Home რუბრიკები ბლოგი ჩვენ ვირჩევთ ოკუპანტს!

ჩვენ ვირჩევთ ოკუპანტს!

1046

ცხელი აგვისტოს შემდეგ საქართველოს კიდევ უფრო ცხელი სექტემბეროქტომბერი აქვს გადასატანი. რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზზე არ ვსაუბრობ და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები მაქვს მხედველობაში. რით აღარ აწონებენ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები თუ პარტიული ლიდერები თავს მოსახლეობას _ დაწყებული ასფალტის ძალიან მოძველებული თემით და ახლა მოდაში შემოვარდნილი ხეების დარგვაგამწვანებით დამთავრებული

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა არჩევნებისგან უფრო იმით განსხვავდება, რომ გაცილებით პოპულარულია საუბარი მსოფლიოს ორ აგრესიულ იმპერიას შორის მოქცეული ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იმას, რასაც ზოგიერთ პოლიტიკური ლიდერი მოგვიწოდებს, “ორიენტაცია” აღარ ჰქვია. ეს უფრო ერთ-ერთი მეზობელი დიდი ქვეყნის წიაღში თავით ფეხებამდე გადაშვებას უფრო ჰგავს. მსგავსი მიდგომები ქართულ საგარეო პოლიტიკაში ახალი არ არის. აქამდე ასეთი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ შეიმჩნეოდა და საპირისპირო მიმართულებად ევროპა, ამერიკა თუ ნატო იგულისხმებოდა. ამ წინასაარჩევნოდ კი უკვე ძალიან მკვეთრად გაისმა საქართველოს ჩაყლაპვის რეალური მსურველის _ თურქეთის სახელი.

როგორც ჩანს, .. პრორუსებმა ისეთი მყარი არგუმენტაციით დაარქვეს ოსმალების სამართალმემკვიდრეს თავისი სახელი, რომ დაპირისპირებული ბანაკი იძულებული შეიქნა, “საფარიდანგამოსულიყო, ანუ თურქეთის საწინააღმდეგო თვალსაზრისების იგნორირების მეთოდი უარეყო და ღია დაცვაზე გადასულიყო.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ უკვე ყველაფერს თავისი რეალური სახელი დაერქვა _ ნატო, ევროკავშირი, ამერიკა და პლანეტა მარსი არაფერ შუაშია, სინამდვილეში საქართველოს მიწა-წყალზე კვლავ გრძელდება ორი აგრესორი სახელმწიფოს _ რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირება.

ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე გონს მოეგო და, თუ ჩამოყალიბებულ თვალსაზრისად არა, ეჭვად მაინც გაუჩნდა, რომ რელურად რუსეთს ჩვენს ქვეყანაში არა რაიმე ამერიკულევროპული დემოკრატიული ღირებულებები, არამედ ნატოს ტყავში გახვეული ოსმალეთის იმპერია უპირისპირდება.

რაც უნდა ხმამაღლა და დახვეწილი დემაგოგიური მეთოდებით გააკეთონ აპელირება თურქეთის პირდაპირმა რეზიდენტებმა საქართველოში ჯერ ცარისტული, მოგვიანებით ბოლშევიკური თუ ახლა უკვეპუტინისტურირუსეთის ცუდობის შესახებ და, რაც უნდა შეეცადონ, ჩვენს დაჯერებას, რომ მათ, უბრალოდ, “ასეთირუსეთი არ მოსწონთ, თორემსხვანაირირუსეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, რეალურად, რუსეთი მაინც რუსეთია და აქ ძირითადი პრობლემა არა რუსეთისასეთობაანისეთობა”, არამედ თურქეთის მუდმივი სამხედროსტრატეგიული ინტერესია კავკასიის რეგიონში.

ეს წერილი არჩევნების თემით შემთხვევით არ დამიწყია. საქმე ის არის, რომ როდესაც დაპირისპირებულ პარტიებსა თუ ლიდერებს ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ ქვეყნის მმართველ პარტიას კი არა ოკუპანტს ვირჩევთ.

ოკუპანტი, თურქეთი კი არა, რუსეთია!” _ ასე გამოეხმაურა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის კაშკაშა ვარსკვლავი ხათუნა სამნიძე საქართველოს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის _ დავით თარხანმოურავის მიერ ტელეეთერში თურქეთის, როგორც ოკუპანტის, მოხსენიებას. აქ უმთავრესი აქცენტი გასამახვილებელია სიტყვებზე “კი არა”.

ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს შორის კამათი იმაზე კი არ მიმდინარეობს, როგორ უნდა მოვიქცეთ, საქართველომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა რომ არ დაკარგოს ან კიდევ ახალ ტერიტორიებს არ გამოეთხოვოს, არამედ იმაზე, ქართული მიწების მიმტაცებელი ქვეყნებიდან რომელია ოკუპანტი და რომელი _ არა.

ანუ ჩვენ უნდა ავირჩიოთ ერთი ოკუპანტი, მეორე ოკუპანტს კი მეგობარი დავარქვათ. რომელ ნიანგს დაერქმევა ნიანგი, ხოლო რომელი ნიანგი გასაღდება ბეღურად _ ეს იმის მიხედვით გაირკვევა, რომელი ნიანგის მომხრე პარტიას მოიყვანს ქართველი ამომრჩეველი სათავეში უმრავლესობით.

რესპუბლიკელი სამნიძის ნათქვამიდანაც სწორედ ეს გამოსჭვივის. მან, უბრალოდ, თურქების ოკუპანტობა კი არ უარყო, არამედ დავით თარხან-მოურავს მიუთითა, რუსეთია ოკუპანტიო.

გეგონება, თურქეთის ოკუპანტად მოხსენიება რამენაირად გამორიცხავს რუსეთის ოკუპანტობას.

აი, ასე პრიმიტიულად აზროვნებენ სამნიძის მსგავსი არსებები. ისინი აუცილებლად უნდა იდგნენ ჩვენი სამშობლოს ერთი რომელიმე დამპყრობლის მხარეს და მათ მხარეს არდგომა მათთვის აუცილებლად ნიშნავს მეორე დამპყრობლის მხარეს დგომას. მაგალითად, თუ ვთქვი, რომ თურქეთი, ფაქტობრივად, ოკუპანტი ქვეყანაა, რადგან მას ქართული მიწების მესამედი აქვს დაპყრობილი, ანუ, თუ მე არ ვდგავარ თურქეთის მხარეს, ესე იგი, სამნიძისთვის ეს ნიშნავს, რომ მე ვარ რუსეთუმე, ე. ი. რუსეთის მხარეს ვდგავარ!

ხოლო თუ ასეთ სამნიძეებს ეტყვი, რომ რუსეთიც ოკუპანტია და არც მის მხარეს ხარ, მათ ჯერ უკვირთ და ისე გიყურებენ, როგორც “ციდან ჩამოვარდნილს”, რადგან მათი აზროვნება ასეთ “სირთულეებს” ვეღარ ძლევს; მოგვიანებით კი უკვე შეფარულ პროპაგანდასა და მსგავს აბსურდულ ბრალდებებს წამოგიყენებენ, დაჟინებით დაიწყებენ მტკიცებას, რომ, რადგან თურქეთს არ ემეგობრები, ესე იგი რუსეთის მონა და აპოლოგეტი ხარ

მახსენდება, 1980-იან წლებში საბჭოთა საქართველოს უშიშროების სამსახურის განცხადება, რომ შექმნილი არეული ვითარებით ეფექტურად სარგებლობენ თურქეთის სპეცსამსახურები და ისინი საქართველოს კონკრეტულ მოქალაქეებს, ეროვნებით ქართველებს, მატერიალური დაინტერესებით და კიდევ სხვადასხვა მეთოდით იბირებენ და თურქეთის სასარგებლოდ ამუშავებენ.

იმხანად ამ განცხადებას ირონიის დიდი ტალღა მოჰყვა და მოქალაქეები ყბას უქცევდნენ საბჭოთა კაგებეს, რომელსაც “ოსმალეთის აგენტები ელანდებოდა”, თურმე…

ახლა, როდესაც ვიხსენებ ყოველივე ამას და შედეგსაც ვუყურებ, ფაქტია, რომ საბჭოთა კაგებეს არაფერიც არ ელანდებოდა და თურქულმა სპეცსამსახურებმა მართლაც ძალიან ეფექტიანად იმუშავეს საქართველოში ოსმალური ინტერსების გასატარებლად და მართლაც არც ისე ცოტა ქართველი და საქართველოს მოქალაქე იპოვეს ისეთი, რომლებიც მატერიალური სიკეთეების მიღების ფასად საკუთარი სამშობლოს სასიცოცხლო ინტერების წინააღმდეგ იმუშავებდნენ.

მართალია, სპეცსამსახურების წარმომადგენელი არ ვარ და, რა თქმა უნდა, კონკრეტულ სპეცდოკუმენტებს ვერ მოვიპოვებ, მაგრამ ჩემი, როგორც მოქალაქის, თვალთახედვით, უკვე აშკარაა, რომ საქართველოს რესპუბლიკური პარტიისშირმისიქით, თურქეთის სპეცსამსახურები დგანან და, ვგონებ, არც ისაა შემთხვევითი, რომ ამ ვითომ პოლიტიკური პარტიის ფესვები სწორედ აჭარის რეგიონიდან მოდის. აკი, თუნდაც ხათუნა სამნიძეც აჭარის წარმომადგენელია, ისევე, როგორც რესპუბლიკელთა “გურუები” _ ძმები ბერძენიშვილები. ხოლო ის, რომ ოსმალთა იმპერიის აღდგენაზე მეოცნებე თანამედროვე თურქული პოლიტიკური ელიტა ყველაზე იოლ დასაყრდენს სწორედ აჭარის რეგიონში ხედავს და ყველაზე მეტ რეზიდენტს სწორედ ამ რეგიონში მოისყიდის, უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო.

რომელიმე ინტრიგანმა ჩემს ამ თვალსაზრისს რაიმე დემაგოიგიური განცხადება რომ არ მოაყოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ ამიტომ ათმაგად და ასმაგად არიან დასაფასებელნი საქართველოს ამ რეგიონში მცხოვრები ქართველები. სწორედ მათ უწევთ ასმაგი და ათასმაგი ზეწოლის, ცდუნების ატანა და გაძლება, რათა სამშობლოს ერთგულნი დარჩნენ და სწორედ მათი უმეტესობის მტკიცე პატრიოტობის წყალობით დგას დღეს აჭარა ასე წელგამართულად საქართველოს დანარჩენი კუთხეების გვერდით.

თუმცა, თუნდაც რამდენიმე ათეული მოღალატე და გამყიდველიც უკვე ძალიან ჩანს და ყვირის. მით უფრო, როდესაც ეს მოღალატეები და გამყიდველები სპეცსამსახურების ტაქტიკით მოქმედებენ და აქეთ გეძახიან მოღალატესა და გამყიდველს.

არგუმენტიც შოკისმომგვრელი აქვთ. თურქეთი ვერანაირად ვერ იქნება ოკუპანტი, რადგან იგი ნატოს წევრია”, _ ამბობს ხათუნა სამნიძე.

ვერაფერს იტყვი, შესაშური აზროვნებაა, როდესაც ადამიანი რომელიმე ქვეყნის ოკუპანტობასა და აგრესორობას, არა ფაქტებით, რამედ მისი რომელიმე სამხედრო ბლოკისადმი კუთვნილებით აზუსტებს. ამ ლოგიკით, ხვალ რომ რუსეთიც ნატოს წევრი გახდეს, აღარც ის იქნება ოკუპანტი?!

რას ვეუბნებით ამით საერთაშორისო საზოგადოებრიობას და განსაკუთრებით ორივე დიდ და აგრესორ მეზობელს, გინდა სამხრეთით და გინდა ჩრდილოეთით (რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს სამნიძის მსგავსი პრიმიტივებისთვის, ისინი ორივე ნამდვილად ოკუპანტია), მოდით, წაგვართვით ტერიტორიების გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 50-70 წელიწადი ვიფართხალებთ და შემდეგ მიგვავიწყდება და სულაც “უახლოეს და ისტორიულ მეგობრებადაც” გამოაგაცხადებთო?

ამის შემდეგ, აბა, რატომ გვიკვირს, რომ რუსეთი, რომელიც აშკარად უფრო ჰუმანურად მოექცა 100 წლის წინათ დაპყრობილ ქართულ ტერიტორიებსა და მოსახლეობას, ვიდრე მეორე, გაცილებით აგრესიული და საშიში დამპყრობელი _ თურქეთი, ახლანანობსსაკუთარჰუმანურობასდა ფიქრობს, _ მოვქცეულიყავი მეც მეტოქე თურქეთივით, გამენადგურებინა ყველაფერი ქართული დაპყრობილ ქართულ მიწებზე, ამეკრძალა ქართული ენა, მომესპო მათი ეროვნულობა, ალბათ, ახლა მეც მომიბრუნდებოდნენ ქართველები დაისტორიულ მეგობრადგამომაცხადებდნენ, თუ არა, ტერიტორიები მაინც უპრობლემოდ შემრჩებოდაო.

სწორედ ამიტომ არის, რომ მსოფლიოს მიერ სოხუმისა და ცხინვალის არაღიარების პოლიტიკაც ნაკლებად აღელვებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს… რა პრობლემაა? გაივლის კიდევ 100 წელიწადი და ეგაა. 100 წელი ისტორიისთვის არაფერია, ხოლო ქართველები ხომ ასე იოლად ეგუებიან თითქმის ნახევარი ქვეყნის დაკარგვას. აგერ, ბატონო, თურქეთის მაგალითი. ჰოდა, მივბაძოთ თურქებს, _ ფიქრობს რუსული პოლიტიკური ელიტა და იქცევა კიდეც შესაბამისად…

როდესმე მოეგება კი ქართული საზოგადოება გონს და გარშემო ყველას დაანახვებს, რომ ქართველი არასოდეს შეეგუება არც ერთი ქართული ტერიტორიის დაკარგვას, იქნება ეს ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთში, სამხრეთში, დასავლეთში თუ აღმოსავლეთში, და ბევრი საუკუნეც რომ გავიდეს, საქართველოს სახელმწიფო ყოველთვის დაელოდება ხელსაყრელ ვითარებას საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად?

ასეთ კითხვებზე პასუხს, სამნიძე და მათნაირები ნამდვილად ვერასოდეს გაგვცემენ

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. საშველი ???? საშველი სად არის , ბ. ბაკურ ????ამდენი ამბების მერე , ჩვენც ვაკეთებთ , პოლიტიკურ ანალიზს და საშველს ვერ ვხედავთ !!!! იცით რატოოოომ ???? იმიტომ , რომ აფხაზეთიც და ოსეთიც, ჩვენი საამაყი \\\’\\\’ ქართველების \\\”\\\” მეშვეობით და მოწინააღმდეგის , ამ სისუსტის შერწყმით მოხდა , ასევე მიუახლოვდა მოსახდენს აჭარაც , ისევ ჩვენი\\\’\\\’ქართველების \\\’\\\’ დამსახურებით და ესე იგი რააა , ვარიგოთ მიწები, რომ დავაძღოთ ისინი ???? თქვენ ჩემზე და ბევრზე ჭკვიანი, რომ ბრძანდებით, იქნებ გამოსავალიც გვითხრათ ??? მე კი ამას ვიტყოდი,. წმენდვა შიგნიდან უნდა დაიწყოს, ჯერ და შემდგომ ავირჩიოთ , რა და ვინ არის უფრო დიდი ზიანის მომტანი, ავირჩიოთ უფრო ნაკლებზიანის მომყენებელი , ვინაიდან , სულ მარტო ვართ და მაგ დიდ ურჩხულებს ერთ ლუკმადაც არ ვეყოფით,……აღარ დარჩა დრო თვითოეულის , ავტონომიური გამარჯვებებისა , ერთ მუშტად და მაზად უნდა ვიქცეთ, სხვა არა დაგვრჩენია რა!!!!!

  2. ძალიან ბევრი მოღალატე ვირთხები მოგვიმრავლდნენ. დროა თაგვის წამალს ვამზადებდეთ
    მათ ამოსაძირკვად.

  3. ბატონო ბაკურ,საინტერესო წერილია, არ შეიძლება არ დაგეთანხმოთ. ამასთან, მახსენდება, ორიოდე კვირის წინათ, რუსთავი 2-ზე, პარტიის პრეზენტაციის დროს, დავით უსუფაშვილის გაკეთებული განცხადება-მოთხოვნა სასწრაფოდ, ნატოში შესვლამდე,საქართველოში ნატოს ბაზის გახსნის თაობაზე. დაუსვით შეკითხვა უსუფაშვილს, რომელი ქვეყნის კონტინგენტი წარმოუდგენია ამ ბაზაზე. დარწმუნებული ვარ, პასუხი მეტ სიცხადეს შეიტანს თქვენს ნააზრევში.
    პატივისცემით, თენგიზი

  4. აი ასეთი ინტელექტუალები არიან \\\”რესპუბლიკელები\\\”, ნატოში უნდათ შესვლა და რა მოხდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მათ გარეშე აპირებს შესვლას სამხედრო ბლოკში თუ მაგდენი არ უფიქრიათ.\\\”არავის ენდო, არავის იმედი არ გქონდეს, არავისი გჯეროდეს\\\” აი სტალინის დევიზი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here