Home რუბრიკები ბლოგი რამდენს შეადგენდა სტალინის ხელფასი?

რამდენს შეადგენდა სტალინის ხელფასი?

1284

აი, რატომ უყვარდა ხალხს სტალინი და მის უბრალოებაზე ლეგენდებს თხზავდა. თითქოს, მასზე უკვე ყველაფერი ნათქვამი თუ დაწერილი და ახალი ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია, თუმცა, არსებობს ყოფითი წვრილმანები, რაც ყურადღების მიღმა რჩება.

მაგალითად, ყველამ იცის, რომ იოსებ ბესარიონის ძე “ჰერცეგოვინა ფლორის” თამბაქოს ანიჭებდა უპირატესობას. როგორც უინსტინ ჩერჩილის, სიგარის გარეშე წარმოდგენაა ძნელი, ისე სტალინის – ჩიბუხის გარეშე.

საინტერესოა, რამდენს შეადგენდა სტალინის ხელფასი? პარტიისა და ხალხის სასიკეთოდ, უანგაროდ ხომ არ ხარჯავდა უზარმაზარ ენერგიას?    როგორც გაირკვა, 1952 წელს სტალინის ყოველთვიური ხელფასი 10 000 მანეთი იყო, საიდანაც ბელადი პატიოსნად იხდიდა პარტიულ გადასახადს.

რაც მთავარია, გარდა ამ 10 000 მანეთისა, მას სხვა შემოსავალი არ ჰქონდა. არც ნავთობკომპანიების აქციებს ფლობდა და არც უცხოურ ბანკში ჰქონდა ანგარიში გახსნილი. აი, რატომ უყვარდა ხალხს სტალინი და მის უბრალოებაზე ლეგენდებს თხზავდა.

სხვათა შორის, 1952 წელს, საბჭოთა კავშირში საშუალო ხელფასი დაახლოებით 719 მანეთი გახლდათ.

ქართულ და რუსულ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

მოამაზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ                                                      

5 COMMENTS

  1. 10000 მანეთი 1961 წლის კურსით იყო 1000 მანეთი,ხოლო 719 -71,9 მანეტი.ეს საშუალო ხელფასი .ახლა ავიღოთ მინიმალური ხელფასი დაახლოებით 30 მანეთი იყო.ახლა შევადაროთ 1000 და 30 .
    სტალინს სხვა შემოსავვალი არა ჰქონდაო.იქნებ გვითხრათ რას უხდიდა საქართველოდან გაგზავნილ სასმელებს.საიდან უხდიდა მისთვის აშენებულ სრა -სასახლეებში(დასასვენებელ სახლებში.ასეთები მარტო საქართველოში ათზე მეტი იყო)მოსამსახურეებს.ყველა მასზე დახარჯული თანხა ,თავისი ყოველდღიური,დროსტარებებით,კრემლში,ქეყანას უამრავი თანხა უჯდებოდა.აწორედ ამ ქეიფების გამო ,როცა კრემლის კედელთან მოშიმშილე ბავშვების რიგები იდგა ,მისმა ცოლმა ალილუევამ თავი მოიკლა.
    ასე რომ ზღაპარი მისი ასკეტური ცხოვრების შესახებ,ხალხის უცოდინრობაზე უფრო იყო დაფუძნებული ვიდრე მის პატიოსნებაზე.

  2. შესანიშნავ გათვლებს ეყრდნობი, მაგრამ გაცვეთილი კიტელი და ხალხის სიყვარული მოგონილია -ტყვე შვილის არგაცვლა ტყვე ფელდმარშალში არყოფილა? ზა როდინუ, ზა სტალინუ არყოფილა? რატომ გეზიზღებათ ქართული გენი -რა გვარი გაქვთ, მაკედონელი, ჩინგის ხანი და სხვა ტომის იმპერატორები იყვნენ გენიოსები და ქართველი იყო სისხლის მსმელი, წაიკითხეთ -ჩერჩილი რუზველტი და გაიგებთ ვინ იყო სტალინი

    • სტსლინი ვისაც ეზიზღება ჩახედეთ მის გვარის გრნიოლოგიას და მიხვდებით რა ხალხთან გვააქვს საქმე.

  3. სტალინზე, აუგის თქმა ,,მოდაში შემოვიდა”. ერთმა რათარ თქვა, ის ერთი ,,მოდური ტიპია” და დანარჩენმა წამხედურებმა ხომ უნდა მიბაძონ. ზოგს მხოლოდ სტალინის სახელი აქვს გაგებული, სხვა არაფრი იცის მის მოღვაწეობაზე და ლანძღავს. იდ ეპოქაში როცა სტალინი მოღვაწეობდა, უდიდესი სახელმწიფოს შეძმნა, სხვანაირად არ მოხერხდებოდა. სტალინი ყველა თავისი თვისებებით და საქმეებით, საუკუნის კი არა ათასწლეულის მოვლენა იყო. მისი ავ-კარგი ისტორიის განსასჯელია და ამბობს კიდეც ისტორია მასზე სიმართლეს. ვიღაც უქნარების საქმე არ არის დასკვნების გამოტანა. მასზე ბევრი რაღაც არ არის ჯერ კიდევ თქმული, თუნდაც მანამდე, სანამ სტალინი გახდებოდა.

  4. ბატონო გენადი! თქვენ მექანიკური შეცდომა მოგივიდათ. სტალინის პერიოდის გათვლები, ხრუშჩოვის პერიოში მოახდინეთ.მაშინ როცა, ეკონომიკამ დაშლა დაიწყო. სტალინი იყო, სოციალისტური სახემწიფოს დამაარსებელი,რომელიც საბრთხეს წარმოადგენდა კაპიტალისტური წყობისათვის.სტალინის ქება,სოციალისტური სისტემის უპირატესობაზე მეტყველებს.ამიტომ,ყოველნაირად ცდილობენ ეს არ მოხდეს. ჩვენ ვცდებით როცა, საბჭოთა კავშირს განვიხილავთ როგორც, რუსეთს ფედერაციას.ზუსტად ამას იყენებენ,რუსებიც და ევროპელებიც. რაც შეეხება სტალინს…მის პიროვნულ როლს, ყველა ისტორკოსი და საერთაშორისო პოლიტიკოსი, მაღალ შეფასებას აძლევს. მისი მაღალმა საერთაშორისო რეპუტაციამ(სსრკ-ში)გადაარჩინა და დღესაც ეხმარება საქართველოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here