Home რუბრიკები პოლიტიკა ჯულიან კინგი: მოსულის გათავისუფლების შემთხვევაში ევროპელი ისლამისტები, სავარაუდოდ, ევროპაში დაბრუნდებიან

ჯულიან კინგი: მოსულის გათავისუფლების შემთხვევაში ევროპელი ისლამისტები, სავარაუდოდ, ევროპაში დაბრუნდებიან

514

ევროკომისარმა უსაფრთხოების საკითხებში _ ჯულიან კინგმა გამოცემა Die Weltისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლების შემთხვევაში ევროპელი ისლამისტები, სავარაუდოდ, ევროპაში დაბრუნდებიან.

ჯულიან კინგის აზრით, ევროპაში რადიკალი ისლამისტების მცირე რაოდენობითაც კი სერიოზული საფრთხე იქმნება.

ევროკომისრის შეფასებით, ერაყსა და სირიაში, “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ევროკავშირის დაახლოებით 25 000 მოქალაქე იბრძვის.

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა და ქურთმა მეამბოხეებმა, საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გუშინ დაიწყეს. სამხედრო სპეციალისტების პროგნოზით, ოპერაცია რამდენიმე კვირას გაგრძელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here