Home რუბრიკები საზოგადოება ლათინურ-პაპისტური ექსპანსია, ანუ რას “ვიმკით” 2011 წლის 1_5 ივლისს ხელმოწერილი კანონით “რელიგიური...

ლათინურ-პაპისტური ექსპანსია, ანუ რას “ვიმკით” 2011 წლის 1_5 ივლისს ხელმოწერილი კანონით “რელიგიური უმცირესობების შესახებ”

1151

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს გამოქვეყნდა საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: “როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მოწვევით .. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I თანმხლებ პირებთან ერთად”.

ამ თემამ ვნებათაღელვა გამოიწვია სასულიერო პირებსა და მრევლში, რომელიც გამოიხატა ვატიკანის საელჩოსთან საპროტესტო აქციით. მართებული იქნებოდა, თუ აქცია პრეზიდენტის სასახლესთან და საპატრიარქოსთან გაიმართებოდა. მორწმუნე ელექტორატის ნაწილისთვის, საეკლესიო კანონების თანახმად, მიუღებელია მწვალებელი-სატანის მსახური პაპის როგორც მოპატიჟება, ისე სვეტიცხოველში შეშვება (ლაოდ. კრ. 6 კან.), მით უმეტეს “მისი უწმინდესობის” ტიტულატურით მიმართვა, რაც, ბუნებრივია, მისი ერეტიკული-ღვთისმბრძოლი ცნობიერების აღიარება და თანაზიარებაა. “სამი დიდი დაცემა იცის კაცობრიობამ _ ადამისა, იუდასი და პაპის!” _ ბრძანებს წმ. იუსტინე პოპოვიჩი. სოციალურ ქსელებში წარმოდგენილია მესა, სადაც პაპი ფრანცისკე I ლუციფერს (სატანას) “ღმერთად აღიარებს (https://www.youtube.com/watch?v=MbkWnBCtSaM),  ეს ზღვარგადასული და შემაშფოთებელი მკრეხელობაა. “შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან მომდინარეობს”, _ ბრძანებს წმ. კოზმა ეტოლიელი. საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ კათოლიციზმი დასავლეთ ევროპაში ცალკე “ქრისტიანულ” მიმდინარეობად ჩამოყალიბდა 1054 წელს. იმ მრავალრიცხოვან განსხვავებათაგან, რომლებიც მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის არსებობს, უმთავრესი ტრიადოლოგიური (სამების) დოგმატის კათოლიკურ დამახინჯებას, ე.წ. ფილიოკვეს, ანუ სულიწმიდის გამომავლობის შესახებ მწვალებლურ სწავლებას უკავშირდება. ეს არის “პირველი მიზეზი” დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების უთანხმოებისა, ხოლო სხვა დანარჩენი მხოლოდ მისი შედეგებია. პაპის აბსოლუტიზაციის უპირველესი სავალალო შედეგი იყო უცდომელობის დოგმატის მიღება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაპი არ შეიძლება ცდებოდეს”, როდესაც იგი სარწმუნოებრივ საკითხებზე ქადაგებს. აღნიშნული “დოგმატი პრინციპულად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას, რომლის მიხედვითაც შეუმცდარი მხოლოდ ეკლესიაა. 1437-1439 წლებში პაპმა ევგენი IV მოიწვია ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება, რომლის მთავარი მიზანი იყო კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის დოგმატური უთანხმოების დაძლევა და მათ შორის უნიის დადება. კრებაზე განსაკუთრებით გამწვავდა კამათი დოგმატურ საკითხებზე _ “ფილიოკვეს” საიდუმლოებასა და პაპის უზენაეს ხელისუფლებაზე, რომელიც საბოლოოდ დაიგმო მართლმადიდებელთა მხიდან უკომპრომისო ზილოტის, დიდი წინდა მამა მარკოზ ეფესელის ძალისხმევით, რომელსაც მხარს უჭერდა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ეპისკოპოსების _ იოანე მანგლელისა და გრიგოლის სახით.

“გახსოვდეს, რომ ის, რაც ეკლესიას უკავშირდება, არასდროს გამოსწორდება კომპრომისების გზით: არ არსებობს შუალედი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. ჩვენ ლათინები ჩამოვიშორეთ არა რომელიმე სხვა მიზეზით, არამედ იმიტომ, რომ ერეტიკოსები არიან, ამიტომაც სრულიად არასწორი იქნება მათთან გაერთიანება. ლათინები არიან არა მხოლოდ განხეთქილების შემომტანნი, არამედ _ ერეტიკოსებიც და ჩვენ მათ მოვიკვეთთ, როგორც ერეტიკოსებს. ასე რომ, ძმანო, გაექეცით ლათინთა სიახლეებს – მათ შემომტანებსა და დამამკვიდრებელთ”, _ ბრძანებს წმინდა მარკოზ ეფესელი. IV საუკუნეში მოღვაწე მსოფლიოს დიდი მღვდელმთავრები: წმინდა იოანე ოქროპირი და წმინდა ბასილი დიდი, არათუ “თანალოცვას”, მისალმებასა და ადამიანურ ურთიერთობებსაც კი კატეგორიულად გვიკრძალავენ მათთან. ნუ შეურთდებით მწვალებლებს ნურც ჭამაში, ნურც სმაში, ნურც სიყვარულში, ნურც მეგობრობაში: ამის მოქმედი უცხოა ქრისტეს ეკლესიისაგან. ვინმემ უხორცო ანგელოზთა ღვაწლიც რომ იტვირთოს და ერეტიკოსებთან სიყვარულსა და მეგობრობაში იყოს, ასეთი, მეუფე ქრისტესთვის უცხოა, თვითონ ხომ ამბობს: რომელი არა არც ჩემ თანა, მტერი ჩემი არს”, _ ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი. “შეიძლება თუ არა მივესალმოთ მწვალებელთ? _ არა! _ ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი. უფალმა მათი მოკითხვაც კი აკრძალა, იქნება ეს სიყვარულით თუ მეგობრობით, _ უნდა გავექცეთ ამას, რათა აღსრულდეს ნაბრძანები: “ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ” (იოანე 1:10). წმ. ირინეოს ლიონელი მოგვითხრობს: “არიან ადამიანები, რომელთაც პოლიკარპე სმირნელისაგან (წმ. მღვდელმოწამე, ეგნატე ღმერთშემოსილის თანამედროვე) სმენიათ: “ერთხელ უფლის მოწაფე იოანე ღვთისმეტყველი აბანოში მივიდა, ეფესოში და, როდესაც იქ მწვალებელი კერინთოსი დაინახა, დაუბანელი გაიქცა და თქვა: “გავიქცეთ, ვაითუ, აბანო დაიქცეს, რამეთუ იქ ჭეშმარიტების მტერი, კერინთოსი იმყოფება”… თვითონ პოლიკარპემ მწვალებელ მარკიონთან შეხვედრისას კითხვაზე: “მიცნობ მე?” უპასუხა: “გიცნობ, ვითარცა სატანის პირმშოს!” _ აი, ასეთ სიფრთხილეს იჩენდნენ წმინდა მოციქულები და მათი მოწაფეები.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ხელისუფალნი კაცთმოთნეობით უგულებელყოფენ წმინდა მამათა სწავლებებს და ჯიქურ მიიწევენ მწვალებლებთანდიპლომატიური ურთიერთობისაკენ”, რაღა ითქმის ისეთ ვაიპრეზიდენტზე, რომელიც მასონლიბერასტების მარიონეტი და ერეტიკოსლათინთა მოწვევის ინიციატორია პატრიარქთან ერთად? პრეზიდენტი, რომელიც არად აგდებს თავისი მოქალაქის, 200 000 მოქალაქის, პეტიციას სოდომ-გომორელთა “ქორწინებაზე” რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ და ისიც ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში.

ცნობისათვის: ეს ის პაპია, რომელიც კადნიერად აცხადებს: ქრისტიანებმა არა უბრალოდ ბოდიში უნდა მოუხადონ, არამედ შენდობა უნდა სთხოვონ გეისაზოგადოების წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულიბისთვის”. პრეზიდენტ მარგველაშვილის მსგავს ნიჰილისტებსა და დილეტანტებს მიმართავს გასული საუკუნიდან ღირსი ეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი): “ჩვენს დროში ბევრს ავიწყდება, რომ ეკლესია არის არა რაიმე მიწიერი, ადამიანური დაწესებულება, არამედ ღმრთაებრივი სახლი, რომლის უმაღლესი დანიშნულება სულის ცხონებაა. ავიწყდებათ, რომ ეკლესიაში პოლიტიკასა და დიპლომატიას არაფერი ესაქმება და რომ დაუშვებელია მკრეხელობა, სინდისის ხმის ჩახშობით _ მიწიერი მიზნების განსახორციელებლად, როგორიც უნდა იყოს ისინი, თუნდაც შენიღბული ცრუ, ყალბი ლოზუნგებით საყოველთაო კეთილდღეობისა და თვით ქრისტიანული სიყვარულისა და სიმდაბლისაც კი, დღეს ასე რომ შემოვიდა მოდაში”. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის, რომ საერო ხელისუფლება ფეხქვეშ თელავს ეკლესიასთან დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას _ კონკორდატს, ხოლო საეკლესიო უმაღლესი ხელისუფლება არად აგდებს წმინდა მამათა კანონებს, რომლებიც სულიწმიდითაა გადმოცემული.

მწვალებლები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისი ერესის მიმდევრები არიან, არ უნდა შევიდნენ ღმრთის სახლში (ლაოდ. კრ. 6 კან.). ისმის ბუნებრივი და ლოგიკური კითხვა _ რომის პაპი აღარ არის მწვალებელი, სვეტიცხოველში რომ შეჰყავთ, თუ უწმინდესი და უნეტარესი ილია II სინოდთან ერთად აღარ ემორჩილება ლაოდიკიის კრების ღმერთშემოსილი წმ. მამების კანონებს? ამოუხსნელ ფენომენთან და რა პრეცედენტთან გვაქვს საქმე? ნუთუ ეს არის თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორის, ბატონი ედიშერ ჭელიძის ნანატრი და დაანონსებული კრეტის “კრების” ალტერნატიული, “ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა გაერთიანებული კრება”? 1994 წელს წმინდა მამა გაბრიელი (ურგებაძე) ხმამაღლა ამხელდა ცნობილი ეკუმენისტების (http://www.youtube.com/watch?v=szzBjFmvQ8s&sns=fb) _ ე.წ. მსოფლიო პატრიარქის _ ბართლომეოსისა და ახალმესტილე-მოდერნისტი “ეპისკოპოს” დამასკინოსის (ეპ. მელქისედეკ ხაჩიძის “მაკურთხეველი”) “ვიზიტს” საქართველოში. “რა უნდათ დამასკონოსსა და ბართლომეოსს გელათსა და სვეტიცხოველში?” _ მოთქვამდა მამა გაბრიელი, ტაძრების შებილწვის გამო. ახლახან მართლმადიდებლური ჟურნალი “კარიბჭე” იუწყებოდა: “პარასკევს, 16 სექტემბერს, იტალიის ქალაქ კიეტში მუშაობა დაიწყო მართლმადიდებლურ ეკლესიასა და კათოლიკეებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის საერთაშორისო კომისიის XIV პლენარულმა სხდომამ. “კარიბჭისთვის” ცნობილი შეიქნა, რომ ამ სხდომაზე საქართველოს ეკლესიიდან წარგზავნილები არიან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. მათი დაბრუნებისთანავე შემოგთავაზებთ ინფორმაციას სხდომის მსვლელობის შესახებ”. ეს რა ღვთის რისხვისა და აპოსტასიის მომსწრენი ვართ?! ეს რა უბედურება გვჭირს? !

 მავანს შევახსენებ: ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც 13/26 მაისს ვდღესასწაულობთ, ათონზე კათოლიკლათინთაგან მართლმადიდებლურ სწავლებათა ერთგულებისთვის 1259 წელს მოწამებრივად აღსრულებულ 300 წმინდა მამის ხსენებას. ეს პოლიტრელიგიური ბაკქანალია პროდუქტია იმ ლიბერასტულდესტრუქციული ძალების თავსმოხვეულიკანონპროექტისა”, რომელსაცრელიგიური უმცირესობის კანონიჰქვია, რომლითაც ქვეყანაში ძირძველ მართლმადიდებლობას იურიდიული სტატუსით გაუთანაბრეს სხვა რელიგიური კონფესიები (კათოლიკები და სხვა სექტანტები) და რომელსაცდასავლელი პარტნიორების რეკომენდაციითჯერ პარლამენტმა (01.07.2011-ში), ხოლო შემდგომ სინოდის 20 წევრმა (05.07.2011-ში) სამარცხვინოდ და კაპიტულანტურად მოაწერეს ხელი.

აი ისინიც: მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე), მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი), მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე), მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი), მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).

1 ოქტომბერს პაპის სვეტიცხოველში კაცთმოთნეობით მიპატიჟება იქნება საუკუნის ის შავი ლაქა, რომელიც, 25.05.2016-ში სინოდის ოქმზე კრეტაზე წამსვლელთა ხელმომწერებთან ერთად, მიემატება ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიას.

 მივმართავ ივერიის 17-საუკუნოვანი სამოციქულო ეკლესიის არაკეთილმოსურნეებს: “ხელები შორს, უცვალებელი საღმრთო კანონებისგან” (VI მსოფ.საეკ.კრ. 2 კან. და VII მსოფ.საეკ.კრ.1 კან.). ყური ვუგდოთ წმინდა მამების შეგონებებს და, სანამ გვიანი არ არის, გამოვფხიზლდეთ!

“პაპიზმი _ ასე ეწოდება მწვალებლობას, რომელმაც მოიცვა დასავლეთი და რომლიდანაც ხის ტოტებივით წარმოიშვა სხვადასხვა პროტესტანტული სწავლება; პაპიზმი პაპს მიაწერს ქრისტეს თვისებებს, რითაც უარყოფს ქრისტეს. პაპი პაპისტებისთვის ღვთაებაა, კერპია. ამ საშინელი ცდომილების მიზეზით ღვთის მადლმა დატოვა პაპისტები; ისინი ერთგულობენ მხოლოდ თავიანთ თავსა და სატანას. ნუ ეთამაშებით საკუთარ ცხონებას, ნუ ეთამაშებით, თორემ მუდამ იტირებთ. შეუდექით ახალი აღთქმისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა ნააზრევის კითხვას” (წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი).

კონსტანტინე ქათამაძე

1 COMMENT

  1. მე არ მააინტერესებს პაპი! ხელებიც კი მასონურ მისალმების პოზაში უკავია! ჩემი სალოცავი ჩემი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here