Home რუბრიკები საზოგადოება დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

616

ოპერაციაგლადიოდა ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში

1970-80 წლებში იტალიის პარლამენტი სერიოზულად იყო შეშფოთებული დაუსრულებელი სერიით მხეცური ტერაქტებისა, რომლებიც ქვეყნის სტაბილურობას ნორმალური კალაპოტიდან აგდებდა. მიუხედავად იმისა, რომმემარცხენეთაწრეებში ვარაუდობდნენ, თითქოს ეს გაუხსნელი ტერაქტები იტალიელი კომუნისტების წინააღმდეგ აშშის გამოუცხადებელი ფარული ომის ფორმა იყო, ამ ვერსიის დამტკიცება შეუძლებელი შეიქნა. 1988 წელს იტალიის სენატმა დაამტკიცა საგანგებო საპარლამენტო კომისია ამ დანაშაულობათა გამოსაკვლევად, მას სათავეში ჩაუდგა სენატორი ლიბერო გუალტიერი.

ამ კომისიას მუშაობა ფრიად გაუჭირდა, რადგან მოწმეები უარს ამბობდნენ უკვე მიცემულ ჩვენებებზე: დოკუმენტები ნადგურდებოდა; შეუძლებელი ხდებოდა კონსესუსის მიღწევა, რადგან კომისია შედგებოდა ტრადიციულად ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტიების წარმომადგენლებისგან _ უკიდურესი მემარცხენეებისა და რადიკალური მემარჯვენეებისგან; ვერ თანხმდებოდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელი გამორკვეული ინფორმაცია უნდა წარედგინათ საზოგადოებრიობის სამსჯავროზე.

ამასობაში მოსამართლე კასონი, რომელიც ეყრდნობოდა ტერორისტ ვინჩენცო ვინჩიგერას ჩვენებებსა და აღმოჩენილ დოკუმენტებს, თანდათან გაერკვა საერთო სტრატეგიაში. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა დასკვნამდე, რომ აგრესიის გამოვლენილი შემთხვევები უკმაყოფილების გამოხატვის კერძო შემთხვევები კი არ არის, არამედ ფაქტებში რეალიზებული სახელმწიფო ტერორიზმია, რომელიც დაფინანსებულია გადასახადების გადამხდელთა ფულით. ჯოჯოხეთური ტერაქტების ორგანიზატორები მოქმედებდნენ “დაძაბული მდგომარეობის სტრატეგიის” პრინციპით და შექმნეს კიდეც იგი იტალიის მოსახლეობაში. მემარჯვენე რადიკალურ ძალებს, ასევე, მათ მხარდამჭერ ნატოს სტრუქტურებს ეშინოდათ, რომ იტალიელი კომუნისტები შეძლებდნენ დასაშვებზე მეტი ძალაუფლების მოპოვებას და განახორციელებდნენ მეთოდს “დესტაბილიზაციიდან სტაბილიზაციამდე”. ამიტომ იყო, რომ მემარჯვენე რადიკალური ფარული უჯრედების წევრები შეუერთდნენ “გლადიოს” ქვედანაყოფებს, რომლებიც ტერაქტების მოწყობით იყვნენ დაკავებული და დაიწყეს ამ დანაშაულების “მემარცხენეებისთვის” გადაბრალება.

მოსამართლე კასონმა ბი-ბი-სის დოკუმენტურ ფილმში ასე ახსნა სტრატეგიის არსი: რადგან საქმეში ჩართულია სპეცსამსახურები, პეტეანოს ტერაქტი არის .. დესტაბილიზაციის სტრატეგიის ნაწილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს კეთდება ქვეყანაში დაძაბულობის შესაქმნელად, რათა სოციალურპოლიტიკურ სფეროში წინა პლანზე წამოიწიოს კონსერვატიულმა და რეაქციულმა ტენდენციებმა. ამ სტრატეგიის განხორციელების პერიოდში აუცილებელი იყო მათი დაცვა, ვინც ტერაქტებს აწყობდნენ, რადგან მოპოვებული იყო ამ დანაშაულში მათი მონაწილეობის მტკიცებულებანი. მოწმეები მალავდნენ ინფორმაციას მემარცხენე რადიკალური ექსტრემისტების დაცვის მიზნით”.

მემარჯვენე რადიკალმა ვინჩიგერამ, რომელიც მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო, ბოლოს და ბოლოს, მოკლეს, ისევე, როგორც ბევრი მისი თანამოაზრე, განაცხადა: “შენ იძულებული ხარ შეუტიო მოქალაქეებს _ ქალებს, ბავშვებს, უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ თამაშებში არ ერევიან. ამის მიზეზი უმარტივესია: უბრალო იტალიელებმა დასახმარებლად შეიძლება მიმართონ სახელმწიფოს. ასეთია ყველა ამ ტერაქტისა და აფეთქების პოლიტიკური ლოგიკა. და ეს ყველაფერი დაუსჯელი დარჩება, რადგან სახელმწიფოს არ შეუძლია დაიდანაშაულოს თავი, ან განაცხადოს, რომ სწორედ მან უნდა აგოს პასუხი ამ დანაშაულობებზე”.

ამ სატანისტური გეგმის მხოლოდ ერთ ნაწილს აეხადა ფარდა: პასუხგაუცემელი დარჩა ბევრი შეკითხვა, რადგან დღემდე ვერ მოინახა საერთო ჯაჭვის ბევრი რგოლი და, რაც მთავარია, ორიგინალური დოკუმენტების გარკვეული ნაწილი. “პეტეანოს ტერაქტის შემდეგ და ყველაფრის შემდეგ, რაც მის კვალზე მოხდა, _ განაცხადა ვინჩიგერამ 1984 წელს გამართულ სასამართლოზე, _ აშკარაა, რომ არსებობდა რეალური, თუმც დაფარული და შეუმჩნეველი სტრუქტურა, რომელსაც შეეძლო განეხორციელებინა სტრატეგიულად მიზანმიმართული ძალადობა”. ეს სტრუქტურა, თქვა მან, თვთ სახელმწიფო მოწყობის საფუძველში დევს. იტალიაში არმიის პარალელურად არსებობს ძალა, რომელიცსამოქალაქო სამხედროებისგანშედგება; ანტისაბჭოთა მიმართულების ამ ძალის მიზანია იტალიის მიწაზე წინ აღუდგეს სსრკ ჯარებს”. აშკარაა, რომ ლაპარაკია ნატოსთან დაკავშირებულ საიდუმოლ არმიაზე სახელწოდებით “გლადიო”. ვინჩიგერას თქმით, ეს არის საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც სრულად არის შეიარაღებული, აქვს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობები, მისი წევრები მაღალ დონეზე არიან გაწვრთნილი, სრულად ფლობენ იარაღს და აფეთქების მოწყობის ხელოვნებას.

“ამ ზემძლავრმა ორგანიზაციამ საბჭოთა ოკუპაციის არარსებობის პირობებში, ნატოს სახელით იკისრა ვალდებულება აღკვეთოს პოლიტიკური ბალანსის მარცხნივ გადახრა, რასაც განახორციელებდა საიდუმლო სამსახურებთან და პოლიტიკურ და სამხედრო ძალებთან თანამშრომლობით”, _ ასეთი იყო ამ მემარჯვენე ტერორისტის დასკვნა.

ოცი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ვინჩიგერამ მისცა სასამართლოს ჩვენება, რომელმაც იტალიის ისტორიაში პირველადგლადიოსსაიდუმლო ქვედანაყოფები და ნატო უშუალოდ დაუკავშირა სრულიად იტალიის შემძვრელ ტერორისტულ აქტებს.

მხოლოდ წლების შემდეგ შეიტყო საზოგადოებრიობამ, რას გულისხმობდა ვინჩიგერა, საიდუმლო არმიაზე რომ ლაპარაკობდა. მაგრამ სანდოა კი მისი ჩვენებები?

სასამართლო პროცესის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ სანდოა.

საიდუმლო არმიების არსებობა 1990 წელს დამტკიცდა. ამის ირიბ მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ აღიარებითი ჩვენებების მიცემისთანავე ვინჩიგერას განუდგნენ უმაღლესი რანგის პროტექტორები, რომელთა ფრთებქვეშ იგი წლების განმავლობაში ნებივრობდა. ამ ტერორისტის ბედს სხვა მემარჯვენე რადიკალების ბედს თუ შევადარებთ, დიდად განსხვავებულ სურათს მივიღებთ: ვინჩიგერას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, სხვა ტერორისტები კი, რომლებიც იტალიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ, პასუხისმგებლობისგან საერთოდ გათავისუფლდნენ.

მაგრამ ვინჩიგერა არ იყო პირველი, ვინც დაინახა, რომ მასობრივი ტერაქტების მოწყობაში “გლადიო” და ნატო ერთმანეთთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული; იგი არ იყო პირველი, ვინც “გლადიოს” შეთქმულების შესახებ ალაპარაკდა.

1974 წელს იტალიელმა მოსამართლე ჯოვანი ტამბურინომ, რომელიც მემარჯვენე რადიკალიზმის ტერორისტულ საქმიანობას გამოიძიებდა, უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა _ დააპატიმრა გენერალი ვიტო მიჩელი, იტალიის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელი. გენერალს ბრალად წაუყენეს: “საიდუმლო ორგანიზაციის შექმნა, მისი საქმიანობის ასაწყობად წარმართული ღონისძიებების განხორციელება, რომელშიც გაერთიანებულები იყვნენ სამხედროები და სამოქალაქო პირები; მათი მიზანი იყო შეიარაღებული აჯანყების მოწყობა, კონსტიტუციისა და სახელმწიფო მმართველობის ფორმის შესაცვლელად”.

მიჩელი, რომელიც უწინ ნატოს უშიშროების სამსახურს ედგა სათავეში, 1974 წლის 17 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე თავგამოდებით ამხელდა ნატოს საიდუმლო არმიას, თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის სახელით რომ იყო შენიღბული: სუპერგასაიდუმლოებული ორგანიზაცია, რომელიც ჩემი მითითებების თანახმად შეიქმნა? რა თქმა უნდა! მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ორგანიზებული არ არის სახელმწიფო გადატრიალების მიზნით. ნატომ და აშშმა მთხოვეს ამის გაკეთება”. თავისი ტრანსატლანტიკური კავშირების წყალობით მიჩელი იოლად გადარჩა. იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ექვსი თვე მიჩელმა სამხედრო ჰოსპიტალში გაატარა.

მოსამართლე კასონის გამოძიებამ უბიძგა იტალიის პრემიერმინისტრ ანდრეოტის, 16 წლის შემდეგ იტალიის პარლამენტის წინაშე ემხილებინა “გლადიოს” ქვედანაყოფების საიდუმლო. ამან გააცოფა მიჩელი. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1990 წლის ოქტომბერში მან აღშფოთებით განაცხადა: “მე ციხეში მოვხვდი იმიტომ, რომ არ გამიმხელია ამ საიდუმლო ორგანიზაციის არსებობა! ახლა კი ანდრეოტი დათანხმდა, ეს ყველაფერი პარლამენტისთვის მოეხსენებინა”.

პეტეანოს აფეთქების ორგანიზატორმა ვინჩიგერამ მოსამართლე კასონს გაუმხილა, რომ არა მხოლოდ “ახალი წესრიგი”, არამედ სხვა მემარჯვენე ორგანიზაციები, მაგალითად, ისეთები, როგორიც “ეროვნული ავანგარდი” იყო, თანამშრომლობდნენ საიდუმლო სამხედრო სამსახურებთან დაგლადიოსთან”. მათი მიზანი იყო იტალიის მემარცხენე ორგანიზაციების დასუსტება: “სამხედროებმა, უშიშროების ორგანოებმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა მხარი დაუჭირეს ტერორისტებს. მე ვაცხადებ, რომ ტერორიზმის ყოველი აქტი, რომელიც კი 1969 წლის მოვლენების შემდეგ განხორციელდა, ერთ თარგზე იყო მოჭრილი”.

მემარჯვენე რადიკალების მომხრემ, ტერორისტმა და “ახალი წესრიგის” წევრმა ვინჩიგერამ განმარტა, რომ იგი და მისი “მემარჯვენე” თანამებრძოლები დაიქირავეს “გლადიოსთან” სათანამშრომლოდ და ყველაზე უფრო სისხლიანი ოპერაციების მოსაწყობად. “ორგანიზაცია “ეროვნული ავანგარდი”, ისევე, როგორც “ახალი წესრიგი” ჩართული იყო ოპერაციებში, რომლებიც ანტიკომუნისტური სტრატეგიის მიხედვით ხორციელდებოდა. ეს სტრატეგია სათავეს იღებდა არა იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც დაკავშირებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტთან, არამედ თვით ამ ინსტიტუტიდან; განსაკუთრებით კი, მის იმ ნაწილთან, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან იყო შეკრული”.

მოსამართლე კასონი უკიდურესად შეშფოთდა იმით, რისი გამოაშკარავებაც მან შეძლო. იგი მიჰყვა “გლადიოს” კვალს, საიდუმლო არმიისას, რომელიც “ცივი ომის” პერიოდში მანიპულირებდა იტალიელი პოლიტიკოსებით, და 1990 წლის იანვარში ხელისუფლებას სთხოვა, ნება დაერთო, განეგრძო თავისი გამოკვლევა იტალიის სამხედრო დაზვერვის არქივის მასალების გამოყენებით. 1990 წლის ივლისში პრემიერმა ჯულიო ანდრეოტიმ ამის ნება დართო. სწორედ სამხედრო ინფორმაციისა და უშიშროების სამსახურის რომის შტაბბინაში აღმოაჩინა მოსამართლე კასონმა დოკუმენტები, რომლებითაც პირველად გამჟღავნდა, რომ საიდუმლო არმიაგლადიოწარმოდგენილი იყო იტალიაში, როგორც სამხედრო საიდუმლო სამსახურების ქვედანაყოფი და ევალებოდა არასტანდარტული სამხედრო ოპერაციების წარმართვა. უფრო მეტიც, კასონმა იპოვა დოკუმენტები, რომლებმაც დაადასტურა მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ალიანსის _ ნატოს _ და მსოფლიოს ზესახელმწიფოს აშშის კავშირიგლადიოს”, იტალიისა და ევროპის სხვა მემარჯვენე რადიკალი ტერორისტების მიერ განხორციელებულ დივერსიებთან.

 ეს სამი შემადგენელი _ აშშ, ნატო და ტერორისტები ერთ მთლიანობად წარმოდგა, რაც კასონისათვის ნიშნავდა, რომ სერიოზული საფრთხე დაემუქრა, თუნდაც იმიტომ, რომ მანამდე იტალიელ მოსამართლეებს, რომლებმაც ბევრი რამ იცოდნენ, ქუჩაში კლავდნენ: “1990 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელიც ფლობდა სიმართლეს (“გლადიოს” ოპერაციების შესახებ), და ეს შეიძლება ჩემთვის ტრაგიკულად დასრულებულიყო”, _ მისი სიტყვებია.

მოსამართლე კასონმა მოახერხა გადარჩენილიყო და საიდუმლოც გამჟღავნდა. მოპოვებული დოკუმენტებით შეიარაღებული კასონი დაუკავშირდა საპარლამენტო კომისიას, რომელიც (როგორც ზემოთ ვთქვით) იკვლევდა მასობრივ მკვლელობებსა და ტერაქტებს. კომისიის თავმჯდომარე ლიბერო გუალტიერი და სხვა სენატორები შეაშფოთა კასონის მოძიებულმა მასალებმა და დათანხმდნენ, წარდგენილი გამოკვლევის შეტანას კომისიის დღის წესრიგში.

1990 წლის 2 აგვისტოს სენატორებმა წერილობით შესთავაზეს პრემიერ ჯულიო ანდრეოტის, 6 დღის განმავლობაში წარედგინა ინფორმაცია პარლამენტისთვის საიდუმლო ორგანიზაციის არსებობის შესახებ, მისი დახასიათება და იმ მიზნების ჩამონათვალი, რომლებიც გავრცელებული ცნობების თანახმად, დასახული ჰქონდა ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების შესაცვლელად.

მეორე დღეს, 1990 წლის 3 აგვისტოს, პრემიერი ანდრეოტი წარდგა კომისიის წინაშე. ომისშემდგომი იტალიის ისტორიაში მთავრობის პირველმა წევრმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში მოქმედებდა ნატოსთან დაკავშირებული საიდუმლო არმია. ანდრეოტი, დაჰპირდა სენატორებს, რომ 60 დღის განმავლობაში კომისიას წარუდგენდა წერილობით ანგარიშს საიდუმლო ორგანიზაციის სტრუქტურის შესახებ: კომისიას წარვუდგენ საფუძვლიანად მომზადებულ ანგარიშს, რომლის მომზადება დავავალე თავდაცვის დეპარტამენტს. ანგარიშში ასევე ჩართული იქნება ინფორმაცია იმ მოქმედებათა შესახებ, რომლებიც ეფუძნებოდა ნატოს გეგმას, ჰყოლოდა სპეციალური ქვედანაყოფები იტალიაზე ან მის რომელიმე ნაწილზე თავდასხმის, ან ოკუპაციის შემთხვევისთვის. საიდუმლო სამსახურების ინფორმაციით, ამგვარი მოქმედება ხორციელდებოდა 1972 წლამდე, იმ დრომდე, როცა გადაწყდა მათი გაუქმების საკითხი საჭიროების არარსებობის გამო. კომისიას წარვუდგენ ყველა აუცილებელ დოკუმენტს, რომლებიც შეეხება როგორც მთლიანად პრობლემას, ასევე ცალკეულ მონაცემებს, რომლებიც მოსამართლე კასონის გამოკვლევამ გამოამჟღავნა პეტეანოს ტერაქტის საქმის გამოძიებისას”.

ამ მომენტში ჯულიანო ანდრეოტი 71 წლისა იყო და იგი ყველა კრიტერიუმის მიხედვით ვერ იქნებოდა ოფიციალური პირველწყარო. მან მოწმის სტატუსით თავის ჩვენებაში ისაუბრა საკუთარი ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, რომლის მსგავსი, შესაძლოა, დასავლეთ ევროპის არც ერთ პოლიტიკურ მოღვაწეს არ ჰქონია. ანდრეოტი, როგორც ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წამყვანი წარმომადგენელი, პარტიისა, რომელიც “ცივი ომის” განმავლობაში აქტიურად ეწინააღმდეგებოდა იტალიის კომუნისტურ პარტიას, მოხარული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით. იგი პირადად იცნობდა აშშ-ის ყველა პრეზიდენტს, იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ იგი მიაჩნდათ იტალიის პირველი რესპუბლიკის (1945-1993 წწ.) ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად.

იმ პირობებში, როცა პირველ რესპუბლიკაში ძალიან მოკლე ინტერვალებში იცვლებოდა მთავრობები, ანდრეოტი ახერხებდა ხელისუფლების სათავეში დარჩენას. 35 წლისა იგი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა; პრემიერმინისტრის თანამდებობა შვიდჯერ შეინარჩუნა, 21-ჯერ იყო მინისტრი, მათ შორის ექვსჯერ _ საგარეო საქმეთა მინისტრი. თაყვანისმცემლები მას იულიუს კეისარს ადარებდნენ და უწოდებდნენ “საოცარ ჯულიანოს”. კრიტიკოსები კი ბრალს სდებდნენ კულისებსმიღმა თაღლითობაში და “ბიძიას” უწოდებდნენ. მისი დევიზი იყო განგსტერულ ფილმში “კარგი ბიჭები” დე ნიროს მიერ წარმოთქმული სიტყვები _ “არასოდეს დაასმინო მეგობრები და ენას კბილი დააჭირე”. ყველანი თანხმდებოდნენ, რომ ეს იყო მისი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელმაც მისცა თავის გატანის შესაძლებლობა ინტრიგებისა და ბოროტმოქმედების სამყაროში, რომელთა უმრავლესობაში თვითონ იყო ჩართული. გლადიოსადა ნატოს საიდუმლო არმიების შესახებ სიმართლის თქმითბიძიამდუმილი დაარღვია.

იმის გამო, რომ იტალიის პირველმა რეპუბლიკამ არსებობა “ცივი ომის” დამთავრებისთანავე შეწყვიტა, გავლენიანი და უკვე დაბერებული ანდრეოტი მიიწვიეს რამდენიმე სასამართლო პროცესში მონაწილეობისთვის, რომლებშიც მას ბრალად ედებოდა პოლიტიკური ძალაუფლების გადაჭარბება, მაფიასთან კავშირი და თავისი ოპონენტების დაღუპვაში თანამონაწილეობა. “მართლმსაჯულება ჭკუაზე შეიშალა”, _ განაცხადა იმ დროს მოქმედმა პრემიერმინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, როცა 2002 წლის ნოემბერში ქალაქ პერუჯის სააპელაციო სასამართლომ ანდრეოტის 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი აღიარებული იქნა 1979 წელს დამოუკიდებელი ჟურნალისტის მინო პეკორელის მკვლელობის ორგანიზატორად, რათა დაეფარა სიმართლე ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის _ ალდო მოროს მკვლელობის შესახებ. იუწყებოდნენ, რომ ეს მკვლელობა განხორციელდა მაფიის ხელმძღვანელ გაეტანო ბადალამენტის დახმარებით. კათოლიკური ეკლესია შეეცადა “საოცარი ჯულიოს” გადარჩენას _ კარდინალ ფიორენზო ანჯელინის, ეს შოკისმომგვრელი ამბავი რომ შეიტყო, აღმოხდა: “იესო ქრისტეც ჯვარზე გააკრეს აღდგომის წინ…” მაგრამ ამ გამწვავებული სიტუაციის მიუხედავად ანდრეოტის სიცოცხლე გისოსებს მიღმა არ დაუმთავრებია: სასამართლოს ვერდიქტი 2003 წლის ოქტომბერში გააუქმეს და “ბიძია” გაათავისუფლეს.

იტალიელი სენატორების წინაშე 1990 წლის 3 აგვისტოს პირველი მხილების დროს ანდრეოტიმ ძალიან ჭკვიანურად განაცხადა, რომ “ამგვარი ქმედება 1972 წლამდე გრძელდებოდა” და ამით ბრალდება თავიდან აიცილა. არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ 1974 წელს ანდრეოტიმ, რომელიც იმხანად თავდაცვის მინისტრი იყო, სასამართლო პროცესზე გამოსვლისას, სადაც განიხილებოდა მემარჯვენე რადიკალების მომხრეთა მიერ მასობრივი მკვლელობების საქმე, განაცხადა: “შემიძლია ვთქვა, რომ საიდუმლო სამსახურის მეთაური ყოველთვის და არაორაზროვნად აღკვეთდა ნებისმიერი საიდუმლო ორგანიზაციების არსებობას”. 1978 წელს მსგავსი რამ განაცხადა მოსამართლეთა წინაშე, რომლებიც იძიებდნენ მილანში მომხდარ აფეთქებას.

როცა იტალიის პრესამ ამხილა, რომ საიდუმლო ქვედანაყოფიგლადიოარათუ გაუუქმებიათ 1972 წელს, არამედ აქტიურად განაგრძობდა მოქმედებას. ანდრეოტის სიცრუე გამჟღავნდა. 1990 წელს ანდრეოტიმ დაიწყო აქტიური გამოსვლები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. მაგრამ, რადგან ამ გააქტიურებას საერთაშორისო მხარდაჭერა არ მოჰყვა, პრემიერმინისტრი, რომელსაც გაუჩნდა შიში თანამდებობის დაკარგვის, შეტევაზე გადავიდა და შეეცადა, საზოგადოებრიობის ყურადღება გადაეტანა თეთრი სახლისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობების პასუხისმგებლობაზე, რომლებიც არა მხოლოდ შეთანხმდნენ კომუნისტების წინააღმდეგ საიდუმლო ომის წარმოებაზე, არამედ აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პროცესში.

უცხო სახელმწიფოების მონაწილეობაზე ყურადღების მისაპყრობად ანდრეოტიმ ეფექტიანი, მაგრამ, ამასთანავე, საშიში სტრატეგია გამოიყენა. 1990 წლის 18 ოქტომბერს მან საჩქაროდ გაგზავნა თავისი შიკრიკი საპარლამენტო კომისიაში მომზადებული ანგარიშის მისატანად. დოკუმენტს ასეთი სახელწოდება ჰქონდა: “ეგრეთ წოდებული “ანალოგიური ორგანიზაცია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის პარალელურად მოქმედებდა”. “გლადიოს” საქმე შიკრიკმა საპარლამენტო კომისიის მდივანს ჩააბარა. ამ კომისიის წევრი, სენატორი რობერტო ჩიჩიომესერე შემთხვევით შეესწრო ანგარიშის მიტანას და დაინტერესდა მისი შინაარსით. ტექსტს თვალი გადაავლო და ფრიად გაოცდა, რადგან ანგარიშში ანდრეოტი არა მხოლოდ აღწერდა “გლადიოს” ოპერაციას, არამედ მისი 3 აგვისტოს განცხადების საწინააღმდეგოდ იუწყებოდა, რომ საიდუმლო არმია კვლავ მოქმედებდა.

სენატორმა შიკრიკს სთხოვა ამ ანგარიშის ასლი გადაეღო და მისთვის გადაეცა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან არსებული წესით, ანგარიში პირველად კომისიის თავმჯდომარეს, სენატორ გუალტიერის უნდა წაეკითხა. თუმცა გუალტიერამდე ანგარიშის ამ ვერსიამ მაინც ვერ მიაღწია, რადგან იმ მომენტში, როცა კომისიის თავმჯდომარე აპირებდა ამ დოკუმენტის ჩადებას თავის პორტფელში, რათა უქმე დღეებში წაეკითხა, დარეკა ტელეფონმა და თავად პრემიერმინისტრმა სთხოვა სენატორს სასწრაფოდ დაებრუნებინა ანგარიში, რადგან “გადასაკეთებელი იყო რამდენიმე აბზაცი”. გუალტიერიმ გაითვალისწინა მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა და დაუბრუნა დოკუმენტი, რომლის ასლი ყოველი შემთხვევისთვის დაიტოვა. ანდრეოტის ხრიკებმა სრულიად იტალია აღაშფოთა და გააძლიერა ისედაც დაძაბული სიტუაცია. გაზეთები აჭრელდა სათაურებით _ “ოპერაცია “ჯულიო”, რომლითაც მიანიშნებდნენ “ოპერაცია “გლადიოზე”; კომუნისტების მიერ ორგანიზებული 50 000-დან 400 000-მდე უკმაყოფილო, შეშინებული და აღშფოთებული ადამიანების დემონსტრაცია სიმღერითა და ბანერებით “ჩვენ გვსურს ვიცოდეთ სიმართლე!” რომის ცენტრისკენ დაიძრა. ზოგიერთი დემონსტრანტი გლადიატორის ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. იტალიის კომუნისტური პარტიის ლიდერმა აქილევს ოკეტომ სიტყვით მიმართა პიაცა დელ პოპოლოზე შეკრებილ ადამიანებს და განაცხადა, რომ ეს დემონსტრაცია აიძულებს ხელისუფლებას, გაამჟღავნოს თავისი ყველა, დიდხანს დამალული საიდუმლო: “ჩვენ აქ ვართ, რათა მივაღწიოთ სიმართლეს და გამჭვირვალობას!”

24 ოქტომბერს სენატორმა გუალტიერიმ მიიღო ანდრეოტის ანგარიში “ანალოგიური ორგანიზაციის” შესახებ, რომელიც ორი გვერდით იყო შემცირებული. ახალი რედაქცია სულ 10 გვერდს შეიცავდა. გუალტიერიმ შეადარა ეს ახალი ვერსია წინა მოხსენების ასლს და აღნიშნა, რომ ყველა საჩოთირო მომენტი, განსაკუთრებით, საერთაშორისო ურთიერთობებსა და სხვა ქვეყნებში ანალოგიურ საიდუმლო არმიების არსებობის შესახებ, გადაშლილი იყო. უფრო მეტიც, საიდუმლო, პარალელურად არსებულ ორგანიზაციებზე, რომლებზეც თავდაპირველად იყო ნათქვამი, რომ ისინი ამჟამადაც არსებობენ, ავტორი უცებ წარსულ დროში ალაპარაკდა. საზოგადოებრივ სამსჯავროზე ანგარიშის გაგზავნა-დაბრუნება-გაგზავნის ანდრეოტისეულმა მცდარმა სტრატეგიამ მხოლოდ უარყოფითი შედეგი გამოიღო: უკვე შეუძლებელი შეიქნა რაიმეს დაფარვა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ასეთმა მანიპულაციამ მხოლოდ გააძლიერა საყოველთაო ინტერესი ანგარიშის გაკორექტირებული ნაწილების მიმართ, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობას ეხებოდა და მიზნად ისახავდა პასუხისმგებლობის ტვირთის ჩამოღებას ანდრეოტის მხრებიდან.

მაგრამ ამას საერთაშორისო მხარდაჭერა არ მოჰყვა.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here