Home რუბრიკები საზოგადოება რა პროვოკაცია მოაწყვეს 1 ოქტომბერს ნაციონალებმა სოფელ დიდ ნეძში

რა პროვოკაცია მოაწყვეს 1 ოქტომბერს ნაციონალებმა სოფელ დიდ ნეძში

750

1 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდ ნეძში მომხდარმა სისხლიანმა დაპირისპირებამ (ნაციონალებმა _ პაპუნა კუკავამ და მანუჩარ ქირიამ “ოცნების” რამდენიმე აქტივისტი გოგონა ქუჩაში დაუნდობლად სცემეს) კიდევ უფრო გაამძაფრა საზოგადოების განცდა იმან, რომ “ნაცმოძრაობის” მესვეურები რევანშისთვის ემზადებიან. მეტიც, ამ ინცინდენტის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის კრიმინალური ბანდა ჩვეულ ფორმაშია და ქვეყანას რეპრესიების ახალ ტალღას უმზადებს. 

ამ ყველაფრის ფონზე მოსახლეობის შიშსა და დაუცველობის განცდას კიდევ უფრო აღრმავებს ხელისუფლების უმოქმედობა. მით უმეტეს, რომ ძალოვან სტრუქტურებში, განსაკუთრებით _ პოლიციაში, კვლავაც არიან ნაცებისადმი ლოიალურად განწყობილი მაღალჩინოსნები, დამსჯელები და ბრძანების შემსრულებლები, რომლებსაც სროლისას ხელი არ უკანკალდებათრა მოხდა კონკრეტულად სოფელ დიდ ნეძში, რა პროვოკაცია მოაწყვესნაცმოძრაობისმხარდამჭერებმა და რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდსაქართველო და მსოფლიოინციდენტისას დაშავებული ლიკა დემეტრაძის დედას _ მაკა კოდუას შეხვდა.

_ ქალბატონო მაკა, დიდი ნეძის ინციდენტზე მედია სხვადასხვა ვერსიასა და შეფასებას ავრცელებს, რა მოხდა სინამდვილეში?

_ დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ყველაფერი ნაციონალებმა შეგნებულად, წინასწარ გამიზნულად გააკეთეს. ბავშვები მშვიდად, წყნარად არიგებდნენ ბუკლეტებს და უცებ მივარდა რამდენიმე ნასვამი მამაკაცი, რომლებიც აშკარად პროვოკაციულად იქცეოდნენ. მერე გადავიდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ბოლოს კი ბავშვებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სიმართლე გითხრათ, ისეთი აღელვებული ვიყავი, არც მიკითხავს მათი სახელები და გვარები, მაგრამ ვიცი, რომ ერთ-ერთი მათგანი წინა ხელისუფლების პერიოდში დიდი ნეძის გამგებელი იყო, ანუ, ხომ ხვდებით, რაზეა საუბარი _ ის არის თხემით ტერფამდე მიშისტი, ნაციონალი, ყველაფრის მკადრებელი. კაცი ასე დაუნდობლად რომ დაარტყამს ქალს, ისედაც ხომ გასაგებია, ვინც არის და რაც არის

_ კონკრეტულად რა დაზიანებები ჰქონდა თქვენს შვილს?

_ კისრის არე აქვს ჩალურჯებული, მაგრამ ვერ მივხვდი, კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს _ ახრჩობდა თუ დაარტყა. ასევე, სეროზულად დაუზიანეს თავი, სავარაუდოდ, ქვა ესროლეს, რამაც გამოიწვია ტვინის შერყევა. რომ მივედით, ბავშვს ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული და ძირს ეგდო გონწასული. ერთი სიტყვით, ნაცემია სასტიკად. კიდევ ვიმეორებ: იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს სისასტიკე ჩაიდინეს, პასუხი უნდა აგონ და დაისაჯონ კანონის შესაბამისად.

_ იმავე ღამეს, როცა ეს დაპირისპირება მოხდა და თქვენი შვილი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა, “ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებმა პოლიციის სამმართველოსთან აქციის გამართვა სცადეს. რა რეაქცია გქონდათ ამაზე?

_ როცა დამირეკეს და მითხრეს, ნაციონალები რაღაც აქციას გეგმავენო, დავტოვე უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შვილი და მაშინვე სამმართველოსთან მივედი. იქ იყო გუნავაც და სხვებიც. ვუთხარი, წამოდით და ნახეთ, რა დღეშია ჩემი შვილი-მეთქი. გუნავა გამომყვა. თითოეულმა მათგანმა საკუთარი თვალით ნახა, რა დღეში იყვნენ ნაცემი ბავშვები. ხმა არ ამოუღიათ. ბოლოს გუნავამ მითხრა, ყველაფერს გამოვიძიებთ და დამნაშავეები პასუხს აგებენო.

_ ამის მიუხედავად, პოლიციის სამმართველოსთან ისინი პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ინციდენტიქართული ოცნებისაქტივისტების მიერ იყო პროვოცირებული.

_ პროვოკაცია, ტერაქტების ინსცენირება, ცემა, წამება _ ეს ყველაფერი ნაციონალების სტილია და ასე მართავდნენ ისინი ქვეყანას.

რაც შეეხება უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩემს შვილს და მის მეგობრებს, ნაციონალები, ჩვენს ადგილას რომ ყოფილიყვნენ, ქვეყანას შეყრიდნენ და სასწრაფოდ ამერიკის ელჩს ჩამოიყვანდნენ, _ დემოკრატიას გვისამარებენო, მაგრამ მე იმ პირების ვინაობაც არ ვიცი. ტელევიზიებთანაც არ მივსულვარ, არც მიცდია მედიასთან კონტაქტი, აქეთ დამირეკეს ვიღაცებმა და მთხოვეს კომენტარი…

_ ინციდენტში მონაწილე ორი ნაციონალი _ პაპუნა კუკავა და მანუჩარ ქირია პოლიციის განყოფილებაში მოწმის სტატუსით მიიყვანეს და არა ბრალდებულის, ისინი არც კი დაუკავებიათ. რას იტყვით ამაზე _ ობიექტურია მართლმსაჯულება ამ კონკრეტულ შემთხვევაში?

_ ობიექტურობაზე ზედმეტია საუბარი. აქედან ჩანს, რომ ჩვენი მთავრობა ლოიალურია “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ. კიდევ ვიმეორებ: სააკაშვილის პერიოდში რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, მოსამართლეს არც ჰკითხავდნენ, ისე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და ჩასვამდნენ ციხეში ოპოზიციური პარტიის აქტივისტებს. ასე მართავდნენ ისინი ქვეყანას, ასე ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას და სწორედ ამ პოლიტიკამ დაასამარა ეს დანაშაულებრივი პარტია. საზოგადოდ პროვოკაციული პოლიტიკა მომგებიანი არავისთვისაა და “ნაციონალური მოძრაობა” ამის ნათელი მაგალითია. ისინი ყველაფერში პიარს ეძებდნენ, ყველაფრით ქულების დაწერას ცდილობდნენ და, რაც მიიღეს, ყველამ ვნახეთ. გაიხსენეთ თუნდაც თბილისში ბიბლიოთეკის შენობასთან მომხდარი დაპირისპირება _ ჩიორა თაქთაქიშვილს ოდნავ გაეკაწრა წარბი და რა ამბავი ატეხეს, გახსოვთ, ალბათ, _ პირდაპირ საძინებელში მიუყვანეს ამერიკის ელჩი. ამგვარი იაფფასიანი ტყუილებით ხალხის ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვება შეუძლებელია. მათ ეს ვერ შეიგნეს და კვლავ განაგრძობენ ადამიანების მოტყუებას.

_ “ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები ხშირად ახსენებენ კორცხელის ინციდენტს, სანდრა რულოვსიც წინასაარჩევნო შეხვედრებზე სულ ამაზე საუბრობს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ეს ინციდენტიც მათი პროვოცირებული ყოფილიყო?

_ კორცხელის ინციდენტს რაც შეეხება, მე ვარ ერთადერთი მოწმე, რომელმაც დავინახე, თუ როგორ გამოიწვიეს ეს დაპირისპირება ნაციონალებმა, მაგრამ დღემდე რატომღაც არ დამკითხეს.

თენგიზ გუნავა არ უცემიათ “ქართული ოცნების” აქტივისტებს, ის გალახეს ადამიანებმა, რომლებიც მან გააუბედურა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ანუ ეს იყო პირადი ანგარიშსწორება და, ჩემი აზრით, ეს გასაკვირი არ არის. გუნავა მარტო ვერ გაივლის ქალაქში, იმდენი ადამიანი დაღუპა და გაანადგურა თავის დროზე. ისე, რატომ ჰგონიათ ნაციონალებს, რომ მათ არავინ უნდა შეეხოს, არ მესმის. ხალხი ღიზიანდება მათ დანახვაზე. კიდევ ვიმეორებ, გუნავა ცემა მის მიერ გამწარებულმა და გაუბედურებულმა ადამიანმა, რომლის ძმაც დააინვალიდეს ციხეში.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამნაცმოძრაობისპროპაგანდა მსგავს დაპირისპირებებს თავიანთ სასარგებლოდ წარმოაჩენს ხოლმე. როგორ ფიქრობთ, ეს პროპაგანდა მოქმედებს საზოგადოების განწყობაზე?

_ ვერანაირი პროპაგანდა მათ ვერ უშველის, ყველა ხედავს და ხვდება, რა ძალასაც წარმოადგენენ რეალურად. არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ადრე ციხეში გვიკლავდნენ შვილებს, ახლა პირდაპირ ქუჩაში გვიხოცავენ. ასე ესმით მათ დემოკრატია და ასე წარმოუდგენიათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, სხვანაირად არ შეუძლიათ და არც უნდათ…

_ სააკაშვილი თავის გამოსვლებში ხშირად იმეორებს, რომ ბევრი რამ გადააფასა და აღარ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას დაუშვა. სარწმუნოა სააკაშვილის ნათქვამი?

_ სასაცილოა, სააკაშვილი არაფერს ნანობს და არც შეცდომებს აღიარებს. პირიქით, განუწყვეტლივ იმეორებს, რომ ქვეყანა ააყვავა და ააღორძინა. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა დღეს კოაბიტაციაა და ეს უნდა დასრულდეს. გასაგებია, რომ ცივილიზებულად უნდა გადაიჭრას საკითხები, გასაგებია დემოკრატია და ყველაფერი, მაგრამ დამნაშავეებთან თანამშრომლობა დემოკრატია არ არის. “ნაციონალური მოძრაობაარის ჩვეულებრივი დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა აიკრძალოს.

რაც შეეხება სანდრა რულოვსს, უკრაინული პრესა წერს, რომ ქალი ვაჭრობს ადამიანის ორგანოებით და ამის შემდეგ მას კიდევ ჰყოფნის თავხედობა, მოუწოდოს მოსახლეობას, მხარი დაუჭიროს. თავდაუზოგავად ვიბრძოლებ, რომ სანდრა რულოვსმა ვერ მოიგოს არჩევნები და ვერ მოვიდეს ხელისუფლებაში. მას არ აინტერესებს საქართველო და, რომც გაიმარჯვოს არჩევნებში, პარლამენტში არ დაჯდება, ჩაიდებს ჯიბეში დეპუტატის მანდატს, წავა ჰოლანდიაში და იცხოვრებს მშვიდად, წყნარად. ამას ყველა ვერ ხვდება, თორემ ხალხს და მათ შორის მის მხარდამჭერებსაც, თავიდანვე უარი უნდა ეთქვათ მის კანდიდატურაზე. სანდრა არავის დეპუტატი არ იქნება, სანდრას არ აინტერესებს და არ ადარდებს ქართველი ხალხი.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. 19 აგვისტოს სოფელ კორცხელში ამომრჩევლებთან გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სანდრა რულოვსმა ხაზგასმით აღნიშნა, ძალადობას აღარ გავიმეორებთო. 1 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, სოფელ დიდ ნეძში მომხდარი დაპირისპირებით სააკაშვილის ზონდერებმა ამ ქალბატონს ნიღაბი ჩამოხსნეს და დაამტკიცეს, რომ, რაც უნდა მოხდეს, ნაცი არასოდეს გამოსწორდება.

1 COMMENT

  1. ჩემი ხალხი ტყუილად გაებუტა საბჭოთა წყობილებას.. იყოს ახლა ისევ კომუნისტური რჟიმი და ვნახავდი დაკითხავდნენ თუ არა… სამაგიეროდ დემოკრატიულები ვართ….

  2. თუ ზუგდიდელ ჩვენ ძმებს ქალბატონი სურთ დეპუტატად ვიღაც გადამთიელის არჩევას არ ჯობია ეს უმშვენიერესი თანამემამულე ქალბატონი მაკა კოდუა აირჩიონ?! გამართულ სიტყვა პასუხს რომ თავი დავანებოთ, როგორ, ქლაბატონმა მაკამ მეგრული არი იცის, ვერ მღერის თუ მჭადის ვერ გამოაცხობს?! გამკვირვებია ჩემო სამეგრელო მე თქვენი?! ძალიან!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here