Home რუბრიკები ბლოგი გადამტრიალებლები, გადატრიალებულები და გადასატრიალებლები

გადამტრიალებლები, გადატრიალებულები და გადასატრიალებლები

906

შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყანა სულ კოტრიალკოტრიალით მიდის _ მიექანება თუ მიგორავს ევროატლანტიკური სივრცისკენ. 1992 წლიდან რომ დაიწყო საქართველოში გადატრიალებები, მას შემდეგ ვიტრიალეთ, ვიტრიალეთ და, მართალია, როგორც იქნა, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის აშკარა დამსახურებით გვეღირსა გადაუტრიალებელი შეცვლა ხელისუფლებისა, მაინც, აგერ უკვე 2016 წელია და, ისევ და ისევ გადატრიალების თემაა ყველაზე აქტუალური.

ისე, კაცობრიობამ მაგარი რამე კი მოიგონა _ ინტერნეტი. გამოაქვეყნებს ვინმე უჩინარი ინტერნეტში ფარულ ჩანაწერებს, როგორ გეგმავენ გადატრიალებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიდი! მერე მთელი თვეები ისე განიხილავენ არის თუ არა “ავთენტური” ეს ჩანაწერები, სუს-ს თუ კიდევ სხვა სპეციალურ სამსახურებს ისე “უჭირთ” დადგენა და იმდენ დროს ანდომებენ “გამოძიებას”, გეგონება, ამ ფარულ ჩაწერებს მე და ჩემი მეზობლები ვახორციელებდეთ და არა თვით ეს სპეცსამსახურები.

ავთენტურობაზეუფრო მთავარი კი მაინც ის არის, ვინ ატრიალებს, ვის (ან რას) ატრიალებს, როდის ატრიალებს და რატომ ატრიალებს.

მაგალითად, ზოგიერთი ძალიან პატრიოტული სახით მომზირალი პერსონა, სხვას რომ ვერაფერს გახდება საკუთარი პატრიოტიზმის დასამტკიცებლად, თურქული რესტორნის წინ დადგმულ სარეკლამო ბანერს ატრიალებს.

საზოგადოდ, პატრიოტობის საილუსტრაციოდ გულზე მჯიღის ბრაგუნი და რომელიმე ან ორივე აგრესიული დამპყრობლის _ რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი, ხშირად ძალიან უხამსი გამოთქმების ხმამაღლა ყვირილი რომ მოდად დამკვიდრდა ჩვენში, ეს უკვე თან სასაცილო და თან სავალალო ფაქტია.

გინდა, გქონდესპატრიოტისსახელი? გამოდი და იყვირე: “რუსეთი ასეთია!” “თურქეთი ისეთია!”… მორჩა, შენ პატრიტი ხარ! არავითარი ჭკუა, არავითარი პასუხისმგებლობა იმისა, რეალურად რა შედეგს მოუტანს შენს სამშობლოს შენი ასეთიხმამაღალი პატრიოტიზმი”.

ეს ყოველივე, თითქმის 30 წელიწადია, გრძელდება და, მიუხედავად იმ მართლაც სავალალო შედეგებისა, რომლებიც მოიტანა ასეთმა “სანახაობრივმა პატრიოტიზმმა”, ამ მხრივ მაინც თითქმის არაფერი იცვლება.

მხოლოდ ერთადერთი ცვლილება შეიძლება შევნიშნოთ: თუკი აქამდე ამ სანახაობრივი პატრიოტიზმის გამოხატვა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მიმართ ხდებოდა, ეს ბოლო ორიოდე წელია, ანტითურქული პატრიოტიზმიც ნელნელა შემოდის მოდაში.

სავარაუდოდ, ეს იმან გამოიწვია, რომ სოხუმისა და ცხინვალის რეგიონების მიტაცების შემდეგ რუსეთმა შესამჩნევად შეანელა აქტივობა საქართველოში და, რაც უნდა გაიჭაჭოს ზოგიერთი, _ საქართველოში რუსული პროპაგანდა ყვავისო, სინამდვილეში საქართველოში რუსეთი ძალიან მინიმალურ აქტივობას ახორციელებს.

ამან განაპირობა ოსმალთა იმპერიის მემკვიდრის, თანამედროვე თურქეთის, მკვეთრი გააქტიურება სრულიად საქართველოსა და განსაკუთრებით აჭარის რეგიონში. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც ჩანს, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ სურს დარწმუნდეს, რომპატარა კახი”, დიდი მეომრის გარდა, ჭკვიანი პოლიტიკური სტრატეგიც იყო და ზუსტად იცოდა, რატომაც აფორმებდა გეორგიევსკის ტრქატატს.

ტრაგედია კი ის არის, რის ხარჯზე მოგვიწევს ამაში დარწმუნება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ აჭარის დაკარგვა შეიქნეს საჭირო ჩვენი პატრიოტულად აღტყინებული საზოგადოების ნაწილის აზრზე მოსაყვანად!

აკი, უკვე ვნახეთ, რაც დაგვმართა ერთ დიდ სახელმწიფოსთან “რუსებს რა?”-ს ყვირილმა.

ახლა, მოდი, “თურქებს რა?” ვიყვიროთ ძალიან ხმამაღლა და სულაც არ დავფიქრდეთ იმაზე, რომ ამ კითხვის უხამსი პასუხი სწორედ ჩვენს ქვეყანას ემართება მერე და არა იმ აგრესორ და დიდ ქვეყნებს, რომელთა მისამართითაც ამ პასუხს აღტყინებულები გავიძახით ხოლმე.

მეფე ერეკლე მეორე ნამდვილად არ იყო იმ დონის გულუბრყვილო, წინასწარ არ სცოდნოდა, რუსეთი გეორგიევსკის ტრაქტატს აუცილებლად დაარღვევდა, ზუსტად ისევე, როგორც ნებისმიერი დიდი ქვეყანა აუცილებლად და ყოველთვის თავის სასარგებლოდ არღვევს ყველა ხელშეკრულებას, რომლებსაც პატარა ქვეყანასთან აფორმებს.

აქ მთავარი იმის განსაზღვრა იყო, ოსმალეთთან ურთიერთობა მეტ ზიანს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას თუ რუსეთთან ურთიერთობა? ანუ საქართველო, როგორც ახლა, მაშინაც სწორედ ამ არჩევანის წინაშე იდგა _ ქართველებს უნდა აერჩიათ არა მათთვის უფრო სასარგებლო ვარიანტი, არამედ ნაკლებად საზიანო ვარიანტი და ერეკლე მეფემ ნამდვილად სწორად გადაწყვიტა ეს უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელი საკითხი.

ზიანთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობამ საქართველოს დადებითი შედეგიც რომ მოუტანა, რომელიც ისმალებისგან წართმეული მიწების (ფოთი, ბათუმი, ახალციხე, ადიგენი და ა. შ.) დაბრუნებაში გამოიხატა, ჭკუადამჯდარი ადამიანებისთვის უტყუარი ჭეშმარიტებაა. ასევე ჭეშმარიტებაა ისიც, რომ, თუკი ჩვენ 1990-იანი წლების შემდეგ მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოსთან (კი, ბატონო, აგრესიულ, მტერ და დამპყრობელ, მაგრამ ჩვენს უშუალო მეზობელ, ერთმორწმუნე და უკვე გარკვეულწილადქართული გავლენისქვეშ მყოფ რუსეთთან) ჭკვიანურად, გონიერად მოვიქცეოდით, აღარც ის ტერიტორიები გვექნებოდა დაკარგული, რომლებიც დღეს სწორედ რუსეთს აქვს მითვისებული, გნებავთ, ოკუპირებული.

სიტყვა ერთმორწმუნეც შემთხვევით არ მიხსენებია. ამ ჩვენს მუდამ გადატრიალებულ თუ გადატრიალების საფრთხეში მყოფ საქართველოში უკვე მიზანმიმართულად მიდის ამ სიტყვისა თუ მისი შინაარსის დისკრედიტაციაც. იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთისკენ უფრო იხრებიან, ვიდრე თურქეთისკენ, დაცინვით “პრავალსლავნიკებს” ეძახიან; რუსეთის მისამართით კი, როდესაც იგი გარკვეულ აგრესიულ ქმედებებს გამოავლენს ხოლმე საქართველოს მიმართ, ირონიულად შენიშნავენ: “აბა, რას შვრება ჩვენი ერთმორწმუნე”?

ამით სურთ, განამტკიცონ აზრი, რომ თურმე უკვე XXI საუკუნეა და რაღა დროს რწმენასა და რელიგიაზეა საუბარი. კი მაგრამ, თუ ეს ასეა, მაშინ იმავე აზრზე ხომ უნდა იყვნენ შენი ახალიმეგობრებიდამოკავშირეები”, ანუ თურქები?! არადა, სინამდვილეში, ყველაფრიდან ჩანს, რომ მათი რწმენა, მათი ადათი, მათი რელიგია ოსმალთა მემკვიდრეებისთვის სულაც არ არის უმნიშვნელო!

ეს დაამტკიცა თუნდაც გასულ კვირაში აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებულმა აქციამ, რომელიც მოზარდებისა და ახალგაზრდების ჯგუფმა გამართა და, ჩემი აზრით, მისი ამ ფორმით გამართვა სულაც არ არის რაიმე დადებითი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის.

ყურადღებას იმაზე ვამახვილებ, რომ ყველა ის თურქი რესპონდენტი, რომელთა კომენტარებიც მოგვიანებით ტელევიზიებმა გადმოსცეს, ყურადღებას სწორედ რელიგიურ მოტივზე ამახვილებდა და მათი უმთავრესი პრეტენზია იყო ის, რომ ახალგაზრდების ეს ჯგუფი მათ სარწმუნოებას შეურაცხყოფდა.

ახლა მითხარით, როგორ შეიძლება “XXI საუკუნის კრიტერიუმებით” ეკონტაქტო იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეებიც სულაც არ არიან ამ შენი XXI საუკუნის ხასიათზე? ანუ, როგორ უნდა დაუმეგობრდე შენ, რწმენისა და ეკლესიის არმცნობი იმას, ვისთვისაც რწმენა და რელიგია უმთავრესია?

ამ რიტორიკული კითხვისა და ამ ყველაზე მთავარი თემის გარდა, ხსენებულმა აქცია-პროტესტმა კიდევ ერთი რამ დაგვანახვა _ როგორც ჩანს, ჩვენს სახელმწიფოში თურქული რესტორნის სარეკლამო აბრის გადატრიალება უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე სახელმწიფო გადატრიალება. აკი იმ ბავშვებს, რომლებმაც აღმაშენებელზე ეს აგრესიული და ჩემთვისაც მიუღებელი აქცია გამართეს, 10-ათასლარიანი გირაოები მიუსაჯეს და 4-წლიანი მუხლები შეუფარდეს, ხოლო ის ზრდასრული ადამიანები, რომლებიც შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ, უბრალოდ, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ დაკითხვაზე დაბარებულმა გადამტრიალებლებმა სრულიად მარტივად განაცხადეს _ არა, არ მოვალთ დაკითხვაზეო და მორჩა! არც არავის გაუცია მათთვის პასუხი, ძალის გამოყენებით მიყვანაზე ხომ ლაპარაკიც აღარ ღირს

ლაპარაკი არც იმაზე ღირს, თუ როგორ “გადაიბირეს” გადასატრიალებლებმა ე.წ. ზონდერები გადატრიალებულებისგან და, სავარაუდო გადატრიალების შემთვევაში, როგორც ჩანს, სწორედ მათ იმედად არიან.

კერძოდ, “ნაციონალებისზონდერების არც ისე მცირე ნაწილი ახლაოცნებისზონდერებად გარდაიქმნა და თავის ყოფილ თანაზონდერებს უპირისპირდება. არა მგონია, რაიმე დადებით შედეგი მოუტანოს ქვეყანას იმან, რომ ხელისუფლებას, სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, “იმათ” ზონდერებთან დაპირისპირებაში “თავისი” ზონდერების იმედი აქვს და არა კანონის, პოლიციისა და არმიის.

თუკი არსებული სიტუცია შენარჩუნდა, მმართველი ძალა აზრზე არ მოვიდა და არ გაიაზრა, რომ ნაცების ყოფილი ზონდერები ბუნებით, შინაგანად, საქციელით არიან საზოგადოებისთვის მიუღებლები, მაშინოცნებასულ მალე მიიღებს საზოგადოებისგან ზურგშექცევას. ხოლო ეს ზონდერები, თუკი საქმე საქმეზე მიდგა და ნაცების გადატრიალების სცენარს სულ ოდნავი წარმატების შანსი მაინც თუ გაუჩნდა, მოსალოდნელია, ისევ თავის ძველთანამოძმეებსდაუბრუნდნენ და ბიძინა ზუსტად ისევეორშაურადგაყიდონ, როგოც აქამდე ბიძინას შეთავაზებულორშაურზეგაყიდეს მიშა!

უნდა ვაღიაროთ _ კი იმსახურებს და კი არის გადასატრიალებელი ის ხელისუფლება, რომელიც მართლა ერთგულ, სიმართლის მთქმელ ადამიანებს ფეხებზე დაიკიდებს და მტრების ყოფილი მხარდამჭერების, “გამპრავებლების”, დამფინანსებლების, ზონდერების გადმობირების გზით შეეცდება ფონს გასვლას

მაგრამ საქმე ის არის, რომ “ქართული ოცნება” სწორედ შექმნილი სიტუაციით სარგებლობს ბოროტად და ჩვენნაირი ჭკუადამჯდარი ხალხისგან გონიერი დათმობის იმედი აქვს. აკი, თუ მართლა მოხდა რაიმე მსგავსი, მაშინ რეალურად გადატრიალებული არა მხოლოდ ნაცები და ქოცები, არამედ მთლიანად მთელი ქვეყანა აღმოჩნდება და საკითხავია, გაუძლებს კი ეს ჩვენი მრავალგადაკოტრიალებული საქართველო კიდევ ერთ გადაკოტრიალებას?!

ბაკურ სვანიძე

3 COMMENTS

  1. ბაკურ მიყვარს ძალიან შენი სტატიების კითხვა! ლოგიკურად და ამომწურავად მიგყავს თემა! ძალიან ზუსტად გაქვს ნათქვამი : ყველა დიდი ქვეყანა არღვევს ხელშეკრულების გარკვეულ პუნქტებს(რას ვიზამთ-დიდ კაცთან პატარა კაცსა,როდის გასვლია მართალი?!). მაგრამ ისიც ხომ ვიცით თურქეთი იმ პერიოდიდან დღემდე საქართველოს მოინელებდა! ისე როგორც უკვე აქვს მონელებული საქართველოს ნახევარი ტერიტორია! შევადაროთ რუსეთთან თანაცხოვრების ის 200 წელი თურქულ წარსულს,ეს ხომ არც ისე რთულია?! მიყვარხარ საქართველოვ! გთხოვ მოვიკრიბოთ ძალ-ღონე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი,რომ სამშობლო გადავირჩინოთ!

  2. ამ ბაკურ სვანიძეს სიმართლესთან ერთად ზრდილობა და ტაქტიც რომ ქონდეს პირად საუბრებში,ვერავინ აჯობებდა.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გიული ჯარიაშვილი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here