Home რუბრიკები პოლიტიკა ეროვნული მოძრაობიდან ეროვნულობის მოსპობისკენ

ეროვნული მოძრაობიდან ეროვნულობის მოსპობისკენ

1051

ქართველი ხალხი ისეთი მომთმენიც არ არის, რომ უცხოელთა მონობის უღელი დიდხანს ათრიოს

ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის სპეტაკი ზნეობისა და კეთილსურნელებით გაჯერებული უწმინდესი წყაროს სათავეში ამერიკის ელჩის ნიღბიანი გუბერნატორი (კოლონიის) ზის და მოძალადის უზნეობის შხამით წამლავს ქართველთა კაცთმოყვარეობით შემკულ ამქვეყნიურობას. მეხუთე კოლონაც ჰყავს _ პოლიტიკურ პარტიებად მონათლულთა ხროვა, ასოები, მაღალ თანამდებობებზე მისი რეკომენდაციით გამძვრალი უამრავი ერთგული მსახური. შედეგად, ქვეყანაში არ წყდება ანტიეროვნული, დამაკნინებელდამაბეჩავებელი გნიასი.

დამოუკიდებლობად შემოსაღებული პოლიტიკური სპექტაკლი კი ერთი სცენარით იმართება. არჩევნებსაც ვატარებთ და გვგონია, რომ რაღაც ჩვენც გვეკითხება და ხმის მისაცემად გავრბივართ.

როცა ამერიკელი რეჟისორის სურვილზე აწყობილი წარმოდგენა დამთავრდება, პოლიტიკოსებად გადაღებილი დემაგოგები აღავღავდებიან, რათა თავიანთი წილი მიიღონ ქართველი ხალხის გარდაცვლილი იმედისა და ოცნების ლეშიდან. ამერიკელი გუბერნატორის მიერ შედგენილი განრიგის მიხედვით დაკომპლექტდება კადრები და მხიარულად დაველოდებით მის მომავალ დამოძღვრას.

ამერიკელთა მხარდაჭერით გატუტუცებული ეს ვაიპოლიტიკოსები ისე შეუზღუდავად გრძნობენ თავს, რომ ქართველთა აბუჩად აგდების აღვირახსნილობას საზღვარი არ აქვს. შედეგად, გვყავდა საგარეო საქმეთა მინისტრი _ დედაკაცი, რომელმაც ჰიტლერისა და სტალინის ერთნაირ ბოროტებად მოხსენიებით ლაფში ამოსვარა ისედაც სამარცხვინო ნოტზე აწყობილი თავისი მოღვაწეობა. პრეზიდენტად მარგველაშვილს რომ წამოასკუპებს, როგორ არ უნდა შეუქო იმ რეჟისორს თავის ინტერესებზე მსახიობთა მორგების უნარი? საქართველოში ვერავინ იპოვის უცხოელთა მიერ მოწონებულ სკამოსან არსებას, ქვეყნისთვის რომ უძგერდეს გული.

თავდაცვის მინისტრად იმ დედაკაცის დანიშვნა, რომელმაც ლენინგრადის გმირი დამცველები, უამრავი ქართველი ვაჟკაცი, ბინძურად მოიხსენია, ამერიკელთა მიერ თავანთი ერთგული ძაღლიშვილების გამოცნობის უნარზე მიუთითებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრად ბლუკუნა ზაქარეიშვილის დანიშვნის შემდეგ კი ამ სამინისტროს შეძულების გაღრმავების სახელი უფრო მოუხდებოდა.

პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტად შემოსაღებულს კარგად ესმით, რომ ამერიკელთა მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით საქართველოს გამთლიანებისთვის პრაქტიკული მოქმედება დანაშაულის ტოლფასია. ქართველი ერის დაკნინება და საზარელი უზნეობით მოწამვლის მცდელობა უცხოელთა ყმუილს აყოლილი ვაიქართველების ხელით ხდება და უფრო გამანადგურებელია, ვიდრე ეს დამპრყობთა დაუნდობელ თარეშს შეეძლო.

ქვეყნები ირჩევენ იმ კურსს, რომელიც მისი არსებობისთვის არის მისაღები. ჩვენ კი ამ დოგმადქცეულ ევროატლანტიკურ სურვილს ლამის შევეწიროთ.

მეოთხედი საუკუნეა, რაობიდან არარაობის უბედურებაში ვიძირებით. თვითონ ევროპელები დგანან საშინელი საფრთხის წინაშე. არ იციან, ნებიერ ცხოვრებას სად აუფეთქებენ _ აეროპორტში, პლაჟზე თუ სტადიონზე. როცა ნატო ლიბიას ბომბებს აყრიდა, ევროპაში უსაფრთხოება გარანტირებული ეგონათ. ლიბიელებს თავზე დაამხეს ბედნიერი ცხოვრება და დემოკრატიის დაცვის საბაბით ქვეყანა ჯოჯოხეთად უქციეს. მაგავსი რამ დამართეს ამერიკელებმა ერაყელებსაც, რომელთა სამშობლო სისხლის მდინარეებსა და უბედურების ქაოსში ჩაძირეს; ახლა სირიაში თესავენ დარბევა-განადგურების საშინელ უბედურებას. რა გასაკვირია, რომ ეს გაწამებული ხალხი ნებიერ ევროპას მიაწყდა. ამერიკა-ნატოს აგრესიას პირდაპირი დაპირისპირებით ვერაფერი დააკლეს და დაიწყეს საზარელი, დაუნდობელი ბრძოლა, რომელსაც ვერც საფრანგეთის უცხოური ლეგიონითა და ვერც ამერიკელების ტანკებით ვერ შეაკავებენ.

ნატოსთვის გაკვეთილი არ იყო გახსენება ჯვაროსნული ლაშქრობებისა, რაინდულად მებრძოლი ალადინი ვერაგობით, დაუნდობლობით, მხეცური ხოცვა-ჟლეტით რომ გააკვირვეს და მიიღეს კაცთაკვლა გაცილებით უარესი ძალადობითა და განუკითხაობით. შედეგად, ქრისტეს საფლავისთვის დაწყებული ბრძოლა მართლმადიდებელი ქრისტიანობის ბურჯი ბიზანტიის მოსპობით დაგვირგვინდა.

ახლაც ყოველი მხრიდან ავიწროვებენ მართლმადიდებლობას იქ, სადაც კაცობრიობის გამხრწნელი სქესობრივი აღვირახსნილობით თამამად ვერ თარეშობენ. ასე დაშალეს სერბეთი და უღრენენ რუსეთს. რა გულდასაწყვეტია, რომ ამ ევროატლანტიკურ კაკოფონიას ბევრი მედროვე სკამოსანი ქართველი ხალხის სახელით უერთებს თავის მოძახილს.

კავკასიის ხალხებისთვის ეროვნული ტრადიციების დაცვა, ზნეობრივი სიწმინდე, უფროსი თაობის პატივისცემა და ამ სულისკვეთებით მომავალი თაობის აღზრდა წმინდა საქმეა. ქართველმა ერმა მტაცებელთა ჯუნგლებში გამოატარა ტრადიციები, ზნეობა და ახლა სექსუალურ სიბილწეს აყოლილთა გარყვნილებით უნდათ მომავლის მოწამვლა?!

არც ერთ დამპრყობელს ისეთი ზიანი არ მიუყენებია ქართველი ერისთვის, როგორიც უცხოეთის ამ ლაქია ძაღლიშვილებმა მიაყენეს.

მოდიოდნენ ცეცხლითა და მახვილით, უკან ბრუნდებოდნენ თუ დიდხანს რჩებოდნენ, მათი ბოროტი იდეების ბაცილა ქართველთა სულიერებაში შეღწევას ვერ ახერხებდა, რადგან მებრძოლი ხალხის სიმტკიცეს მორალურზნეობრივი სისპეტაკე, ეროვნული ტრადიციების, ჩვევების უსაზღვრო სიყვარული და თავდადება აწრთობდა და ყველა ჯურის მტრისადმი შეუვალს ხდიდა.

დროთა ქარტეხილებმა მრავალი ერი მოსპო, მაგრამ ქართველებს ვერაფერი დააკლო, მიუხედავად ტანჯვა-წამების საზარელ დღეთა სიმრავლისა. იმიტომ, რომ მის სპეტაკ სულიერებაში ვერ შეაღწია ბინძურმა და გამხრწნელმა გარყვნილებამ, რომელმაც რომის მსოფლიო იმპერია აღგავა პირისაგან მიწისა; იმიტომ, რომ ერის ღირსეული ადამიანური გრძნობები ვერაგმა ბოროტებამ ვერ დასვარა.

საქართველოს არ შეუქმნია ატომური ბომბი და მასობრივად არ ამოუწყვეტია იაპონიის ორი ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა. თბილისიც იყო იმ სიაში ქალაქებისა, რომლებიც ამერიკელებს ატომური ბომბებით უნდა გაენადგურებინათ. საქართველოს საერთაშორისო კანონებით აკრძალული მომწამვლელი ნივთიერებებით არ მოურწყია ვიეტნამის მშვიდობიანი სოფლები; არც სერბეთში, ლიბიაში, ერაყსა და სხვა უამრავ ქვეყანაში შეჭრილა. მაშ, როგორ და რანაირად არის საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი?!

ჩვენ, ქართველები, კაცთმოყვარეობამ გადაგვარჩინა, ახლა გინდათ, რომ კაცთმოძულეობამ მოგვსპოს?! აქ ქართველი ხალხი არაფერ შუაშია, ეს იმ მომრავლებულ პარაზიტთა მცდელობაა, ხალხის სულიერებაში შეღწევით რომ ცდილობენ მის გარყვნა-გადაგვარებას.

ყველაზე მძიმე განსაცდელის ჟამსაც კი ქართველთა ღირსეული მამულიშვილების სიამაყეს ბზარი არ გასჩენია. ამის ნათელი მაგალითი ცოტნე დადიანია.

ევროატლანტიკურ ცბიერებასთან ასეთი უთავმოყვარეო, თავზე ხელის გადასმის მომლოდინე ლაქუცი ეკადრებათ მხოლოდ ხელისუფლების სათავეში წამოსკუპებულ ბღენძებს, საქართველოს სახელით ევროპელობას რომ იბრალებენ და იმავე ევროპაში ვიზების ლიბერალიზაციაზე მათხოვრობენ.

ომის, შრომისა და შემოქმედების უმდიდრესი წარსულის მქონე ქართველი ერი, რომელსაც უშრეტი ინტელექტუალური ენერგია აქვს, სტრასბურგის სასამართლოში არ უნდა დარბოდეს და არც ე.წ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით იკვებებოდეს.

მეოთხედი საუკუნეა, უიმედობით შეპყრობილი ახალგაზრდობა უცხოეთში გადასახვეწ გზებს ეძებს. 5,5-მილიონიანი სიცოცხლით სავსე საქართველო 3.5 მილიონამდე გაილია და, რაც დარჩა, ისიც ანთებული სანთელივით დნება. ნატოსა და ევროკავშირში შესვლის ბანგით გაბითურების მცდელობის ფონზე, მეოთხედი საუკუნეა, გრძელდება ამერიკის მარიონეტი ხელისუფლებების ხალხთან ბრძოლა, მოტყუება და აბუჩად აგდება.

პარტიებსა და ასოებში შერეკილი უამრავი ძაღლიშვილი საკბილოს მოპოვების მცდელობაში ყოველგვარ მუხთლობას კადრულობს, ხალხთან კი დემაგოგიური ყბედობით, სამოთხის შეპირებით იწონებს თავს. გაუთავებელი არაფრისმთქმელი ლაქლაქითა და სიცრუის სიმართლედ გასაღების ძალადობასთან შერწყმით ცდილობენ ფონს გასვლას.

არც ტაკიმასხარაობას იშლიან: საყველპურო ინგლისურით რომ აიკლეს ევროკავშირი _ ქართველი რომ ვარ, ესე იგი, ევროპელი ვარო. არადა, ინგლისელებმა ევროკავშირი დატოვეს, სხვა ქვეყნებსაც სული სძვრებათ გასაქცევად.

რა ქნან ამ სკამოსანმა ღამურებმა? ევროკავშირში არ უშვებენ, ე.წ. ვიზალიბერიზაციის მოთხოვნაც გაუქარბუქდათ, მაშ, რატომ უკიდიათ ხელისუფლების ყველა ორგანოში ნაციონალების მიერ საქართველოს სახელმწიფო დროშად შემოსაღებულ ხუთჯვრიანი ნაჭრის გვერდით ევროკავშირის დროშა?! არც ერთი არ არის ქართული. არც ერთი არ ჯდება ქართველი ხალხის ხასიათსა და სულიერებაში ისე, როგორც ხელისუფლებაში შემძვრალი უამრავი გაზულუქებული ბღენძი.

ჯვაროსნებმა ხუთჯვრიანი დროშის ფრიალით შეაძულეს თავი მუსლიმანურ სამყაროს. ახლა მათ ეს ღამურები უფრიალებენ ხუთჯვრიან დროშას როგორც ხარს _ წითელ ნაჭერს. არადა, ამ დროშას საქართველოს უმდიდრეს სიმბოლიკასა და მის სულიერებასთან საერთო არაფერი აქვს და უბოდიშოდ არის მითვისებული. ევროპელებიც არ გვიშლიან, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ წინაშე ხოხვით გადაიტყავეს მუხლები.

თუმცა, არავინ იცის, როდის გაგიწყრებიან, გამოგტაცებენ მაგ დროშას და მეფე გიორგი პირველის შანდლის ქურდივით ჭიტლაყსაც მოგაყოლებენ, რად მოგვპარეო.

უნამუსო ვირზე შესვეს, _ ნეტავ, ერთი გამაჭენაო. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ეროვნული მოძრაობიდან ეროვნულობის მოსასპობად ამერიკელთა ყბაში ამოვყავით თავი. ზოგიერთმა საამაყო ეროვნული თვისებების უარყოფის, გარყვნილებისა და სიბილწის პარპაშის ტყვეობაში ნამუსი და სირცხვილის განცდა დაკარგა და ახლა წარსულის სიმბოლოების ვანდალური მოსპობით იწონებს თავს. ამ ადამიანებს დარბევის, დაშლის, დატაცების, განადგურების, გაღატაკების, ქვეყანაში უბედურების დამკვიდრებისა და ევროატლანტიკური მფარველების მიმართ მონური ლაქუცის მეტი არაფერი გაუკეთებიათ.

ქაოსი და განუკითხაობაა სოფლის მეურნეობაში. მიწების უცხოელებისთვის მიყიდვა ხომ სარფიან საქმედ მიაჩნიათ.

რამ გარეცხა და გაძარცვა სამშობლოს სიყვარულისგან პოსტის მფლობელთა ეს ხროვა?! საკონსტიტუციო სასამართლოში უცხოტომელები რომ ყოფილიყვნენ, ასე ვერ გაბედავდნენ გაცოფებას მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის შეჩერების გამო. პროკურატურას კი უპირველესი ის აქვს გამოსაძიებელი, რის იმედით ღრძოლავს ასე მომწამვლელად ნაციონალთა ჯადოქრის ეს ანტიეროვნული ქოთნის ნამსხვრევი.

ხმაური ატეხეს, თავთავიანი კულტურების ისეთი დიდი მოსავალია, კომბაინებს აზერბაიჯანიდან ქირაობენო. მერე, ვისია ეს მოსავალი? გლეხს იმდენი ხორბალი არ აქვს, რომ ქათმებს მიუყაროს. მიწა კი ბობოლადქცეულთა ხელშია, არმად მოხვეჭილი ფულით ყველაფერს რომ დაეპატრონენ. ქართველ ხალხს სამშობლო გაუყიდეს. ქვეყანას საშინელი გაჭირვებისა და უიმედობის ნისლი აბნელებს.

უარეს ყოფაში იყო კუბა _ მსოფლიოს ბორდელად წოდებული და ამერიკელთა გასართობი ქვეყანა, ამერიკას ზედ ცხვირწინ რომ აუფრიალა თავისუფლების დროშა.

დღეს კუბა ამაყი და აყვავებული დემოკრატიული რესპუბლიკაა საუკეთესო, უფასო სწავლების განათლების სისტემით, უფასო ჯანდაცვითა და მრავალი სოციალური სიკეთით. ამერიკის პრეზიდენტთან დასახვედრად თავი არ შეიწუხეს კუბის ლიდერებმა და რაულ კასტრომ მხარზე ხელის წამორტყმის უფლება არ მისცა ობამას, როგორც სჩვევია სატელიტებთან საუბრისას.

ჩვენთან რესტორნები, კაზინოები, ტოტალიზატორები, ბორდელები, მეძავები და ამერიკელთა პარპაში რევოლუციამდელ კუბას გვახსენებს, მაგრამ იმედს ნუ დავკარგავთ _ ქართველი ხალხი ისეთი მომთმენიც არ არის, რომ უცხოელთა მონობის უღელი დიდხანს ათრიოს.

გივი სომხიშვილი,

მწერალი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here