Home რუბრიკები პოლიტიკა ტერორისტები ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან

ტერორისტები ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან

479

 “თაიმსისჟურნალისტმა ცსსის აგენტებში ამოიცნობოევიკი”, რომელმაც ფეხი გაუხვრიტა

ახლო აღმოსავლეთში ამერიკის მაქინაციებისთვის ჩამოფარებულ ფარდას ზოგჯერ სპეცსამსახურების კონტროლიდან გამოსული სენსაციური მხილებები ჩამოხსნის ხოლმე. ამჯერად ეს ერთ-ერთმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა მოახერხა.

პოპულარული ბრიტანული გაზეთი თჰე თიმეს-ის ჟურნალისტმა ჯეკ ჰილმა რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ადამიანი, რომელმაც მესროლა, ახლა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის მუშაობს”.

საქმე ის არის, რომ 2014 წლის მაისში ჯეკ ჰილი და მისი კოლეგა ენტონი ლოიდი მძევლად აიყვანეს სირიაში მოქმედმა “ბოევიკებმა” ე.წ. ზომიერი ოპოზიციიდან, რომელსაც მხარს აშშ უჭერს. ერთ-ერთმა “ბოევიკმა” ბრიტანელს გაქცევის მცდელობისთვის ფეხში ესროლა, მაგრამ მოგვიანებით ჯეკ ჰილი გაათავისუფლეს და ის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. წარმოიდგინეთ, როგორ გაოგნდებოდა ჟურნალისტი, როდესაც მან “ცხელ წერტილში” გადაღებული ერთ-ერთი ვიდეოს ნახვისას წარსულის აჩრდილები შენიშნა _ ორი “ბოევიკი, რომელთაგან ერთმა ტყვეობაში ყოფნისას ფეხი გაუხვრიტა. ამასთანავე, გუშინდელი “ბოევიკები” მოხსენიებულნი იყვნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტებად.

ბუნებრივია, ჟურნალისტმა ვერ მოითმინა ამერიკული სპეცსამსახურების ფარისევლობა და მრისხანე წერილი გამოაქვეყნა.

პრესტიჟულ გაზეთში პოპულარული ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულმა მწვავე წერილმა შეიძლება დააფიქროს დასავლური საზოგადოება, სინამდვილეში რას სჩადიან მათი ხელისუფლებები აშშ-თან ერთად, როცა მათ, რიგით მოქალაქეებს, ხელისუფლებების კონტროლს დაქვემდებარებული მედიასაშუალებები ტვინს ურეცხავენ და ყველაფერს თავდაყირა აყენებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here