Home რუბრიკები საზოგადოება მსოფლიოს 1000-მდე საუკეთესო უნივერსიტეტს შორის საქართველოს ვერც ერთი უმაღლესი სასწავლებელი ვერ მოხვდა

მსოფლიოს 1000-მდე საუკეთესო უნივერსიტეტს შორის საქართველოს ვერც ერთი უმაღლესი სასწავლებელი ვერ მოხვდა

501

საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების ხარისხი, უკვე წლებია, კრიტიკის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აკრედიტებულ ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ღირებულება ევროპის რიგი ქვეყნების უნივერსიტეტებთან შედარებით საკმაოდ ძვირია, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები საერთაშორისო რეიტინგებში ან საერთოდ ვერ ხვდებიან, ან, თუ ხვდებიან, ბოლო ადგილებზე.

ბრიტანული ორგანიზაცია Quacquarelli Symond (QS)-ის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში 81 ქვეყნის 916 უმაღლესი სასწავლებელი მოხვდა, კერძოდ: ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, ჩინეთის, კანადის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ლიტვის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ესტონეთისა და ლატვიის. უნივერსიტეტების რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით, პირველ ადგილზე ამერიკაა, ხოლო ბოლოზე _ ლატვია.

 საუკეთესო უნივერსიტეტების ჩამონათვალში საქართველო არ არის. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში მხოლოდ 2 ქვეყანა მოხვდა. ჩამონათვალში, რუსეთი მე-8, ხოლო აზერბაიჯანი მე-12 ადგილს იკავებს. თურქეთშიც კი, რომელსაც იმის ამბიცია აქვს, რომ მათთან უმაღლესი განათლება მაღალ დონეზეა, რეიტინგის ავტორებმა ვერც ერთი ძლიერი უმაღლესი სასწავლებელი ვერ იპოვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here