Home რუბრიკები პოლიტიკა კლინტონის შტაბი რესპუბლიკელთა ოფისის დაწვის ფაქტს ეხმაურება

კლინტონის შტაბი რესპუბლიკელთა ოფისის დაწვის ფაქტს ეხმაურება

472

ჩრდილოეთ კაროლინაში რესპუბლიკელთა ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბი ეხმაურება. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის თანაგუნდელები ვანდალურ აქტს გმობენ და თანამოქალაქეებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ

რესპუბლიკელთა ოფისზე თავდასხმა გვიან ღამით ქალაქ ჰილსბოროში განხორციელდა. თავდამსხმელებმა შენობაში მოლოტოვის კოქტეილები შეაგდეს, შედეგად ოფისის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწვა. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი თავდასხმაში კლინტონის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here