Home რუბრიკები ბლოგი მონან-უ-ება!

მონან-უ-ება!

674

მომავალში საფლავიდან ვინ ვის ამოთხრის და ვის შთამომავლობას შერცხვება ურცხვი წინაპრისა, ამის ახლა განჭვრეტა, რა თქმა უნდა, ძნელია. უფრო ზუსტად, ძნელი კი არ არის, არამედ ისე ბევრიავარლამობისკანდიდატი, რომ შეუძლებელია მათგან ერთი რომელიმეს გამორჩევა. იმაშიც ეჭვი მეპარება, ან რომელიმეს შვილიშვილმა მოიკლას თავი ბაბუამისის ცოდვების გამო, ან რომელიმეს საბოლოოდ აზრზე მოსულმა შვილმა თავად ამოთხაროს ნაგავი მამამისი საფლავიდან და ხრამში მოისროლოს

ახლა უფრო ის არის მოდური, ნორმალურად, პატიოსნად მცხოვრებ ადამიანებს სულელი და წარუმატებელი უძახონ, სხვა ადამიანების დაჩაგვრისა და მათთვის ლუკმაპურის სხვადასხვა მაქინაციით წართმევის ხარჯზე გამდიდრებულ და გამილიარდერებულ ღორებს _ ქველმოქმედი, ხოლო ოსმალების ინტერესების გამტარებელ ე.წ. არასამათავრობო თუ კიდევ სხვა ტიპის ორგანიზაციებში შეყუჟულ, მახინჯი პროპაგანდის მწარმოებელ, საკუთარი სამშობლოს ფეხებზე დამკიდებელ და დოლარებზე დაკიდებულ ტიპებს წარმატებულის ტიტული მიანიჭონ.

შესაბამისად, უკვე ისე იზრდებიან თაობები, ვფიქრობ, მომავლისვარლამებისშვილიშვილები თავს კი არ მოიკლავენ, არამედ იამაყებენ კიდეც, _ ბაბუაჩემი წარმატებული, ქველმოქმედი, ფულიანი, უკაცრავად და, ტრაკიანი კაცი იყოო!

ხოლო ზნეობრივად მცხოვრები ადამიანების შვილიშვილები თავიანთ ბაბუებს წყევლაკრულვით ამოიღებენ საფლავიდან, _ შე წარუმატებელო! შე დაბოღმილო! შე შეუმდგარო! რა გეზნეობებოდა, გეშოვა ფული, მოგეპოვებინა გავლენა ნებისმიერი ბინძური გზით და შენციგულავებდიდა მეცმაგულავებდიო”!

სამწუხაროდ, ეს ტენდენცია აშკარაა და, ალბათ, ისევ ის სადღაც მიმალული ქართული შინაგანი კოდი და გენი თუ გვიხსნის მომავალში ამ სურათისგან, რომელიც ახლა დავხატე.

მანამდე კი ჩვენი ქვეყნის საქმე ისეა, რომ სახალხო დამცველს იქით უჩივიან თანამშრომელთა უფლებების დარღვევის გამო და უგებენ კიდეც სასამართლო პროცესს. გასულ კვირაში საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს სასამართლომ სახალხო დამცველის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის (ეიჩ-არ) დეპარტამენტის უფროსის სამსახურში აღდგენა დაავალა.

საინფორმაციო სააგენტოებმა, ასევე, გაავრცელეს ცნობა, რომ ნანუაშვილს კიდევ არაერთი თანამშრომელი უჩივის და, წინასწარი ინფორმაციით, მათი უმეტესობა არაკანონიერი მიზეზით არის სამსახურიდან გაშვებული და ისინიც აუცილებლად მოუგებენ სასამართლოს სახალხო დამცველს.

როგორც ჩანს, ბატონი სახალხო დამცველისთვის თანამშრომლებზე უკანონო თავდასხმა ჩვეული სტილია.

საზოგადოდ, სასაცილო (ან უკიდურესად ტრაგიკული) ამბავია, როდესაც ადამიანს, რომელსაც, წესით, იქით უნდა შესჩივლონ ხოლმე სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებულმა ადამიანებმა და დაცვა სთხოვონ, თვითონ “უპრაგონოდ”, როგორც გაუხარდება ისე, აგდებს სამსახურიდან საკუთარ თანამშრომლებს სრულიად უკანონო და დაუშვებელი მიზეზებით.

ამიტომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა _ თუ ასე უხეშად, უკანონოდ და უმართებულოდ ექცევა საკუთარ თანამშრომლებს, მაშ, ვიღას და ვისგან ან რისგან იცავს სახალხო დამცველი?

თუ უჩა ნანუაშვილის საჯარო განცხადებებს გავიხსენებთ, მათ პათოსს, მიმართულებას, შინაარსს, ღრმად თუ არა, ზედაპირულად მაინც გავიაზრებთ, პასუხიც მალევე გვექნება: უჩა ნანუაშვილისთვის სიტყვახალხიშემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ .. უმცირესობებით და იგი, საერთოდ, არ მიიჩნევს ხალხად უმრავლესობას.

ეს არის ის, რაც უჩა ნანუაშვილმა საკუთარ თავს დაავალა, თორემ, სინამდვილეში, კანონი სულაც არ ავალდებულებს სახალხო დამცველს, მაინცდამაინც მხოლოდ უმცირესობების უფლებები დაიცავიო.

უმცირესობებს, იქნება ეს რელიგიული, ეროვნული, სექსუალური თუ სხვა ტიპის, თავისი, კონკრეტული არასამთავრობო უფლებადამცველები ჰყავთ. საქართველოს სახალხო დამცველს კი ხალხის, მათი სულიერი თუ მატერიალური ფასეულობების, მათი ზნეობრივი კატეგორიების, მათი შრომითი თუ კიდევ სხვა სახის უფლებების დაცვა მოეთხოვება.

ჰოდა, საქმეც ეგაა, რომ დღევანდელ საქართველოში უმრავლესობას ხალხად აღარავინ აგდებს. არსამთავრობოების 80 პროცენტი, საზოგადოდ, ტელევიზიების ასევე 80 პროცენტი და, ასე ვთქვათ, ფულიანი ტელევიზიების 100-ვე პროცენტი მხოლოდ ლგბტ, ლიბერასტი, ათეისტი თუ, საერთოდაც, სატანისტი ჯგუფების უფლებათა დაცვაზეა გადასული, თუმცა არც არავინ იცის რეალურად, ვინ, როდის და რა ფორმით ლახავს მათ უფლებებს.

სწორედ ამ კუთხით არის ხოლმე საინტერესო საქართველოს სახალხო დამცველის _ უჩა ნანუაშვილის კომენტარები, რომლებშიც, ძირითადად, საუბარია იმაზე, რომ უმრავლესობა, შესაძლოა, ფიზიკურ ძალადობას არა, მაგრამ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს უმცირესობაზე.

ანუ გამოდის, უმრავლესობის დანაშაული ის ყოფილა, რომ უმცირესობის ჭკუაზე არ დადის.

საქმე ასეა: უმცირესობის წარმომადგენლების რაღაც ნაწილი, როგორც წესი, გამოირჩევა თავხედობით, უზრდელობით, საკუთარი ცხოვრების წესის გამოცხადებით ერთადერთ სწორ და აუცილებელ ცხოვრების წესად და, ვინც ასე არ ცხოვრობს, მათი დაცინვა, აბუჩად აგდება უმცირესობების ამ წარმომადგენელთა ჩვეული სტილია.

“თქვენ, ყველანი, უნდა გაპედერასტდეთ! თქვენ, ყველას, უნდა მოგწონდეთ ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრება და ქორწინება! თქვენ, ყველამ, უნდა უარყოთ ქალის ქალობა და მამაკაცის მამაკაცობა! ქალმა თუ ქმარს კარტოფილი შეუწვა, ეს ქალის სასტიკი ჩაგვრაა და ქმარი, რომელმაც ცოლს კარტოფილი შეაწვევინა, უნდა ჩავსვათ ციხეში! ჰო, კიდევ არავის უნდა გწამდეთ ღმერთი! არ უნდა გჯეროდეთ პატრიარქის და აუცილებლად უნდა ღადაობდეთ ბიბლიაზე! სხვა შემთხვევაში თქვენ ხართ ბნელები, ჩამორჩენილები, გაუნათლებლები, უინტელექტოები, უწიგნურები, ღიპიანი ქართველები, გურჯები, გრუზინები, ხეპრეები და ა.შ.” _ აი, ეს ბრჭყალებში მოყვანილი ფრაზა არის ნიმუში იმისა, რასაც უმცირესობები ასე დაჟინებით ითხოვენ უმრავლესობისგან.

უჩა ნანუაშვილისა და მისნაირების მტკიცებით კი, უმრავლესობის “დანაშაული” ის ყოფილა, რომ ამ აგრესიულ და თავხედ უმცირესობებს არ უჯერებენ; არ გადადიან მათ ჭკუაზე და მტკიცედ პასუხობენ: ჩვენ ეგეთი ცხოვრება არ გვსურს. ჩვენ გვსურს ნორმალური ცხოვრება; გვინდა, გვქონდეს ჩვენი სარწმუნოება; გვსურს, ოჯახში ქალი ქალი იყოს და მამაკაცი _ მამაკაცი; გვსურს ქალი კარტოფილს წვავდეს და მამაკაცი ლურსმანს აჭედებდეს და არა თანაბრად, ან სულაც პირიქით! გვსურს, დავესწროთ წირვას, გავზარდოთ შვილები და ავაშენოთ ზნეობრივი სახელმწიფო!” _ აი, ეს პასუხი არის თურმე უმცირესობის ჩაგვრა, რადგან ეს “საშინელი და ჯიუტი” უმრავლესობა თავისი დაუმორჩლებლობით “ნერვებს უშლის” ეგზომ “ფაქიზი” სულის პატრონ უმცირესობებს.

არ მინდა, მკითხველმა ისე გამიგოს, თითქოს რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს ვლანძღავდე ან ვამცირებდე. არსებობისა და სრულფასოვანი ცხოვრების უფლება აქვთ ათეისტებსაც, პედერასტებსაც, ფემინისტებსაც და სხვებსაც. საზოგადოება ვერასოდეს იქნება ერთგვაროვანი მასა. სრულფასოვანი საზოგადოება აუცილებლად უნდა შედგებოდეს სხვადასხვა ფენისგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმცირესობებმა საკუთარ, უმრავლესობისთვის მიუღებელ ცხოვრების წესს საჯარო, სატელევიზიო რეკლამა უკეთონ, ნორმალურად მცხოვრები უმრავლესობა ლანძღონ, თათხონ, მათ ჩამორჩენილები და ბნელები ეძახონ და საპასუხო რეაქციის მიღების შემდეგ კიდევ აქეთ მონათლონ ისინი აგრესიულებად.

ამის მაგალითი უამრავია, როდესაც უმცირესობის რომელიმე თავხედი წარმომადგენელი რელიგიის გამო, ოჯახისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების გამო, პატრიარქისადმი პატივისცემის გამო ლანძღავს, ამცირებს, დასცინის რომელიმე ადამიანს და ხანგრძლივი თმენის შემდეგ მისგან შესაბამისი პასუხის მიღებისთვის, უკვე იქით აბრალებს მას “აგრესიულობას”.

ჩვენი სახალხო დამცველი კი უმრავლესობის ინტერესების შელახვას, მათ დაცინვას, გათახსირებას, ლანძღვას, მათი გრძნობების ფეხქვეშ გათელვას საერთოდ ვერ ამჩნევს. მხოლოდ დამცირებული უმრავლესობისგან პასუხის გაცემის შემდეგ ირთვება უჩა ნანუაშვილშისახალხო დამცველის ინსტინქტიდა მედგრად იწყებსმოვალეობის შესრულებას”, ანუ ლგბტ პირებისა თუ სხვა უმცირესობათა დაცვას.

ეს უკვე ისე თვალში საცემია, რომ ხალხს სახალხო დამცველისა, კარგა ხანია, აღარ სჯერა. ხალხი იმასაც ლაპარაკობს, უჩა ნანუაშვილმა თავისი აპარატის ის თანამშრომლები სამსახურიდანაც სწორედ იმიტომ გაათავისუფლა, რომ უმცირესობათა წარმომადგენლები არ იყვნენო.

მოკლედ, ყველაფერი იქით მიდის, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს თავისი შეცდომების კასკადში უჩა ნანუაშვილის ჩართვაც. მოგეხსენებათ, მან უკვე აღიარა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, თავდაცვის ორი მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი მისიშეცდომებიიყვნენ!

ბატონი მილიარდერი, ასე პირდაპირ რომ აღიარებს თავის ოლიგარქობასაც და აშკარა ოლიგარქიულ მმართველობას საქართველოში, ესეც, რა თქმა უნდა, სათქმელია.

აკი, იმის აღიარება, რომ ყველა ეს არჩევითი თანამდებობის პირი მისიპირადი შეცდომაიყო, რეალურად იმას ნიშნავს, რომ მილიარდერმა ისინი, ფაქტობრივად, “დასვაამ თანამდებობებზე, ანუ ისინი, სინამდვილეში, ხალხის მიერ არჩეულნი კი არა, მილიარდერის მიერდანიშნულნიარიან.

მაგრამ, ჯანდაბას, ამასაც თავი დავანებოთ. ბოლოს და ბოლოს, იყოს ოლიგარქია, ოღონდ ოლიგარქმა სწორად შეარჩიოს ამ დონის თანამდებობის პირები და ქვეყანას ხელში ნუ ჩაუგდებს უტიფრებს, უნამუსოებს, უვიცებს და უპასუხისმგებლოებს, ხომ შეიძლება?

რა უბედურებაა, კვარტალში ერთხელ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, სხვადასხვა თანამდებობის პირთან დაკავშირებული მონანიება? დაჯდება ეს ბრძენი მილიარდერი და მოთქვამს, _ მე ესა და ეს პერსონა ასეთი მეგონა და ისეთი ყოფილაო! ეგ რომ მცოდნოდა, რომ ეგეთი იყო, მაგას რავა დავასახელებდი მაგ თანამდებობის კანდიდატადო?! ისე მოაღებს ხოლმე პირს ბატონი ოლიგარქი, გეგონებათ, მართლაც რომელიღაც სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარეზე იყოს საუბარი და არა ქვეყნის პრეზიდენტზე ან პარლამენტის თავმჯდომარესა თუ თავდაცვის მინისტრზე

რაც მთავარია, ბატონ ივანიშვილს ერთხელაც არ უხსენებია ის ამბავი, რომ ნებისმიერი ამ “ადამიანი-შეცდომის” თანამდებობაზე დასახელებისას, ანუ მათი არჩევა-დანიშვნის წინა პერიოდში უამრავი ადამიანი ეუბნება, ურჩევს, გაჰყვირის, _ არა, ბატონო ბიძინა! ეგ ადამიანი მაგ თანამდებობაზე არ დანიშნო, ეგ სინამდვილეში არ არის ისეთი, თქვენ რომ გგონიათო და შესაბამისი არგუმენტებიც მოჰყავს, მიუთითებს მათ განვლილ გზაზე, სხვადასხვა პერიოდში მათ მიერ გაკეთებული და საზოგადოებისთვის მკვეთრად მიუღებელი საჯარო განცხადებების შინაარსზე, პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებზე, რომლებშიც მათი მიერ გამოთქმული აზრები საზოგადოების მკვეთრ პროტესტს იწვევდა და ასე შემდეგ.

მაგრამ “ბრძენ ოლიგარქს” არავის მოსმენა არ სურს, სანამ 2 ან 3 წლის შემდეგ თვითონვე არ შეუტევს მონანიების მძაფრი სურვილი.

აი ასეთ მომენტში კი ბატონი მილიარდერი უკვე ისე “საყვარლად” ახასიათებს თანამდებობამდელ და თანამდებობის მიღების შემდგომ “ბატონ იქსს”, რომ კარგავ ადამიანურ ლოგიკას, როდესაც ეს კაცი საკუთარ თავს მაინც “შეუცდომელს” უწოდებს და მორიგი “რჩეულის” ხალხისთვის წარდგენისას კვლავ იმეორებს: “მენდეთ! მე ამ კაცს კარგად ვიცნობ! დამიჯერეთ, ის ყველაზე მაგარი კანდიდატურაა, ხომ გჯერათ ჩემი?!”

სიმართლე გითხრათ, გულის ფანცქალით ველოდები ბიძინა ივანიშვილის მორიგ მონანიებას. უფრო ზუსტად მონანებას, ანურეჩსიმის შესახებ, რასაყვარელიდაბუნჩულაიყო უჩა ნანუაშვილი მანამდე, სანამ ივანიშვილი სახალხო დამცველად დანიშნავდა.

ნანუაშვილის დანიშვნის წინა პერიოდშიც უამრავი ადამიანი ურჩევდა ივანიშვილს, არ დაესვა თანამდებობაზე ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის სასტიკად მიუღებელი ნანუაშვილი, მაგრამ “ბრძენმა” მილიარდერმა მაინც თავისი გაიტანა.

ამიტომ მართლა ძალიან მაინტერსებს, რა იქნება ის “ძალიან საყვარელი” არგუმენტები, რომელთა გამოც ივანიშვილმა ნანუაშვილი მაშინ თანამდებობაზე დასვა?

თუმცა რას შეიძლება ელოდე ადამიანისგან, რომელიც არჩევნების წინ, როგორც იქნა, თავიდან იშორებს რესპუბლიკელებს; აღიარებს, რომ შეცდა მათში, ახლაღა ხვდება, თურმე რა მიუღებელი ყოფილან ისინი ხალხისთვის, მათ უმთავრეს ნაკლად .. ლიბერასტულ მიდრეკილებებს ასახელებს და, ამასთანავე, “ქართული ოცნებისახალი საარჩევნო სიის გამსვლელ ოცეულში რესპუბლიკელებზე უფრო უარესი ლიბერასტები, ფემინისტები და კიდევ უფრო მეტად მიუღებელი და ოდიოზური პეროსნები შეყავს?

ალბათ, ვერც ვერაფერს. დაველოდებით მისგან სასიკეთოს და, როგორც ჩანს, მომავალ ოთხ წელიწადსაც ჩვენი ქვეყანა პერმანენტულ ბიძინურ მონანიებებში გაატარებს… და, რადგან საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არჩევნების შემდგომი მონანიებების მორიგ ციკლს სწორედ უჩა ნანუაშვილი გახსნის, თამამად შეგვძლია ამ პროცესს “მონან-უ-ება” ვუწოდოთ…

ოცნება უკვე გაგიბანძეს და რა გაეწყობა _ გამძლეობას გისურვებ, საქართველოვ!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here