Home რუბრიკები პოლიტიკა “გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება მიხეილ სააკაშვილის სცენარის ერთ-ერთი სეგმენტი იყო”

“გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება მიხეილ სააკაშვილის სცენარის ერთ-ერთი სეგმენტი იყო”

504

ქართული ოცნებისწევრი, პარლამენტარი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებანაციონალური მოძრაობისინტერესებში შედიოდა და მიხეილ სააკაშვილის რევოლუციური სცენარის ერთერთი სეგმენტი იყო.

“იმედი მაქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები რადიკალურად შეიცვლიან პოზიციას ან გამოხატავენ ძალიან მკაფიო პოზიციას ამ სცენარის მიმართ. ამ სცენარის ერთ-ერთი სეგმენტი იყო გივი თარგამაძის აფეთქებაც და ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში. სცენარში ვგულისხმობ იმას, რასაც ღიად და შემდეგ უკვე ფარული ჩანაწერებით საუბრობენ სააკაშვილი და მისი მოკავშირეები თუ თანაგუნდელები _ დამხობა, არეულობა, კრიზისის შექმნა, მკვლელობების გახშირება. ასეულობით მკვლელობა მოხდება, _ ასე ამბობდა სააკაშვილი “ფორბსთან” ინტერვიუში, რომელიც მრავალგზის იყო ტირაჟირებული “რუსთავი 2”-ის მიერ – ჩამოიშლება ბიუჯეტი, დაინგრევა ეკონომიკა, ჩვენ ამ დროით უნდა ვისარგებლოთ და დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. შემდეგ იყო ჩანაწერები იმავე გვარამიასთან, ბოკერიასთან”, _ განაცხადა ვოლსიკმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ეს არის დაპირისპირების, კრიზისის შექმნის სცენარი, რომლის ნაწილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა რამდენიმე წევრის გადაწყვეტილება, საარჩევნო კოდექსის დიდი ნაწილი აღიარებული ყოფილიყო არაკონსტიტუციურად, შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისი.

“შეიძლება, ჩიორა თაქთაქიშვილსა და გიორგი კანდელაკს წარმოდგენა არ ჰქონდათ, შეიძლება, გივი თარგამაძესაც. როდესაც ასეთი რამ იგეგმება. არ არის აუცილებელი, პოლიტიკური თანაგუნდელები მონაწილეობდნენ. როდესაც ასეთი დონის დაპირისპირებები იგეგმება საქართველოში, რაზეც სააკაშვილი ღიად საუბრობდა და არაერთხელ, ეს ცოტა სხვანაირად ხდება. იმედი მაქვს, ჩემზე უფრო კომპეტენტური ორგანოები მიიყვანენ გამოძიებას ბოლომდე და გააკეთებენ უფრო მკაფიო განცხადებას…

მე არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც სააკაშვილმა ჩაიფიქრა ეს. მე ვფიქრობ, რომ არსებობს ამ ქაოსიდან, ამ არეულობიდან დივიდენდის მიმღები დაინტერესებული უამრავი მხარე. ეს ქაოსო, დაპირისპირების დაგეგმვა, სცენარი სააკაშვილმა შექმნა და არ გამოვრიცხავ, ეს თემაც, ეს აფეთქებაც იყოს ამ სცენარის ნაწილი. როცა შენ შექმნი ამ მდგომარეობას ან ცდილობ, რომ შექმნა, ნებისმიერი თემა შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ამ ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგია. სააკაშვილი ამ ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგია. მე დასკვნებს არ ვაკეთებ, მე აღვწერ სიტუაციას და ამ ყველაფერს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს”, _ აღნიშნა გია ვოლსკიმ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here