Home რუბრიკები საზოგადოება თხილი, სანდრა და ოთო

თხილი, სანდრა და ოთო

546

თხილი ეს არის პრიორიტეტი და ჩემ მიერ ხელშეწყობილი დარგი. ეს არის დარგი, რომელიც არის პიროვნულად ჩემი პრიორიტეტი, ეს არის სოფლის მეურნეობის პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თითოეული გლეხის პრობლემა მოგვარდეს, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც სოფლის მეურნეობა ააღორძინა და ეს პროცესი არის შეუქცევადი”, _ განაცხადა სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამადქართული ოცნებისმაჟორიტარმა კანდიდატმა ოთარ დანელიამ.

“ჰილარი კლინტონის ძმები აქებდნენ სამეგრელოში ჩვენს თხილს, ასევე, ტრამპი, როცა ჩამოდის, იმიტომ, რომ ისიც ჩვენი მეგობარია, თუ გახდება პრეზიდენტი და ჩამოვა, ისიც აუცილებლად გასინჯავს ამ უნიკალურ და საოცარ პროდუქტს. დავდიოდი თხილის სატეხის საამქროში და მართლა გული მტკიოდა, როგორი დამპალი, პატარა და გაფუჭებული თხილი იყო”, _ ეს კი ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა განაცხადა.

ქალბატონო სანდრა, ტრამპი კი გასინჯავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიშამ ნახევარ საქართველოს კბილები დააძრო და აღარ გაუკეთა, ჩვენ ვერ ვსინჯავთ და ტრამპს ეგებ თხილის სატეხებიც დავაბაროთ.

რაც შეეხება დანელიას, ბატონო ოთარ, თუ ხელისუფლებაში დარჩებით, საქართველოს ჰიმნი შეცვალეთ და “განათებული მთა-ბარის” ნაცვლად ვიმღეროთ “განათებული თხილნარი”. რითმაში კი ჩაჯდება და დანარჩენი დაიკიდეთ.

P.S. გამოტყდით _ უკვე ხომ მაგრად გკიდიათ?!

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here