Home რუბრიკები პოლიტიკა “ნიუ იორკ თაიმსი”: ობამას წარუმატებელი ვიზიტი აზიაში

“ნიუ იორკ თაიმსი”: ობამას წარუმატებელი ვიზიტი აზიაში

475

ნიუ იორკ თაიმსისაზრით, ცუდ დაგეგმვასა და ელემენტარულ უიღბლობას შეუძლია გადახაზოს აშშის პრეზიდენტის წარმატებები საზღვარგარეთ.

საქმე ის არის, რომ მის ვიზიტებს საზღვარგარეთის ქვეყნებში ყოველთვის ემთხვევა ტერორისტული აქტები და პოლიციური დახვრეტები. ამას მისტერ პრეზიდენტი, ალბათ, შეჩვეულიც კი არის, მაგრამ ის, რაც აზიაში მისი ბოლო ვიზიტისას მოხდა, შეიძლება შეფასდეს, როგორც უპატივცემულობის გამოვლენა.

ეს ვიზიტი საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი, რათა საქვეყნოდ წარმოეჩინა, რომ ჩინეთთან ყალიბდება სანიმუშო პარტნიორობა და, ამასთანავე, წარმატებით ვითარდება ამერიკელების თანამშრომლობა ამ ქვეყნის მეზობელ სახელმწიფოებთან.

მაგრამ ოთხი ქაოსური დღის განმავლობაში პრეზიდენტს დაეკარგა მთავარი ორიენტირი. ჩინეთში დახვედრის ცერემონია აირ-დაირია და პრეზიდენტს თვითმფრინავთან არც ტრაპი მიაწოდეს და არც წითელი ხალიჩა დაუფინეს. ამან ისეთი რეაქცია გამოიწვია, რომ თითქმის გადაფარა გლობალური დათბობის პრობლემა. შემდეგ ფილიპინების ახალარჩეული პრეზიდენტის უზრდელურმა გამოხდომამ აშშ-ის პრეზიდენტი აიძულა, უარი ეთქვა მასთან დაგეგმილ შეხვედრაზე.

მომდევნო დღეს თეთრი სახლი შეეცადა, შეერბილებინა ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტესა და ობამას შეხვედრის ჩაშლის უარყოფითი ეფექტი, მაგრამ ფაქტს ვერ გაექცა.

“ნიუ იორკ თაიმსის” აზრით, ობამას ეს უკანასკნელი ვიზიტი აზიაში შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების აცილების კუთხით, მაგრამ უხერხულობებმა, რომლებიც ამ მოგზაურობას სდევდა, შეიძლება გადახაზოს ეს წარმატება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here