაათავისუფლებდა, ხალხი შეეგუა ამ თავისუფლებას. მორჩა, ეს აღარ იმუშავებს!

სიმართლე გითხრათ, დაპირებების რესურსსაც ვერ ვხედავ _ არ მუშაობს ქარხნები და ფაბრიკები, მრეწველობა გაჩერებულია, უმუშევრობა იზრდება, საშინელი ნეპოტიზმია. ჩვენ მალე ვნახავთ, როგორ დაერევიან გათავისუფლებულ ადგილებს ახალარჩეული პარლამენტის წევრების შვილები, ძმები, საყვარლები, მამიდაშვილები, მეზობლები, ამიტომ ეს რთული პერიოდი იქნება. პოლიტიკოსები იტყვიან, ცუდი მემკვიდრეობა მივიღეთო, რაც ნაკლებად დამაჯერებელი არგუმენტია, რადგან მათ შეეძლოთ, შეექმნათ კარგი მემკვიდრეობა.

ესაუბრა ეკა ზარნაძე

1 COMMENT

  1. batono soso,sanam ar moxdeba ,nacixrovis ,rogorc politikuri aseve samartlebrivi shefaseba araferi ar sheicvleba,tu rogor fiqrobt hitleris partia rom ar gaesamartlebinat da miego mas archevnebshi monawileoba,hitlers ar eyoleboda uamrav mxardamwerta armia???

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here