Home რუბრიკები პოლიტიკა ფილიპინების პრეზიდენტმა ბარაკ ობამას მეძავის შვილი უწოდა

ფილიპინების პრეზიდენტმა ბარაკ ობამას მეძავის შვილი უწოდა

476

 “ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეძავის შვილი უწოდა”, _ წერს ბრიტანული გამოცემა The Daily Telegraph.

დუტერტეს გაღიზიანება გამოიწვია რეპორტიორის კითხვამ, რას უპასუხებდა ობამას ფილიპინების ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც დუტერტემ 2 თვეში 2 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიიღო.

“მე სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ვარ. ჩვენ უკვე, დიდი ხანია, აღარ ვართ კოლონია, შესაბამისად, მე არ მყავს ფილიპინელ ხალხზე მეტი უფროსი, ვის წინაშეც ანგარიშვალდებული ვიქნებოდი. პატივისცემას ვითხოვ. მეძავის შვილო, წყეულიმც იყავ ამ ფორუმზე”, _ მიმართა როდრიგო დუტერტემ ობამას. აგვისტოს დასაწყისში ფილიპინების პრეზიდენტმა აშშ-ის ელჩ ფილიპ გოლდბერგს ძაღლიშვილი და ჰომოსექსუალი უწოდა და ამერიკელი დიპლომატი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. როდრიგო დუტერტე ფილიპინების სახელმწიფოს მეთაური მიმდინარე წლის მაისში გახდა.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ლაოსში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის სამიტის ფარგლებში უნდა შემდგარიყო, მაგრამ ამერიკული მხარის ინიციატივით გაუქმდა.

მოგვიანებით ფილიპინების პირველმა პირმა შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here