Home რუბრიკები ბლოგი რატომ გადაიქცნენ ასე სწრაფად მტრები მეგობრებად: რას ამბობენ თურქეთთან და საქართველოსთან...

რატომ გადაიქცნენ ასე სწრაფად მტრები მეგობრებად: რას ამბობენ თურქეთთან და საქართველოსთან ურთიერთობების გამოკეთების მიზეზებზე რუსეთის ცნობადი სახეები

542

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სანკტ-პეტერბურგში თავის თურქ კოლეგას – რეჯეპ ერდოღანს შეხვდა. სამიტის წინ, რეჯეპ ერდოღანმა ვლადიმირ პუტინი  მეგობრად მოიხსენია და ეს იმის მიუხედავად, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ეს ორი სახელმწიფო ურთიერთობის სრული გაწყვეტის პირას იდგა. 

გუშინ შესრულდა რვა წელი მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს მიმართ „ოპერაცია მშვიდობის იძულების მიზნით“ განახორციელა. ფაქტიურად, ეს იყო რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტი. ამასთან, დღეს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობა აღდგენა-განვითარების პროცესშია, განსაკუთრებით ეს ითქმის ვაჭრობის სფეროსა და ტურიზმზე.

რუსული გამოცემა „კომერსანტი“ პოლიტიკოსების, ექსპერტების, პოლიტოლოგების და საერთოდ,  მკითხველების აზრით დაინტერესდა ამ თემასთან დაკავშირებით.

მაქსიმ შევჩენკო, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი:

„დიდ პოლიტიკაში მტრები და მეგობრები არ არსებობენ, არის მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები. დღეს, არც თურქეთი და მით უმეტეს, არც საქართველო, რუსეთის მტრებად  მტრად არ ითვლებიან. თურქეთშიც  და საქართველოშიც არსებობდნენ ძალები,  რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ჩვენი  ქვეყნების დაახლოების პროცესის ჩაშლისათვის“.

ევგენი გერასიმოვი, მოსკოვის სათათბიროს კულტურისა და მასობრივი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე:

„ დიპლომატიაში, როცა საქმე სხვა ქვეყნის ხელმძღვანელს ეხება, მეტი თავშეკავების გამოჩენაა საჭირო. არსებობს ასეთი გამოთქმა: „დღეს  მტერი, მაგრამ ხვალ შესაძლოა მეგობარი გახდეს“. ეს დიპლომატიის ხელოვნებაა, როცა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისადან გამომდინარე, რომელიმე სახელმწიფოს არასასიამოვნო ლიდერთან შეიძლება მოლაპარაკება გაიმართოს. ალბათ, სწორედ ამიტომ ხვდებიან ერთმანეთს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები. რაც შეეხება ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ისინი განწყობას სწრაფად იცვლიან. საქართველოს შემთხვევაში, რუსეთის მოსახლეობის განწყობის დადებითად შეცვლაზე გავლენა მოახდინა საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ, მეტი ყურადღება დაეთმო მეგობრული ისტორიული ტრადიციების გახსენებას, მეზობელი, რუსი და ქართველი ხალხების ურთიერთობაში. რასაკვირველია, ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ოფიციალურმა პროპაგანდამ“.

იური კობალაძე, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თადარიგის გენერალ-მაიორი:

„ყველაფერი პოლიტიკის ბრალია, ცხადია, პროპაგანდამაც თავისი როლი შეასრულა, თუმცა ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა მხოლოდ აგიტაციით არ განისაზღვრება. პროპაგანდას ყველაფერი შეიძლება მიუსადაგო, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ჩვენს მოსახლეობას, რამდენიმე დღეში, საითაც გსურს იქეთ მიმართავ. სხვათა შორის, საქართველო რუსეთის მეგობარი ჯერ არ გამხდარა. იქ საზოგადოება ქვემოდან აძლევს ბიძგს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. თბილისთან  ავიარეისებიც კი აღდგა, თუმცა, სამწუხაროდ, ქართველებს ჩვენთან ჩამოსასვლელად მაინც ვიზები ჭირდებათ. არსებითად, ქართველების ახალი თაობა, ჩვენივე გამოისობით, რუსეთს ჩამოვაცილეთ. რაც შეეხება თურქეთან ურთიერთობას, მას აშკარა კონიუნქტურის სუნი დაკრავს“.

ვიაჩესლავ ნიკონოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი:

„მეზობლებთან უმჯობესია მეგობრულად იცხოვრო. რუსეთი სწორედ ამას აკეთებს, მაგრამ ბევრი რამ მეორე მხარეზეცაა დამოკიდებული. თუ ვინმე ხელს გამოგვიწვდის პარტნიორობისათვის, ჩვენ უარს არ ვიტყვით. რეჯეპ ერდოღანმა გამოგვიწოდა და ჩვენც მივიღეთ, უკან არ დაგვიხევია. აი, რაც შეეხება საქართველოს-  თბილისი ამას არ აკეთებს და ვერ ვამჩნევ, რომ ქართველებს მსგავსი რამ სურდეთ. პროპაგანდასთან დაკავშირებით: პროპაგანდას მაინცდამაინც დიდი გავლენა არა აქვს, რადგან ის პოლიტიკის ნაყოფია. ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული თვით ლიდერებზე, მათ სურვილზე და ინტერესებზე, პლუს საერთო საფრთხეების გაცნობიერებაზე. არსებობს აგრეთვე მეგობრობა ვინმეს წინააღმდეგ და საკუთარი თავის სასარგებლოდ, თურქეთის შემთხვევაში ორივე ესმომენტი სახეზეა“.

წყარო :  http://www.kommersant.ru/doc/3058476

კონსტანტინე ჩიკვილაძე                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here