Home რუბრიკები პოლიტიკა გაღატაკებული უკრაინა ახალი მაიდნისთვის ემზადება

გაღატაკებული უკრაინა ახალი მაიდნისთვის ემზადება

500

პარტიაბატკივშჩინასლიდერი ნეზალეჟნაიაზე მორიგისახალხორევოლუციის მოწყობას გეგმავს

უკრაინაში პოლიტიკური ვითარება ნელნელა, მაგრამ განუხრელად მწვავდება: რიგით ადამიანებს შორის მწიფდება უკმაყოფილება მოქმედი ხელისუფლებისა და მისი უუნარობის გამო, გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი პრობლემები. ზამთრის მოახლოების პარალელურად, დღის წესრიგში დადგა კომუნალური გადასახადების გაძვირების პრობლემა. მთავრობის მძარცველური პოლიტიკით მოსახლეობის აღშფოთების გამოყენებას შეეცდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის, იულია ტიმოშენკოც.

უკრაინელი ექსპერტები ამბობენ: ამჟამად არის მტკიცებულებები იმისა, რომ პარტია “ბატკივშჩინას” ლიდერი ამზადებს ახალ “სატარიფო” მაიდანს.

კერძოდ, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ტიმოშენკო აკონტროლებს, აქტიურად ემზადებიან მასობრივი ღონისძიების ჩასატარებლად და უამრავ კარავს ყიდულობენ. ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, საპროტესტო აქციების პირველი “რეპეტიცია” უკვე ოქტომბერში გაიმართება პროფკავშირების წარმომადგენელთა მონაწილეობით. “ვითარების ამღვრევა რომ იგეგმება, ეს 100-პროცენტიანია. მათ უკვე თარიღიც კი აქვთ შერჩეული. პროფკავშირების საცდელ გაფიცვას ისინი 11 ოქტომბერს აპირებენ, ამის შესახებ “ბატკივშჩინას” დეპუტატებმა განაცხადეს. ტარიფების თემა საკვანძო იქნება”, _ განაცხადა ცნობილმა უკრაინელმა პოლიტოლოგმა ტარას ბერეზოვეცმა.

უკრაინელი პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ ტიმოშენკოს განზრახული აქვს, ჯერ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მიაღწიოს, შემდეგ _ საპრეზიდენტო არჩევნების და სრულიად შეცვალოს ხელისუფლება ქვეყანაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here