Home რუბრიკები საზოგადოება უცხოელი ინვესტორები ლიტვიდან გარბიან

უცხოელი ინვესტორები ლიტვიდან გარბიან

625

კოკაკოლასლიტვის წარმომადგენლობაში 1 სექტემბერს განაცხადეს, რომ კომპანია ხურავს თავის ქარხანას ალიტუსში, საიდანაც ცოტა ხნის წინათ 80 ადამიანი დაითხოვა.

საერთაშორისო კომპანიამ ამ ქარხნის პოლონეთში გადატანა გადაწყვიტა. ქალაქის მერმა ვიტაუტას გრიგარავიჩუსმა განაცხადა, რომ შოკირებულია და ეშინია, რომ ეს გამოიწვევს ემიგრაციის ახალი ტალღის გააქტიურებას. ეს ქარხანა ამ ტიპის ერთადერთი საწარმო იყო მთელ ბალტიისპირეთში. ამ ქარხანაში დასაქმებულთა ხელფასები კაუნასსა და ვილნიუსში მომუშავეთა ხელფასებთან იყო გათანაბრებული და მუშახელის გადინება პრაქტიკულად არ შეიმჩნეოდა.

ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ქარხნის ლიკვიდაციის პერიოდში ადგილზე დარჩება მცირე კოლექტივი 10 კაცის შემადგენლობით.

ეჭვები, რომ ცვლილებები კარსაა მომდგარი, ადრევე გაჩნდა. ჯერ კიდევ წლევანდელი წლის დასაწყისში ქარხანა წარმოების გაფართოებას გეგმავდა, მაგრამ მოულოდნელად ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ეს გადაწყვეტილება გააუქმეს.

“კოკა-კოლამ” ქალაქის მოსახლეობა იმით დაამშვიდა, რომ ალიტუსის მოქალაქეებს 8 (რვა) სკამი აჩუქა. “კოკა-კოლა” პირველი კომპანია არ არის, რომელმაც 2016 წელს თავისი ქარხნის ლიტვიდან გატანა განახორციელა. აგვისტოს ბოლოს კაუნასში ჩიფსების მწარმოებელი ქარხნის დახურვის შესახებ განაცხადა კომპანია “ესტრელა ბალტიკსმა”. მისი განმარტებით, აქციონერებმა მოისურვეს ინვესტიციის ჩადება პოლონეთში, ვლოცლავის მახლობლად არსებულ ქარხანაში.

ლიტვაში ქარხნის დახურვის შესახებ მარტის დასაწყისში განაცხადა “სუსლავიჩიუს-ფელიქსის” საწარმომ, რომელიც კაუნასში იყო გახსნილი და კეტჩუპს ამზადებდა. გაისად ქარხანას გადაიტანენ შვედეთში, ავსტრიასა და ლიტვაში”.

საინფორმაციო სააგენტორეგნუმი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here