Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს არჩევანი უნდა იყოს არა ნატო,არამედ ნეიტრალიტეტი და განვითარება

საქართველოს არჩევანი უნდა იყოს არა ნატო,არამედ ნეიტრალიტეტი და განვითარება

661

უპრეცედენტო ფაქტი მოხდა დღეს.საქართველოს პრემიერმა კვირიკაშვილმა პირდაპირ განაცხადა,რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილება რეფერენდუმის არდანიშვნასთან დაკავშირებით გახლავთ უკანონო. დიახ!!!

პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ამერიკის ელჩის და ჯორჯ სოროსის ზეწოლის შედეგად,რითაც საკუთარ ხალხს პირდაპირ განუცხადა,რომ ის არის მონა და არა საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ საინციატივო ჯგუფი ვამზადებთ სარჩელს პროკურატურაში რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ. ამავე დროს აღსანიშნავია პარლამენტის თავმჯდომარის სრულიად არაადექვატური რეაქცია,როდესაც ის იმის ნაცვლად რომ ითხოვდეს კონსტიტუციაში ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის ჩაწერას, ამის ნაცვლად ითხოვს ჩავწეროთ რომ საქართველოს არჩევანი არის ნატო.ამითი ეს პოლიტიკოსები აგრძელებენ სააკაშვილის უგუნურ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში,რაც გამოიხატება რუსეთთან ურთიერთობის ხელოვნურ დაძაბვაში.ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი ხვდება,რომ რუსეთთან კეთილი ურთიერთობების აღდგენას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენი პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს მხოლოდ კეთილმეზობლობას,ხოლო უცხო ქვეყნის ინტერესების გამო რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა არის სრული უმეცრება. მითუმეტეს რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ანალიტიკოსები უკვე ღიად აცხადებენ საქართველოსთან მეგობრობის შესახებ,ჩვენ უნდა გავუწოდოთ ხელი და არ უნდა დავძაბოთ სიტუაცია.

სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, მოძრაობა ეროვნულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე

1 COMMENT

  1. ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, თუკი ვინმეს გონია რომ რუსეთს ვინმე ჩვენს გულიზე ომს დაუწყებს მწარედ ცდება. ჭკვიანად იყავით პოლიტიკოსებო ცივი გონებიტ განსაჯეთ ყველაფერი, თქვენს ამბიციებს არ გადააყოლოთ ქვეყანა. იმ პოლიტიკურ ძალას , რომელიც მომხრეა ერთსქესიანტა ქორწილის თქვენს ოჯახებს ესარგებლოთ ამ კანონის სიკეტიტ, ამინ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here