Home რუბრიკები პოლიტიკა ლიბიამ ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარება რუსეთს სთხოვა

ლიბიამ ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარება რუსეთს სთხოვა

468

ლიბიის არმიის სარდალმა, მარშალმა ხალიფა ჰაფთარმა რუსეთს სთხოვა, ქვეყნის მეომრებს ცეცხლსასროლი იარაღი და ტექნიკა მიაწოდოს.

ხაფთარმა წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. მიმართვა მოსკოვში ჩაიტანა ლიბიის არმიის მთავარსარდლის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლიბიის ელჩმა საუდის არაბეთში_ აბდელ ბასეთ ალ-ბადრიმ.

რუსეთის პრეზიინავებდენტის წარმომადგენელთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვთან შეხვედრისას განხილულ იქნა საკითხი ლიბიისთვის ემბარგოს გაუქმებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის, მათ შორის, თვითმფრინავების მიწოდების შესახებ. ლიბიის მთავრობის წარმომადგენელმა მოსკოვს, აგრეთვე, სთხოვა, დაიწყოს სამხედრო ოპერაცია ტერორისტების წინააღმდეგ.

იარაღის მიწოდებაზე ემბარგო ლიბიას 2011 წელს დაუწესეს, ქვეყნის ლიდერის _ მუამარ კადაფის წინააღმდეგ აჯანყების პერიოდში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here