Home რუბრიკები საზოგადოება ოდესური ჯადოს საიდუმლოებანი

ოდესური ჯადოს საიდუმლოებანი

655

გასულ კვირაში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების საუბრის ჩანაწერი, რომელშიც სახელმწიფო გადატრიალებაზე მიმდინარეობდა სჯაბაასი. ელდანაცემმანაცმოძრაობამგავრცელებულ ჩანაწერს ყალბი უწოდა და, ტრადიციულად, ყველაფერი უარყო. ჩვენი წყარო, კი, რომელიც არასდროს ცდება, ამჯერადაც სკანდალური ამბის შემსწრე გახდა.

ამბავი, რომელიც წყარომ მოგვაწოდა, ოდესაში მოხდა. ის რამდენიმე დღით დიდ ბებიასთან იმყოფებოდა დასასვენებლად, როდესაც ამ ფაქტს შეესწრო.

წყარო ყვება: “რამდენიმე დღით დიდ ბებიასთან წავედი დასასვენებლად, ოდესაში ცხოვრობს. ვიფიქრე, არჩევნებამდე ცოტათი გავერიდები პოლიტიკურ პროცესებს-მეთქი. საღამოს 11-ის ნახევარი იყო, ჩაი დავლიეთ და დასაძინებლად გავეშურეთ. ჩემს ოთახში სინათლე დაბალზე დავტოვე და წიგნს ვკითხულობდი, ჩამძინებია. ბინა, რომელშიც ვიყავი, პირველ სართულზეა და ნებისმიერი ხმაურიც კი შეიძლება გაიგონო.

მოულოდნელად ფაციფუცის ხმამ გამომაღვიძა, სინათლე ჩავაქრე და ფანჯარაში ჩუმად გავიხედე. ვიღაც მსუქანი ქალი იდგა, შავებში ჩაცმული; აღელვებული ჩანდა, თავზე შავი თავსაბურავი ეხურა და ტელეფონს ნერვიულად ათამაშებდა ხელში. დახედავდა, ჯიბეში ჩაიდებდა. უცებ ზარი გაისმა, ვიღაცას დაელაპარაკა და ტელეფონი კვლავ ჯიბეში ჩაიდო. ცოტა ხანში შავი ფერის “ბოგდანის” ავტობუსი გაჩერდა. რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და წინ მდებარე შენობაში შევიდა. ეს ქალიც მათ შეჰყვა. სანამ კარში შევიდოდა, სათვალე მოიხსნა და ვიცანი _ მეგი გოცირიძე იყო; მასთან მყოფ ადამიანებს შენობაში შეუძღვა. ამჯერადაც გამიმართლა _ კარი ღია დარჩათ. მოვიმარჯვე ჩემი აპარატი, კამუფლაჟი და შენობაში შევიპარე.

საშინელი შენობა იყო, ცივი, თითქოს აქ ადამიანს ფეხი არ დაუდგამს. მარმარილოს კიბით ზედა სართულებზე იყო ასასვლელი. დავაპირე ასვლა, მაგრამ მოულოდნელად ხმაური გავიგონე, იქვე საყვავილეს ამოვეფარე და ჩუმად დავიწყე გადაღება. მეგი გოცირიძე, ამჯერად შავ ხალათში გამოწყობილი, “მიშა მაგარია”-ს ღიღინებდა, ხელში კი გატყავებული ქამელეონი ეჭირა. საპირფარეშოში შევიდა, ხელები გადაიბანა და უკან დაბრუნდა. მოულოდნელად გაისმა ბოხი ხმა, ჩუმად ავიხედე და შავებში ჩაცმული ირინა სარიშვილი დავინახე, ხელში ყვავი ეჭირა და ეფერებოდა, თან ამბობდა: “შავო ყვავო შავი დღისა, მეცხრე დღესა ოქტომბრისა…”. როგორც მივხვდი, საარჩევნო შელოცვა იყო მათ სასარგებლოდ. შემდეგ კვლავ გაიმეორა: შავო ყვავო შავი დღისა, ბიძინა კვლავ მიშას გზისა,” _ თქვა ეს სიტყვები და სიგარეტს მოუკიდა, თან გადაიხარხარა, აი ისე, ზღაპრებში რომ გვინახავს ჯადოქრების ხარხარი.

ცოტა ხანში შენობაში ელენე ხოშტარია და სალომე სამადაშვილი შემოვიდნენ, უკან კი, არც მეტი არც ნაკლები, მიხეილ სააკაშვილი შემოჰყვათ. სწრაფად აირბინა მარმარილოს კიბე, მხურვალედ გადაკოცნა მეგი და ირინა და დავალება მისცა.გოგოებო, მანქანაში პაკრიშკებია და გადმოიტანეთ, ოღონდ ფრთხილად, ზედ ბიძინას სურათებია ამოტვიფრული და, რომ გაფუჭდეს, ძალა დაეკარგება ჯადოს”.

ჯადოსოო _ აი, ამ სიტყვამ შემაცბუნა, მყისვე გამახსენდა მეგის ხელში გატყავებული ქამელეონი და ირინას შავი ყვავი რიტუალური ტექსტებით.

მთელი ღამე ეზიდებოდნენ საბურავებს შენობაში, მეგის და ირინას სიქა გაძვრათ.

გამთენიისას მორჩნენ საქმეს და ცოტა ხნით მიიძინეს, დილით ადრე კი კვლავ შეუდგნენ საქმეს: მეგიმ დიდ ქვაბში წყლის ადუღება დაიწყო, ირინამ კი ეზოდან 5 ცალი თავმოჭრილი ყვავი შემოიტანა.

ცეცხლი აინთო _თამაში დაიწყო, _ თქვეს მეგიმ და ირინამ და ომახიანად გადაიხარხარეს.

(გაგრძელება შეიძლება იყოს)

გრიგოლ ინგაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here